რიგენ ფორტე #30კაფს

რიგენ ფორტე #30კაფს

58.33 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალოპეციის სამკურნალო პრეპარატები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: Esi -Italy
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 78446
გააზიარე:

რიგენფორტე

შემადგენელი კომპონენტები:

L-მეთიონინი 250,0 მგ 

L-ცისტეინი 50,0 მგ 

პანთოთენის მჟავა (Vit. B5) 9,0 მგ.

ვიტამინი  E 7,8  მგ. 

თუთია 7,5 მგ 

ვიტამინი B6 2,1 მგ

სპილენძი 1,0 მგ.

ფოლის მჟავა 300 მკგრ 

სელენი 55,0 მკგრ

D-ბიოტინი 50,0 მკგრ

რიგენფორტე წარმოადგენს კომპანია ESI-ის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე   დაპატენტებული მეთოდით შექმნილ ფორმულას, რომელშიც  შემავალი კომპონენტების თმის ცვენის საწინააღმდეგო მაღალ ეფექტს უზრუნველყოფს მათი ურთიერთ სინქრონულობა, თავსებადობის მიხედვით დაჯგუფება, ტაბლეტის პროლონგირებული მოქმედება მთელი დღის განმავლობაში, აქტიური ნივთიერებების ეტაპობრივად გამოთავისუფლდება; კონტროლირებული სისწრაფით და რაოდენობით

L-მეთიონინი და  L-ცისტეინი აუცილებელი კომპონენტებია კერატინის სინთეზისათვის, ეს უკანასკნელი კი განუყოფელი სტრუქტურული კომპონენტია სისხლძარღვების, კანის, თმის, ფრჩხილების, გარდა ამისა დადგენილია რომ მეთიონინის შემადგენლობაში არსებული გოგირდით იქმნება შიდა პროტეინული დისულფიდური ბმები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლაგენის სტრუქტურის მოქნილებასა და ელასტიურობას. გარდა ამისა მეთიონინი გავლენას ახდენს თმის პიგმენტის მელანინის სინთეზზე და შესაბამისად  თმის ფერის შენარჩუნებაზე.

პანთოთენის მჟავა (Vit. B5) ასევე ასტიმულირებს კერატინის სინთეზსს.

ვიტამინი B6 იცავს თმას გამოშრობისგან, უნარჩუნებს მას სიმტკიცეს და ელასტიურობას, დადებით გავლენას ახდენს თმის ზრდაზე, აფერხებს თმის ცვენას

ფოლის მჟავა მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზის პროცესში და შესაბამისად თმის სტრუქტურის შენარჩუნებაში

D-ბიოტინი გავლენას ახდენს რეგენერაციის პროცესზე- განსაკუთრებით თმის ძირებსა და კანში.

ვიტამინი E და თუთია  განსაზღვრავენ  არა მარტო თმის სტრუქტურას, თმის ცვენის პროცესისი შეჩერებას, არამედ კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებასაც.

სპილენძი მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის პროცესში, აძლიერებს თმის ფოლიკულას, შედის რა პიგმენტ მელანინის შემადგენლობაში-თმას აძლევს ბრწყინავ ელფერს

სელენი უშუალოდ მონაწილეობს თმის ზრდის, ასევე უჯრედების დაყოფის პროცესშ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია თმის ცვენის დროს

ჩვენებები
არაჰორმონალური ეტიოლოგიის თმის ცვენა, თმის სტრუქტურის დეგენერაციული ცვლილება(გამოწვეული, ქიმიური , ულტრა -იისფერი,მზის სხივების მოქმედებით), ფრჩხილის სტრუქტურული ცვლილება, ფრჩხილის ინფექციური დაზიანებისას და ანდროგენული ალოპეციისას კომპლექსური მკურნალობისთვის

მიღების წესი:
1 კაფსულა 1 ჯერ დღეში საკმაო რაოდენობით წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
როგორც წესი პაციენტების მიერ  გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე., არასასურველი მოვლენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

უკუჩვენება:
მომეტებული მგრძნობელობა შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა,ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა:
კოლოფში არის  30 კაფსულა.  ერთი კაფსულა შედგება ოთხი პატარა ტაბლეტისაგან: აქედან 2 შეიცავს ამინომჟავებს და ვიტამინებს, დანარჩენი 2 კი ამინომჟავებსა და მინერალებს.

კაფსულა მიიღება დღეში ერთხელ ჭამის დროს საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე,მშრალ,გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს