მუპობელი 2% 15გ მალ

მუპობელი 2% 15გ მალ

26.61 ლარი 22.62 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მუპიროცინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 78788
გააზიარე:

მუპობელი მალამო 2% 15გ

შემადგენლობა

მუპობელის  2% მალამოს ყოველი 1 გ შეიცავს 20 მგ მუპიროცინს  აქტიური ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიურითვისებები:

ფარმაკოდინამიკურითვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალებები, ათქ კოდი: D06AX09, ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიურ გამოყენებისათვის.

მოქმედებისმექანიზმი:

მუპიროცინი არის  ანტიბიოტიკი, რომელიც მიიღება  Pseudomonas

fluorescens -ის  ფერმენტაციით. მუპიროცინი აინჰიბირებს  იზოლეიცილ-ტრანსფერ-რნმ  სინთეტაზას  და ამგვარად, ახდენს ბაქტერიის ცილის   სინთეზის ბლოკირებას.

მუპიროცინს  მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციით აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება და უფრო მაღალი კონცენტრაციით - ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც მიიღწევა მისი  ლოკალურად გამოყენების დროს.

რეზისტენტობისმექანიზმი:

სტაფილოკოკებში დაბალი რეზისტენტობა განპირობებულია  სტაფილოკოკის ქრომოსომულ გენში (ileS) წერტილოვანი მუტაციებით, რომელთა სამიზნეც არის  იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას ფერმენტი. სტაფილოკოკების მაღალი რეზისტენტობა განპირობებულია გამორჩეული, პლაზმიდით დაშიფრული იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ-ს სინთეტაზას ფერმენტით.

ჩვეულებრივი  რეზისტენტობა გრამ-უარყოფითი ორგანიზმებისა, როგორიცაა Enterobacteriaceae, შეიძლება, განპირობებული იყოს გრამ-უარყოფითი ბაქტერიული უჯრედის კედლის გარეთა გარსის ცუდი შეღწევადობით.

მოქმედების მექანიზმის განსაკუთრებულობისა და უნიკალური ქიმიური სტრუქტურის გამო, მუპიროცინი სხვა ანტიბიოტიკებთან მიმართებაში არ ავლენს ჯვარდინ რეზისტენტობას.

მიკრობიოლოგიურიმგრძნობელობა :

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისათვის შეიძლება, განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალის და  დროის მიხედვით და  მძიმე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია,რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი  გავრცელება ზოგიერთი სახეობის ინფექციისას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას მიღებული.

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

Staphylococcus aureus*

Streptococcus pyogenes*

Streptococcus spp. (ბეტა-ჰემოლიზური, გარდა S. pyogenes)

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება, პრობლემა იყოს.

Staphylococcus spp., კოაგულაზა-ნეგატიური

რეზისტენტული ორგანიზმები

Corynebacterium spp.

Micrococcus spp.

*კლინიკური კვლევების დროს დამაკმაყოფილებელი აქტიურობა.

ფარმაკოკინეტიკურითვისებები:

მუპობელის მალამოს ტოპიკალური გამოყენების შემდეგ მუპიროცინი მხოლოდ ძალიან მინიმალურად აბოსრბირდება სისტემურად და შეწოვილი ნაწილი სწრაფად მეტაბოლიზდება ანტიმიკრობიულად არააქტიურ მეტაბოლიტად - მონის მჟავად. მუპიროცინის შეღწევა კანის უფრო ღრმა ეპიდერმულ და დერმულ ფენებში ძლიერდება ტრავმული კანის შემთხვევაში და ოკლუზიური სახვევის ქვეშ.

ჩვენებები:

მუპობელი  არის ტოპიკალური ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც აქტიურია კანის ინფექციების გამომწვევი ორგანიზმების წინააღმდეგ, მაგ. Staphylococcus aureus, მათ შორის მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები, სხვა სტაფილოკოკური შტამები, სტრეპტოკოკები. აგრეთვე აქტიურია გრამ-უარყოფითი ორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Escherichia coli და Haemophilus influenzae. მუპობელის მალამო გამოიყენება კანის შემდეგი ინფექციებისთვის: იმპეტიგო, ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა მუპიროცინის  ან  რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მუპობელის მალამოს მოცემული შემადგენლობა არ არის ოფთალმოლოგიური  ან ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გაფრთხილებები/სიფრთხილისზომები:

მუპობელის მალამოს გამოყენებისას მომატებული მგრძნობელობის ან   გაღიზიანების განვითარებისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს, მკურნალობის ადგილი მობანილ იქნას და დაიწყოს შესაფერისი თერაპია.

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს რეზისტენტული ფლორის გაზრდა.

თირკმლის უკმარისობა:

ხანდაზმულიპაციენტები:

არავითარი შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმ მდგომარეობამ, რომლის გამოც ინიშნება მკურნალობა, შეიძლება, გამოიწვიოს პოლიეთილენგლიკოლის შეწოვა ან, როდესაც გამოხატულია  საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.

