გარცინია კამბოჯია#60ტ

გარცინია კამბოჯია#60ტ

89.70 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: Esi -Italy
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 79223
გააზიარე:

გარცინია კამბოჯია N60 ტაბ.

Garcinia Cambogia წარმოადგენს მარადმწვანე ტროპიკულ მცენარეს, რომლის ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსი ლიმონმჟავა (HCA) გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული თერმოგენული ეფექტით. ის სტრუქტურულად მსგავსია უჯრედში სინთეზირებულ ლიმონმჟავის, რის გამოც   კონკურენტულად აინჰიბირებს აცეტილ CoA-წარმოქმნის პროცესს, შედეგად ქვეითდება   ენდოგენური ცხიმოვანი მჟავების,  ტრიგლიცერიდების, ქოლესტე- რინის სინთეზი (40-70%-ით მცირდება ცხიმების პროდუცირება)  და მათი დეპონირება ადიპოციტებში. ამავდოულად არ  ირღვევა ენერგიის გამომუშავება უჯრედში და არ იცვლება ნახშირწყლების ნორმალური დონე სისხლში. სწორედ სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნების გამო არ ხდება ჰიპითალამუსიდან აპეტიტის სტიმულაცია და კვებისას მალე ყალიბდება დანაყრების შეგრძნება.

ჰიდროქსი ლიმომჟავას ზემოქმედებით  გააქტივებული  ფერმენტები აძლიერებენ  მიტოქონდრიაში ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციას და იქ მათ დაჟანგვას.

ჰიდროქსი ლიმონმჟავა დადებით გავლენას ახდენს გუნებ განწყობაზე,რაც აიხსნება მის დადებით გავლენით სეროტონინის დონეზე

1. აქვეითებს მადას

2. თრგუნავს ცხიმის წარმოქმნას და ადგროვებას

3. ამაღლებს გუნებ განწყობას

4. თერმოგენული ეფექტი აქტივდება ღამის განმავლობაშიც.

ჩვენებები:

ჭარბი წონა

ათეროსკლეროზი

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ოსტეოართროზი

მიიღება თითო კაფსულა დღეში 2 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამის დროს.

სასურველი შედეგის მისაღებად პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს დაბალკალორიული, ბალანსირებულ კვებისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე.

ინახება ოთახის პირობებში,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხანგრძლივი მიღება სასურველია ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეში.

სიფრთხილით გაოიყენება; დიაბეტიანებში,რადგან შაქრის მარეგულირებელი პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შაქრის დონე;ტკივილდამაყუჩებელი და ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, რადგან გავლენას ახდენს სეროტონინის დონეზე; გულსისხლძარღვთა პათოლოგიისას, სტატიენებით  და ანტიარითმიული პრეპარატებით მკურნალობისას.

როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება კარგად , გვერდითი ეფექტების გარეშე. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს მცირედ გამოხატული თავის ტკივილი,თავბრუ, პირის სიმშრალე, ღებინება , დიარეა.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

გაიცემა რეცეპტის გარეშე,წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

მწარმოებელი ESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (0 აფთიაქი)