პაიდოფებრილი 20მგ/მლ 200მლ სუს
გააზიარე:
პაიდოფებრილი 20მგ/მლ სუსპენზია
პერორალური მოხმარებისათვის
- 1. პაიდოფებრილი და მისი გამოყენება
პაიდოფებრილი შეიცავს იბუპროფენს და მიეკუთვნებაანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების ჯგუფს (ასამ).
მედიკამენტი გამოიყენება
- მსუბუქი, უმნიშვნელო ტკივილისას;
- მაღალი ტემპერატურის დროს;
- იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.
- 2. პაიდოფებრილის მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღოთ მცირე დოზა, რომელიც შეამსუბუქებს/ გააკონტროლებს ტკივილს და ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ საჭიროზე მეტ ხანს სიმპტომების გასაკონტროლებლად.
არ მიიღოთ პაიდოფებრილი
- თუ ხართ ალერგიული იბუპროფენის, ან მედიკამენტის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის (რომლებიც აღნიშნულია 6 პუნქტში) მიმართ;
- თუ ოდესმე გქონიათ ასთმური ტიპის ალერგიული რეაქციები, რინიტი ან ჭინჭრის ციება გამოწვეული ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული მედიკამენტების ჯგუფის პრეპარატების მიმართ;
- თუ ოდესმე გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან ან საჭმლის მომნელებელი აპარატის პერფორაცია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღების დროს;
- თუ გაქვთ ან გქონიათ წყლული ან სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავიდან;
- თუ აღებინებთ სისხლს;
- თუ გაქვთ კუპრისებრი განავალი ან სისხლნარევი დიარეა;
- თუ გაქვთ გართულებული წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების მძიმე დაავადება;
- თუ გაწუხებთ სისხლის კოაგულაციის დარღვევა ან იღებთ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები). იმ შემთხვევაში თუ საჭიროა მედიკამენტის მიღების პარალელურად, ანტიკოაგულანტების მიღება, ექიმმა უნდა განახორციელოს სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლების შემოწმება;
- თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა;
- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პაიდოფებრილის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ შემდეგ შემთხვევებში:
- შეშუპების (სითხეების შეკავება);
- ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები;
- თუ გადატანილი გაქვთ რაიმე სახის გულის პრობლემები ან გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა;
- ბრონქული ასთმა ან რაიმე ალერგიული დაავადება;
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების რაიმე დაავადება, ხართ 60 წელს გადაცილებული და ამ პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღება (1 -დან 2 კვირამდე) გესაჭიროებათ, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მხრიდან რეგულარული კონტროლის გაწევა. ექიმი მიგითითებთ პრეპარატის გამოყენების ფორმაზე.
- თუ გაქვთ დეჰიდრატაციის სიმპტომები, მაგ. დიარეა ან ღებინება, მიიღეთ დიდი ოდენობით სითხეები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგანაც იბუპროფენი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დეჰიდრატაციის გამო, შესაძლოა გახდეს თირკმლის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი;
- თუ გაქვთ კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავს და იწვევს ანთებას, რომელიც ძირითადად სისხლნარევი დიარეით ან წყლულოვანი კოლიტით არის გამოხატული). პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში ამ პათოლოგიის გართულებებს იწვევს;
- თუ გადიხართ დიურეტიკებით (შარდმდენი მედიკამენტები) მკურნალობის კურსს, ექიმმა უნდა გააკონტროლოს თირკმლის ფუნქციონირება;
- თუ გაქვთ წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოებს, ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებს, კანს და კიდურებს), რადგანაც შესაძლოა განვითარდეს ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის დამცავი მემბრანების - მენინგების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიებით);
- თუ გაქვთ მწვავე გარდამავალი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლს და შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის წითლად შეფერადება, სისხლის შერევა შარდში და ღვიძლის დაავადება);
-თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილები, არ მიიღოთ მედიკამენტის მაღალი დოზები.
- ეს მედიკამენტი შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციების გამომწვევი;
- სერიოზული ქირურგიული ჩარევის პოსტოპერაციულ პერიოდში იბუპროფენის მიღებისას საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლი;
- რეკომენდირებული არ არის ამ მედიკამენტის მიღება ჩუტყვავილას დროს.