მუპობელის მალამო არ არის შესაფერისი შემდეგი გამოყენებისთვის:

ოფთალმოლოგიაში.

ინტრანაზალურად (ახალშობილებში ან ჩვილებში)

კანულაციასთან ერთად

ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის ადგილზე.

ინტრანაზალური გამოყენებისათვის არსებობს მუპობელის ნაზალური მალამო.

მოიერიდეთ მალამოს თვალში მოხვედრას. თვალში მოხვედრისას, კარგად მოიბანეთ თვალი წყლით, ვიდრე მალამოს ნარჩენებისაგან სრულად არ გაიწმინდება.

პოლიეთილენგლიკოლი შეიძლება აბსორბირდეს ღია ჭრილობიდან და დაზიანებული კანიდან. ის გამოიდევნება თირკმელის საშუალებით. როგორც სხვა პოლიეთილენგლიკოლის შემცველი მალამოების შემთხვევაში, მუპობელის მალამო არ გამოყენება ისეთი მდგომარეობისას, როდესაც პოლიეთილენგლიკოლის დიდი რაოდენობით შეწოვა შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით თუ არსებობს თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა.

ფერტილობადალაქტაცია:

ფერტილობა:

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე მუპიროცინის გავლენის შესახებ. ვირთხებში ჩატარებული კვლევებისას ფერტილობის დარღვევა არ გამოვლენილა .

ორსულობა:

ცხოველებში მუპიროცინზე ჩატარებული  კვლევებისას არ გამოვლენილა ნაყოფის დაზიანების ნიშნები. ვინაიდან არ არსებობს ორსულობის დროს გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მუპიროცინი ორსულობისას შეიძლება, გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობის შესაძლო რისკს.

ლაქტაცია:

არ არსებობს ინფორმაცია მუპიროცინის დედის რძეში გადასვლის შესახებ. თუ აუცილებელია ძუძუს თავების ნახეთქების მკურნალობა, ძუძუთი კვებამდე საჭიროა მათი მობანვა.

გავლენაავტომობილისადამექანიზმებისმართვისუნარზე:

ავტომობიისა და მექანიზმების მართვაზე არანაირი გავლენა არ გამოვლენილა.

გვერდითიმოვლენები/უარყოფითირეაქციები:

გვერდითი მოვლენები  ჩამოთვლილია ორგანოთა სისტმების  და სიხშირის მიხედვით. სიხშირის კლასიფიცირებისათვის გამოყენებულ იქნა შემდეგი განმარტებები:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000,

<1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000)

1573 პაციენტის მკურნალობის კლინიკური  მონაცემები გამოყენებულ იქნა ხშირი და არახშირი გვერდითი მოვლენების დასადგენად. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, უპირატესად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე და ამდენად, უფრო მეტად ასახავს ინფორმირების სიხშირეს, ვიდრე რეალურ სიხშირეს.

დარღვევებიიმუნურისისტემისმხრივ:

ძალიან იშვიათი:

სისტემური ალერგიული რეაქციები.

დარღვევებიკანისადაკანქვეშაქსოვილებისმხრივ:

ხშირი: წასმის ადგილზე წვის შეგრძნება.

არახშირი: წასმის ადგილზე ქავილი, ერითემა, ჩხვლეტის და სიმშრალის შეგრძნება.

არახშირი: კანისმიერი სენსიბილიზაციის რეაქციები მუპიროცინზე ან მალამოს სხვა კომპონენტებზე.

არასასურველი ეფექტის გამოვლენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ  ექიმს.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

დოზირებადამიღებისწესი:

დოზირება:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები) და ბავშვები:

დღეში ორჯერ-სამჯერ 10 დღემდე, შედეგის მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:

(იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).

მიღებისწესი:

მალამოს თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ უბანზე. სამკურნალო უბნის დაფარვა შეიძლება სახვევით.

არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან შერევა, ვიანიდან არსებობს განზავების რისკი, რაც იწვევს ანტიბაქტერიული მოქმედების შემცირებას და მალამოში მუპოროცინის მდგრადობის  დაკარგვას.

ჭარბიდოზა:

მუპიროცინის ტოქსიურობა ძალიან დაბალია. მალამოს შემთხვევით გადაყლაპვისას, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მალამოს დიდი რაოდენობის შეცდომით პერორალურად მიღებისას, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პოლიეთილენგლიკოლის შესაძლო გვერდითი ეფექტები გამო.

შეფუთვა:

მუპობელი 2% მალამო, შეფუთული ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სხვაფარმაცევტულიწამლისფორმები:

მუპობელი 2% კრემი, შეფუთული ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით,  მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები:

შეინახეთ 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში. გაყინვა არ შეიძლება.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას  

გაცემისწესი:                     

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.