ტამოზინი 0.4მგ #30კაფს

ტამოზინი 0.4მგ #30კაფს

23.79 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ჯეილ ფარმაციუტი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტამსულოზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 79097
გააზიარე:

ურცელი -ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტამოზინი

აქტიური სუბსტანცია: ტამსულოზინი 0.4 მგ

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

– თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

– ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა სხვას ზიანი მაიყენოს მიუხედავად იმისა, მათი დაავადების სიმპტომები იყოს თქვენის მსგავსი.

– გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის, ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ტამოზინი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ტამოზინისგამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ტამოზინი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ტამოზინი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ტამოზინი და რისთვის გამოიყენება

ტამოზინი, 0.4 მგ კაფსულა № 30 წარმოდგენილია გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მიკროპელეტებით (ამ ფურცელი-ჩანართის მიხედვით – ე.წ. ტამოზინი) და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტამსულოზინს, რომელიც ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და შარდსაწვეთის გლუვ კუნთებს. შედეგად, ურეთრაში შარდის თავისუფალი გადინება ხდება, რაც შესაბამისად აადვილებს შარდის გამოყოფის პროცესს.

ტამოზინი გამოიყენება მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა: შარდვის გაძნელება, შარდვის ძლიერი სურვილი, გახშირებული შარდვა ღამით, ასევე დღისით.

2. რა უნდა იცოდეთ ტამოზინისგამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტამოზინი :

  • · თუ ხართ ალერგიული ტამსულოზინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6).
  • · თუ აღგენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქციის შედეგად განვითარებული შეშუპება), ზოგიერთი მედიმკამენტის მიღების შემდეგ.
  • · თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე ინფექცია.
  • · თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა, როდესაც მწოლიარე მდგომარეობიდან ცდილობთ წამოჯდომას ან ადგომას.
  • · თუ გქონიათ სისუსტე შარდვის დროს ან შარდვის შემდეგ (შარდვის დროს სინკოპე).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ტამოზინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის ხანგრძლივად მიღების დროს აუცილებელია პაციენტის რეგულარული სამედიცინო კონტროლი.

ტამსულოზინის კაფსულების მიღების დროს არახშირად იყო შეტყობინებები არტერიული წნევის დაქვეითების შესახებ. თავბუსხვევის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია დაჯდომა ან დაწოლა, სანამ არ გაქრება ეს ნიშნები.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქციის შედეგად განვითარებული შეშუპება) იშვიათად ვლინდებოდა ტამსულოზინის გამოყენების შემდეგ. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ტამოზინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. პრეპარატის განმეორებით მიღება რეკომენდებული არ არის.

თუ იგეგმება რომ ჩაგიტარდეთ თვალის ქირურგიული ოპერაცია კატარაქტას გამო შეატყობინეთ ექიმს რომ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიგიღიათ ტამოზინი.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ბავშვებში ან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან არ მოქმედებს მოცემულ პოპულაციაში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტამოზინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.

ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატებზე. მეორეს მხრივ, სხვა პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედონ ტამსულოზინის ეფექტზე.

ტამსულოზინს შეუძლია ურთიერთქმედება:

- დიკლოფენაკზე, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატზე. მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან და შეამოკლოს ტამსულოზინის მოქმედების დრო.

- ვარფარინზე, რომელიც გამოიყენება თრომბების საწინააღმდეგოდ. მოცემულ პრეპარატს შეუძლია დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა ორგანიზმიდან და შეამოკლოს ტამსულოზინის მოქმედების დრო.

- სხვა α 1a- ადრენორეცეპტორების ბლოკატორებზე . ამ კომბინაციამ შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

- პრეპარატებზე, რომლებიც ამცირებენ ტამოზინის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი).

ტამოზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულა მიიღეთ საუზმის შემდეგ ან დღის მანძილზე პირველი კვების შემდეგ. კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით, ფეხზე დგომისას ან ჯდომისას. დაუშვებელია კაფსულის გახსნა, გატეხვა ან დაღეჭვა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა, ძუძუთი კვება

ტამოზინი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცების სამკურნალოდ, შესაბამისად, ინფორმაცია ორსულობის და ძუძუთი კვების შესახებ ამ პრეპარატს არ მიესადაგება.

ფერტილობა

არსებობს შეტყობინებები ტამსულოზინის მიღებასთან ასოცირებული ეაკულაციის დარღვევის შესახებ (იხ. პუნქტი 4).

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს თავბრუსხვევა. შესაბამისად, ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ნებართვით.

3. როგორ გამოიყენება ტამოზინი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას დღეში. კაფსულა მიიღეთ საუზმის ან დღის მანძილზე პირველი კვების შემდეგ. კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით, ფეხზე დგომისას ან ჯდომისას. დაუშვებელია კაფსულის გახსნა, გატეხვა ან დაღეჭვა.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ტამოზინი

შესაძლებელია არტერიული წნევის უეცარი დაცემა თუ მიიღებთ ჭარბ დოზას. არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე უბრუნდება ნორმას პაციენტის გადაყვანისას წოლით მდგომარეობაში.