კარდიოვასკულარული მოვლენები
პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტვინის ინფარქტის გამოწვევის მცირეოდენ რისკთან, რაც განსაკუთრებით იზრდება მათი დიდი დოზებით გამოყენების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ გაწუხებთ გულისა და თავის ტვინის პრობლემები, ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მიდრეკილება ასეთი პათოლოგიების მიმართ (მაგ., მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ხართ მწეველი), კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე ამ ტიპის მედიკამენტები შესაძლოა ორგანიზმში სითხის შეკავების გამომწვევი მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა და მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).
გაფრთხილება ორსულობის პერიოდში და ქალის ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში
იმის გამო, რომ პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების მიღება ასოცირდება თანდაყოლილი პათოლოგიებისა და აბორტების გამოწვევის რისკის ზრდასთან, რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, გარდა მისი მიღების აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში მისი მიღების დოზა და ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.
ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტები იწვევს ჩასახვის ალბათობის დაქვეითებას.
პაიდოფებრილის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ მოიხმართ, ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რაიმე სხვა მედიკამენტი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პაიდოფებრილთან ერთად ქვემოთ აღნიშნული მედიკამენტების მიღება:
- ასპირინის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული მედიკამენტები;
- ანტიაგრეგანტები (მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის თრომბწარმოქმნასა და შედედებას სისხლძარღვებში), მაგ. ტიკლოპიდინი;
- ანტიკოაგულანტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად და კოაგულაციის პრევენციისათვის), მაგ. ვარფარინი.
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრსიის დროს);
- ლითიუმი. ექიმმა უნდა განსაზღვროს მისაღები დოზა;
- მეტოტრექსატი (გამოიყენება ონკოლოგიური და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ). ექიმმა უნდა განსაზღვროს მისაღები დოზა;
- მიფეპრისტონი (აბორტების ინდუქტორი);
- დიგოქსინი და კარდიოტონური გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ);
- ფენიტოინის მსგავსი ჰიდანტოინები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
- სულფანილამიდები, როგორიცაა სულფამეტოქსაზოლი და კო-ტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
- კორტიკოიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;
- დიურეტიკები (შარდმდენი მედიკამენტები);
- პენტოქსიფილინი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის სამკურნალოდ);
- პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ და პენიცილინთან ერთად ინფექციების სამკურნალოდ);
- ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;
- სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალოდ);
- სულფონილშარდოვანას წარმოებულები, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
- ტაკლორიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას);
- ზიდოვუდინი (აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო საშუალებები);
- თრომბოლიზური საშუალებები (თრომბების დამშლელი საშუალებები);
- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;
- მცენარეული ექსტრატები: გინგკო ბილობასგან დამზადებული.
იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგზე:
- სისხლდენის ხანგრძლივობა (შესაძლოა გაგრძელდეს 1 დღის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
- სისხლში გლუკოზის შემცველობა (შესაძლოა შემცირდეს);
- კრეატინინის შემცველობა (შესაძლოა შემცირდეს);
- ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი (შესაძლოა შემცირდეს);
- სისხლის შარდოვანას აზოტისა და კრეატინინისა და კალიუმის შრატის კონცენტრაციის განსაზღვრა (შესაძლოა გაიზარდოს);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ტრანსფერაზას დონის მომატება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გჭირდებათ კლინიკური ანალიზის ჩატარება მაშინ როდესაც მოიხმართ, ან ახლო წარსულში მიიღეთ იბუპროფენი.
პაიდოფებრილი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
რეკომენდებულია პაიდოფებრილის მიღება რძესთან ან საჭმელთან ერთად, ან ჭამის დასრულებისთანავე, რათა მოხდეს კუჭში დისკომფორტის გამოწვევის შესაძლებლობის შემცირება.
არ შეიძლება მისი მიღება ალკოჰოლთან ერთად.
იბუპროფენის გამოყენებამ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში იღებენ ალკოჰოლს (სამი ან მეტი ალკოჰოლური სასმელი - ლუდი, ღვინო, ლიქიორი - დღის განმავლობაში), შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა კუჭიდან.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილური/ნაყოფიერი პერიოდი
თუ ორსულად ხართ ან ლაქტაციის პერიოდში, ან არის ორსულად ყოფნის ალბათობა ან გსურთ დაფეხმძიმება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ შეიძლება იბუპროფენის მიღება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტი: უსაფრთხოების ზომები ორსულობის პერიოდში და ქალები ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში).
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ მცირედი ოდენობა ხვდება დედის რძეში, არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში ხანგრძლივად იბუპროფენის მიღება. არ არის აუცილებელი ლაქტაციის შეწყვეტა მაღალი ტემპრერატურისა და ტკივილის მკურნალობის მიზნით ამ მედიკამენტის მცირე დოზით მიღების გამო.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში თუ გაქვთ თავბრუსხვევა, ღებინება, მხედველობის გაუარესება ან სხვა სიმპტომები, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან. თუ მოიხმართ იბუპროფენის მხოლოდ ერთ დოზას დროის ხანმოკლე პერიოდში, არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაიდოფებრილი 20მგ/მლ სუსპენზიის შემადგენლობაში მყოფი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პაიდოფებრილი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E-211), გლიცერინს (E-422) და მალტიტოლის სიროფს (E-965).
ამ მედიკამენტის დიდი დოზებით მიღება გლიცერინის, როგორც გამხსნელის შემცველობის გამო, შესაძლოა იყოს საზიანო. შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისკომფორტი კუჭში და დიარეა.
ნატრიუმის ბენზოატის (E-211) შეცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს თვალების, კანისა და ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება. ასევე შესაძლოა გაიზარდოს კანის გაყვითლების (სიყვითლე) რისკი ახალშობილებში.
ეს მედიკამენტი შეიცავს მალტიტოლის სიროფს (E-965), ამიტომ თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მის გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
- 3. პაიდოფებრილის მიღების წესი
ზედმიწევნით დაიცავით ექიმისა თუ ფარმაცევტის მიერ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებები. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კვლავ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოტოვოთ მისაღები დოზა.
ექიმი განსაზღვრავს პაიდოფებრილით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ასევე არ მიიღოთ პაიდოფებრილი ექიმის მიერ განსაზღვრულ დროზე ხანგრძლივად.
პაიდოფებრილი არის სუსპენზია პერორალური მოხმარებისათვის.
გამოყენების წესი
დოზის ზუსტი განსაზღვრისათვის, შეფუთვის შემცველობაში შედის 5მლ-იანი გრადუირებული შპრიცი. თავდაპირველად საჭიროა სუსპენზიის შენჯღრევა, შპრიცს ვათავსებთ ფლაკონის თავსახურთან და სუსპენზიის საჭირო დოზას ვიღებთ გრადუირებული შპრიცით.
საჭიროა შპრიცის გასუფთავება და გამშრალება მისი ყოველი მოხმარების შემდეგ.
კუჭის გაღიზიანებისადმი მგრძნობიარე პირებში, ეს მედიკამენტი მიიღება საჭმელთან ერთად.
მედიკამენტის გამოყენება ბავშვებში
იბუპროფენის მისაღები დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის შესაბამისად. 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში, იბუპროფენის რეკომენდებული დღიური დოზაა 20-30 მგ/კგ წონაზე, გადანაწილებულ 3 ან 4 მისაღებ დოზად (იხ. ცხრილი). დოზებს შორის ინტრვალი დამოკიდებულია სიმპტომების განვითარებაზე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები.
