შპრიცი ერთჯერადი 2მლ რ/დგ ხრახ
0.23 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სხვადასხვა
ქვეყანა: ჩინეთი
მწარმოებელი: ბოენ ჰელზქეა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
შპრიცი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 78947
გააზიარე:
ერთჯერადი შპრიცები გამოიყენება მედიკამენტების კანქვეშა, კუნთშიდა, ვენაში შესაყვანად, ასევე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციისთვის.
უსაფრთხოებისა და ინფექციების პრევენციის მიზნით, აუცილებელია შემდეგი წესების მკაცრად დაცვა:
გამოყენების წესები ნაბიჯ - ნაბიჯ
- მომზადება და ჰიგიენა
- სანამ პროცედურას დაიწყებთ, საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, შემდეგ კი დაამუშავეთ ანტისეპტიკით.
- მოამზადეთ საჭირო მედიკამენტი და სპირტიანი საწმენდები.
- შპრიცის შემოწმება და გახსნა
- შეამოწმეთ შპრიცის შეფუთვა. დარწმუნდით, რომ ის ჰერმეტულია, არ არის დაზიანებული და შენახვის ვადა არ არის გასული.
- გახსენით შეფუთვა სპეციალური მხრიდან (ქაღალდის ან პლასტმასის ასაცრელი მხრიდან), რათა არ დაირღვეს სტერილობა.
- მედიკამენტის ამოღება
- თუ იყენებთ ამპულას, ფრთხილად მოტეხეთ მისი თავი (გამოიყენეთ სპეციალური ქაღალდის ხელსახოცი, რომ თითები არ გაიჭრათ).
- ჩაატარეთ ნემსი ამპულაში ან ფლაკონში და დგუშის აწევით ამოიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე.
- ჰაერის მოცილება : დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ, მსუბუქად დააკაკუნეთ თითი ცილინდრზე, რომ ჰაერის ბუშტები ზემოთ ამოვიდეს და ნელა მიაწექით დგუშს, სანამ ნემსის წვერიდან წვეთი არ გამოჩნდება.
- ინექციის გაკეთება
- სპირტიანი ტამპონით დაამუშავეთ კანის ის უბანი, სადაც ინექცია უნდა გა კეთდეს და დაელოდეთ რამდენიმე წამი, სანამ გაშრება.
- გააკეთეთ ინექცია შესაბამისი ტექნიკით (კანქვეშ, კუნთში ან ვენაში — ექიმის დანიშნულების მიხედვით).
- თანაბრად მიაწექით დგუშს, სანამ მედიკამენტი სრულად არ შევა.
უსაფრთხოების მთავარი წესები
მნიშვნელოვანია : ერთჯერადი შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის და ერთი გამოყენებისთვის . აბსოლუტურად დაუშვებელია მისი ხელმეორედ გამოყენება (გარეცხვა ან სტერილიზაცია), რადგან ეს ზრდის მძიმე ინფექციების გადადების რისკს და ნემსიც ბლაგვდება.
- ნემსის თავსახური : გამოყენების შემდეგ ნუ ეცდებით ნემსზე თავსახურის ხელახლა წამოცმას (ეს ხშირად იწვევს ხელის შემთხვევით გაჭრას).
- უსაფრთხო განადგურება : გამოყენებისთანავე, დაუყოვნებლივ ჩააგდეთ შპრიცი (ნემსიანად) მყარ, სქელკედლიან კონტეინერში, რომელიც განკუთვნილია ბასრი ნივთებისათვის.









