დემაზოლი 10მლ კრემი 6460
გააზიარე:
დემაზოლი
შემადგენლობა
ზეითუნის ზეთი, გლიკანები, გვირილას (chamomilla recutita) ექსტრაქტი, 2-მეთილნიტროიმიდაზოლის წარმოებული, არომატიზატორი, ფუძე.
ჩვენებები
კრემი ქუთუთოებისთვის კანქვეშა მიკროსკოპული ტკიპას Demodex folliculorum მიერ გამოწვეული დემოდეკოზების დროს.
კრემის მოხმარების დროს აღინიშნება წამწამებზე და სახის კანის დანარჩენი ადგილების ბუსუსზე არსებული პარაზიტის განადგურება (ელიმინაცია). ქრება დემოდეკოზური ბლეფაროკონიუქტივიტის ან/და დერმატიტის სიმპტომები. შეინიშნება როგორც მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესება, ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურებული კლინიკური გამოჯანმრთელება.
გამოყენება
გამოიყენება 45 დღის განმავლობაში.
კრემის მოქმედების ეფექტურობის გაზრდის მიზნით აუცილებელია, გელის მოხმარებამდე სახე დავიბანოთ დემოდექსის და აკნეს საწინააღმდეგო სპეციალური საპონით, ხოლო შემდგომ სახის კანი და ქუთუთოების კიდეები დავამუშავოთ დემოდექსის და აკნეს სამკურნალო ლოსიონით. კრემის მცირე რაოდენობა წაისვით დღეში 2-ჯერ მაკიაჟისგან გასუფთავებულ ქუთუთოებზე და სხვა ტერიტორიებზე. თითების ბალიშებით გადაინაწილეთ მსუბუქი მოძრაობით კანის ხაზების მიმართულებით.
მაკიაჟის გაკეთების წინ კრემის ნარჩენები გაიწმინდეთ სპეციალური დანიშნულების სამკურნალო ლოსიონით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვისვადა: 24 თვე.
შენახვა არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს.