ელსანტი 5მგ #20ტ
გააზიარე:
ელსანტი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
East Pharma
მოდული 1.3.2 შეფუთვის ფურცელი
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ელსანტი
5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ტალკი, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), FD&C ლურჯი No:2/ინდიგო კარმინი Aluminim Lake (E 132), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172)
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს შეფუთვის ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ფურცელში:
1. რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე
3. როგორ მიიღება ელსანტი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ელსანტი
1. რა არის ელსანტიდა რისთვის გამოიყენება
ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინური საშუალება.
ელსანტი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ის ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.
ელსანტის 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოწოდებულია 20 ან 30 ტაბლეტის შეფუთვაში.
ელსანტი ხსნის ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპაზე) ასოცირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ცხვირის ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, სიწითლე ან ცრემლდენა.
ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა) დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.
ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღე-ღამე და გეხმარებათ, რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.
2. რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე
არ მიიღოთ ელსანტი
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დესლორატადინის, ლორატადინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტის მიღებისას
• თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს.
• თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა.
თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ელსანტის მიღება შესაძლებელია უზმოზე ან სავსე კუჭზე.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ელსანტის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ელსანტის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზით, მოსალოდნელია, რომ ეს პრეპარატი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება ძილიანობა, რეკომენდებულია არ შეასრულოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა, ვიდრე არ დაადგენთ თქვენს რეაქციას სამკურნალო პროდუქტზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ელსანტის ტაბლეტები შეიცავს 1.2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
ცნობილი არ არის ელსანტის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.
3. როგორ მიიღება ელსანტი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. შეამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.
პერიოდული ალერგიული რინიტის შემთხვევაში, (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გრაფიკს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.
თუ თქვენი ალერგიული რინიტი მუდმივია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
ჭინჭრის ციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ უნდა მიჰყვეთ თქვენი ექიმის მითითებებს.
მიღების გზა და მეთოდი
ეს პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით, სავსე კუჭზე ან უზმოზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში
ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის ხანდაზმულებში.
განსაკუთრებული მდგომარეობები
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები მისი გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის დროს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტი სიფრთხილით მიიღება.
თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ელსანტი, ვიდრე საჭიროა
მიიღეთ ელსანტი მხოლოდ დანიშნულების მიხედვით. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ელსანტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე და შემდეგ დაუბრუნდით დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ელსანტის მიღებას
ეფექტების შესახებ შეტყობინებები არ არის.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000-<1/1-0), იშვიათი (>1/10,000-<1/1,000), ძალიან იშვიათი (1/10,000) და უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
ბაზარზე განთავსების შემდეგ დესლოროტადინის მიღებისას ძალიან იშვიათად დაფიქსირდა მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც პლაცებო ტაბლეტის მიღების დროს. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო ტაბლეტის მიღებისას. მოზარდებში თავის ტკივილი იყო ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა.
დესლორატიდინის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი
• დაღლილობა
• პირის სიმშრალე
• თავის ტკივილი
ეს დესლოროტადინის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
დესლოროტადინის ბაზარზე რეალიზაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
ძალიან იშვიათი
• მძიმე ალერგიული რეაქციები
• გამონაყარი
• მოუსვენრობა სხეულის მოძრაობის გზრდით
• სწრაფი გულისცემა
• ღვიძლის ფუნქციის ტესტებში დარღვევები
• ჰეპატიტი
• კუჭის ტკივილი
• ღებინების შეგრძნება (გულისრევა)
• ღებინება
• დიარეა
• ძილის უუნარობა
• ძილიანობა
• კუნთების ტკივილი
• კუჭის გაღიზიანება
• ჰალუცინაციები
• კრუნჩხვები
უცნობი:
• უჩვეულო სისუსტე
• კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, მაგალითად, სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურების მიმართ
• არითმია
• კანის და/ან თვალების გაყვითლება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების“ სიმბოლოზე დაწკაპუნებით მისამართზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ +90 800 314 00 08, გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზი. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს/ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ელსანტი
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და პრეპარატის თავდაპირველ კონტეინერში.
მიიღეთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენეთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ელსანტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ შენიშნავთ რაიმე დეფექტს ტაბლეტებზე/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
DEVA Holding A.Ş.
Halkali Merkez Mah. Basin Ekspres Cad. No:1
34303 Küçükçekmece-სტამბოლი/თურქეთი
წარმოების ადგილი
DEVA Holding A.Ş.
Cerkezköy Organize Sanayi Bölgesi
Karaağaç Mah. Atatürk Cad., No: 32
Kapakli – TEKIRDAG/TURKEY
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცდა 20.10.2017
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.