თუ ერთიანად მიიღეთ საჭიროზე მეტი რაიოდენობით კაფსულები ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტამოზინის მიღება

თუ დაგეგმილ დროს დაგავიწყდათ ტამსულოზინის კაფსულის მიღება, მიიღეთ იგი მოგვიანებით, დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს. თუ ეს ფაქტი გაგახსენდებათ მხოლოდ მომდევნო დღეს, პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დოზირების ჩვეული სქემით. არ მიიღოთ პრეპარატის გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ ტამოზინის მიღება

არ შეწყვიტოთ დანიშნული პრეპარატის მიღება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება .

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ გამოგივლინდათ თავბრუსხვევა ან სისუსტე, აუცილებელია, რომ დაჯდეთ ან დაწყვეთ, სანამ ეს სიმპტომები არ გაქრება.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება, თუ გამოგივლინდათ:

  • · ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე წითელი გამონაყარით ან ლაქებით, ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, ცხელებით, სახსრების ტკივილით ან/და თვალების ანთებითი პროცესით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).*
  • · სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის და ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება).**

გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატის მიღების შემდეგ, ჩამოთვლილია ქვემოთ გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

  • · ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე მათგანს): თავბრუსხვევა (შეიძლება გამოვლინდეს მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომისას ან ფეხზე ადგომისას), ეაკულაციასთან დაკავშირებული სირთულეები, სპერმის მცირე რაოდენობით ან საერთოდ არარსებობა ეაკულაციის დროს, შარდის ამღვრევა სექსუალური აქტის შემდგომ.

  • · არახშირი (შეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე მათგანს): თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), გონების დაბინდვა ან გონების დაკარგვა (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და გაღიზიანება (რინიტი), ყაბზობა, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სისუსტე (ასთენია).

  • · იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000 ადამიანიდან 1-მდე მათგანს): გონების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), ანგიოედემა**.

  • · ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-მდე მათგანს): მტკივნეული ხანგრძლივი არასასურველი ერექცია (პრიაპიზმი), რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას, სტივენს–ჯონსონის სინდრომი*.

  • · უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია): მხედველობის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობა, სისხლდენა ცხვირიდან (ეპისტაქსისი), გამონაყარი კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქების სახით (მულტიფორმული ერითემა), კანის სიწითლე და აქერცვლა (ექსფოლიატიური დერმატიტი), არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), პირის სიმშრალე.

კატარაქტის გამო თვალზე ქირურგიული ჩარევების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ე.წ. ვიწრო გუგის სინდრომი (IFIS): გუგები რთულად ფართოვდება, ხოლო ფერადი გარსი (თვალის შიდა მრგვალი ფერადი ნაწილი) ოპერაციის დროს ხდება დრეკადი. მეტი ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი 2.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლოს არ იყოს მითითებული მოცემულ ფურცელ–ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ შეტყობინებების ადგილობრივი სისტემის მეშვეობით:

ავსტრია

Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen

Traisengasse 5

1200 ვენა

AUSTRIA

Fax: + +43 (0) 50 555 36207

Website: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ახდენთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ ინახება ტამოზინი

ეს პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებული წამლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეგიძლიათ პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ ღებულობთ. ამგვარი ზომების მიღებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფომაცია

რას შეიცავს ტამოზინი

აქტიური ნივთიერება არის ტამსულოზინი.

ერთი კაფსულა შეიცავს 0.4 მგ ტამსულოზინს, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებები არის:

კაფსულის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, მეტაკრილის მჟავას ეთილ–აკრილატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი.

კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგოტინი (E132), რკინის ოქსიდი შავი (E172), ჟელატინი.

როგორია ტამოზინი ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი

ნარინჯისფერ–ზეთისხილისფერ მომწვანო ფერის მყარი კაფსულები.

10 გახანგრძლივებული გამონთავისუფლების კაფსულა მოთავსებულია პვქ/პე/პვდქ/ალუ ბლისტერში.

3 ბლისტერი ფურცელ–ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, N30.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი : GE Pharmaceuticals Ltd,

Industrial zone, “Chekanitza - South” area, 2140 Botevgrad, ბულგარეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Genericon Pharma Gesellschaft m.b.H.

A-8054, Graz, ავსტრია

E-mail: [email protected]

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

«ТЕТRADA GEORGIA» LTD., საქართველო , თბილისი , სტანისლავსკის ქუჩა N5,

ტელ.: +995 032 2 15 85 75

ეს ფურცელი-ჩანართი გადაიხედა 2021 წლის ოქტომბერში .

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი: