ფერო-6 #24კაფს

ფერო-6 #24კაფს

28.30 ლარი 24.05 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები
ქვეყანა: ეგვიპტე
მწარმოებელი: ფარკო ფარმაცევტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის ფუმარატი+ვიტ.ც+ბ9+ბ12,მანგანუმი+სპილენძი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 78832
გააზიარე:

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ფერო-6

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: FERRO -6

შემადგენლობა:

ყოველი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

რკინა 100 მგ (305 მგ რკინის ფუმარატიდან)

ვიტამინი C 100 მგ

სპილენძი 1.12 მგ (2.8 მგ სპილენძის სულფატიდან)

ფოლის მჟავა 2 მგ

ვიტამინი B12 10 მკგ

მანგანუმი 1.13 მგ (3.1 მგ მანგანუმის სულფატიდან)

არააქტიური ინგრედიენტები :

ეთილის ვანილინი 4 მგ

ლეციტინი 10 მგ

ფუტკრის ცვილი 24.667 მგ

რაფინირებული სოიოს ზეთი 288.982 მგ

ჰიდროგენაზირებული მცენარეული ზეთი 197.336 მგ

გარსის კომპონენტები:

ჟელატინი 286.72 მგ

სორბიტოლი 55.04 მგ

გლიცეროლი 85% 71.322 მგ

ნატრიუმის ეთილის ჰიდროქსიბენზოატი 1.28 მგ

ნატრიუმის პორპილ ჰიდროქსიბენზოატი 0.64 მგ

რკინის ოქსიდი შავი 3.84 მგ

რკინის ოქსიდი წითელი 1.6 მგ

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი :

ანტიანემიური პრეპარატები, რკინა სხვადასხვა კომბინაციებში

თვისებები:

ფერო-6 წარმოადგენს რბილ ჟელატინის კაფსულას, რომელიც შეიცავს კარგად ბალანსირებად ჰემატინის ფორმულას, სადაც შედის რკინა, ვიტამინი C, სპილენძი ფოლის მჟავა, ვიტამინი B12, მანგანუმი. ეს 6 ინგრედიენტი ავსებს ერთმანეთს, რომ მოხდეს ორგანიზმის მიერ რკინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა.

რკინა წარმოადგენს ჰამატინის ფაქტორს და მისი არსებობა, როგორც რკინის ფუმარატი, ზრდის მის შეწოვას და ბიოშეღწევადობას. რკინა შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს ერითროპოეზის მთავარ წყაროს და გააჩნია სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარი. რკინა ასევე მონაწილეობს მიოგლობინის სინთეზში და წარმოადგენს ბევრი ფერმენტის კოფაქტორს, რომელიც საჭირო არის ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.

ვიტამინი C, ფერო-6 -ის რბილი ჟელატინის კაფსულაში, ინარჩუნებს რკინას აბსორბირებად მდგომარეობაში, ხელს უშლის მის დაჟანგვას და ზრდის მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე უზრუნველყოფს მის სისხლში გადატანას და რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში შენახვას.

სპილენძს გააჩნია სასიცოცხლო როლი ძვლის ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში და ცერულოპლაზმინის შექმნაში, რომელიც მთავარია პლაზმაში რკინის გადატანისთვის. ფოლის მჟავა მონაწილეობს და ახორციელებს ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების მომწიფებას.

ვიტამინი B12 ზრდის ფოლის მჟავას აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მის შენახვას და უტილიზაციას სხეულში.

ვიტამინი B12 უზრუნველყოფს უჯრედების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ფუნქციონირებას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ძვლის ტვინში. ორივეს ერთად, ფოლის მჟავას და ვიტამინი B12-ს, გააჩნიათ ჰემატინური თვისება, რაც აუცილებელია ერითროპოეზის ნორმალიზაციისათვის.

მანგანუმი ეხმარება პლაზმაში რკინის გადატანას და წარმოადგენს კოფაქტორს ბევრ ფიზიოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესებში. ფერო-6 აღადგენს ჰემოგლობინის ნორმალურ დონეს და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას, ასევე ეფექტურ პრევენციას აკეთებს და მკურნალობს რკინა-დეფიციტურ ანემიას, როგორც სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და შესანიშნავი ამტანობით.

ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ჩვენებები:

ფერო-6 რბილი ჟელატინის კაფსულები ნაჩვენებია:

- რკინა-დეფიციტურ ანემიის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის: არასრულფასოვანი კვების, პარაზიტული დაავადებების, ქრონიკული დიარეის, მენორაგიის, მშობიარობის შემდგომი ჰემორაგიის, სისხლმდენი ბუასილის, ტრავმული ჭრილობების, ქირურგიული ჩარევების და თირკმლის უკმარისობის დროს.

- რკინაზე მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში:

როცა შემცირებულია რკინის შეწოვა, ორსულობის და ლაქტაციის, გარდატეხის ასაკის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების, თიროტოქსიკოზი, აქლორჰიდრიის, და გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების დროს, მაგალითად ანტიკონვულსანტებისა და ქოლესტირამინის.

დოზირება:

ფერო-6 რბილი ჟელატინის კაფსულების მიღება სასურველია კვების შემდეგ.

- რკინა-დეფიციტური ანემიის პრევენცია: 1 კაფსულა დღეში.

- რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში. გარკვეული სახის ანემიის დროს დოზირება შეიძლება გაიზარდოს 3 კაფსულამდე დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. რკინა-დეფიციტური ანემიის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ არ მოხდება სისხლში ჰემოგლობინის დონის და წითელი უჯრედების რაოდენობის ნორმალიზება. ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება დამატებით კიდევ 3 თვე ან მეტი ვადით, იმისთვის რომ მოხდეს სხეულში რკინის დეპოების შევსება.

- მდგომარეობები, როცა რკინაზე მომატებულია მოთხოვნილება: 1 კაფსულა დღეში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პერორალური რკინის პრეპარატები უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ასევე ლაქტაციის დროს რეკომენდებული დოზებით მიღებისას.

პათოლოგიის მქონე პაციენტები:

თუკი გაქვთ ალერგია სოიოზე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან.

გამოტოვებული დოზა:

მიიღეთ გამოტოვებული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა, თუ შემდეგი დაგეგმილი დოზა ახლოვდება. არ მიიღოთ ორმაგი ან დამატებითი დოზა ასანაზღაურებლად.

ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა:

შემთხვევით ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, პირღებინება, სისუსტე და პულსის აჩქარება, ჰიპოტენზია და დეჰიდრატაცია. მკურნალობა მოიცავს ღებინების გამოწვევას, კუჭის ამორეცხვას (1% ნატრიუმის ბიკარბონატის სხნარის გამოყენებით). თუკი შრატის რკინის დონე აჭარბებს 350 მკგ/დლ, დეფეროქსამინი გამოიყენება როგორც სისტემური ქელატი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ჰემოქრომატოზი და ჰემოსიდეროზი.

სიფრთხილის ნიშნები: არ დაფიქსირებულა

გვერდითი მოვლენები:

FERRO-6 S.G Caps უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება. ისევე როგორც სხვა რკინით მდიდარი პრეპარატების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა და შავი განავალი.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციებში

წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

- ანტაციდები, ციმეტიდინი, ტეტრაციკლინი, ქინოლონი, ლევოდოპა და ქოლესტირამინი ამცირებენ რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

- ქლორამფენიკოლი ამცირებს რკინით თერაპიისას შედეგებს.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები (თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები) :

არ დაფიქსირებულა

ლაბორატორიულ ტესტებთან კავშირი:

არ არის აღწერილი.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე მომუშავე პერსონალზე :

პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ მოქმედებს ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიკური აღჭურვილობით მომსახურების გაწევაზე.

სტანდარტული შეფუთვა:

მუყაოს ყუთი შეიცავს 24 რბილ ჟელატინის კაფსულას მოთავსებულ 2 გამჭვირვალე (ალუმინის/პოლივინილქლორიდის) ბლისტერში, თითოეული რბილი ჟელატინის 12 კაფსულით და ინსტრუქციას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 15-30oC ტემპერატურაზე, ნესტისგან მოშორებით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

სპეციალური მითითებები:

- პროდუქტი, რომელიც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი გამოყენება ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ, საშიშია თქვენთვის.

- მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების წესი და ფარმაცევტის რეკომენდაციები, რომელმაც გაყიდა წამალი.

- ექიმი და ფარმაცევტი წარმოადგენენ წამლის ექსპერტებს, და იციანმათი სარგებელისა და რისკების შესახებ.

- თვითნებურად არ შეწყვოტოთ წამლის მიღება მკურნალობის პერიოდი.

- არ გაიმეოროთ იგივე დანიშნულება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი კომპანია : “Safe Pharma”

ფაქტიური მისამართი : ეგვიპტე, ალექსანდრია, ნიუ ბორგ ელ არაბ სითი, კვ. 31, მესამე პუნქტი, მეორე ინდუსტრიული ზონა

იურიდიული მისამართი : ეგვიპტე, ალექსანდრია, ამრია, ალექსანდრია-კაიროს უდაბნოს გზა, 25-ე კმ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი : Pharco Pharmaceuticals”

ფაქტობრივი მისამართი : ეგვიპტე, კაირო, ამრია, ალექსანდრია-კაიროს უდაბნოს გზა, 31-ე კმ

იურიდიული მისამართი : ეგვიპტე, კაირო, ამრია, ალექსანდრია-კაიროს უდაბნოს გზა, 25-ე კმ