ასაკი |
სხეულის წონა |
მისაღები დოზა |
6 დან 12 თვემდე ჩვილები |
დაახლ. 7.7-9კგ |
2.5 მლ 3-4 ჯერ დღეში (შეესაბამება დღეში 150-200 მგ იბუპროფენს/დღეში) |
1 - 3 წლის ბავშვები
|
დაახლ. 10-15კგ |
5 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება დღეში 300 მგ იბუპროფენს/დღეში) |
4 - 6 წლის ბავშვები |
დაახლ. 16-20 კგ |
7.5 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება დღეში 450 მგ იბუპროფენს/დღეში) |
7 - 9 წლის ბავშვები |
დაახლ. 21-29 კგ |
10 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება დღეში 600 მგ იბუპროფენს/დღეში) |
10 - 12 წლის ბავშვები |
დაახლ. 30-40 კგ |
15 მლ 3- ჯერ დღეში (შეესაბამება დღეში 900 მგ იბუპროფენს/დღეში) |
იუვენილური რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს დიდი დოზის მიღება, თუმცა არ არის რეკომენდებული დღეში 40 მლ/კგ იბუპროფენზე მეტის მიღება.
რეკომენდებული არ არის იბუპროფენის მიღება 6 თვემდე ასაკის ჩვილებში.
მოზარდები და უფროსი ასაკის ადამიანები: რეკომენდებული დოზაა 20 მლ დღეში (შეესაბამება 1200-1600 მგ იბუპროფენს), ავადმყოფობის სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
ხანშიშესული პაციენტები
ზოგადად, არ არის დოზირების რაიმე განსაკუთრებული შეცვლის საჭიროება.
ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები
თქვენი ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას.
თუ მიიჩნევთ, რომ პაიდოფებრილის ზემოქმედება ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღებთ პაიდოფებრილის გადაჭარბებულ დოზას
თუ მიიღეთ პაიდოფებრილის გადაჭარბებული დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე: 915620420, აცნობეთ მოხმარებული პრეპარატისა და დოზის შესახებ. რეკომენდებულია პრეპარატის ანოტაციისა და შეფუთვის წაღება პროფესიონალ სამედიცინო მუშაკთან. დოზის გადაჭარბების გამომხატველი მსუბუქი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, ინდიფერენტულობა, თავის ტკივილი, თვალის უნებლიე ჩქარი მოძრაობები, ყურების დახშობა და კუნთების კოორდინაციის დარღვევა.
იშვიათად ხდება ისეთი მძიმე სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა ნაწლავიდან სისხლდენა, წნევის დაცემა, სხეულის ტემპერატურის დაცემა, მეტაბოლური აციდოზი, კრუნჩხვები, თირკმლის ფუნქციის მოშლა, კომა, ზრდასრულ ადამიანებში სუნთქვის გართულება და ბავშვებში სუნთქვის დროებით შეჩერება (მედიკამენტის გადაჭარბებული დოზების მიღების შემდეგ).
მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება. კუჭის ამორეცხვა მიზანშეწონილია მნიშვნელოვნად ჭარბი დოზის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში.
თუ დაგავიწყდათ პაიდოფებრილის მიღება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ გამოტოვეთ მისაღები დოზა, მიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა, აღარ მიიღით გამოტოვებული დოზა და დანიშნულ დროს მიიღეთ შემდეგი.
პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, პაიდოფებრილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს არ ხდება ყველა მომხმარებლის შემთხვევაში.
იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების გვერდითი ეფექტები უფრო მეტად დამახასიათებელია 65 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში. გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებად ხდება ამ მედიკამენტით მკურნალობის ხანმოკლე პერიოდში, თუ არ იქნა გამოყენებული რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე მეტი.
გამოვლენილია შემდეგი გვერდითი ეფექტები
გასტროინტესტინალური
პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების გამოყენების შედეგად ყველაზე ხშირად გამოვლენილია გასტროინტესტინალური გვერდითი ეფექტები: პეპტიური წყლულები, სისხლდენები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, პერფორაციები (რიგ შემთხვევებში სასიკვდილო), განსაკუთრებით ხანშიშესულ პაციენტებში. ასევე გამოვლენილია თავბრუსხვევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, შეკრულობა, კუჭის წვა, მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში, აფთები პირის ღრუში, წყლულოვანი კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავს და იწვევს ანთებას, რომელიც ძირითადად სისხლნარევი დიარეით ან წყლულოვანი კოლიტით არის გამოხატული). ნაკლები სიხშირით არის გამოვლენილი გასტრიტის შემთხვევები.
იშვიათად: საყლაპავი მილის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროება (საყლაპავი მილის სტენოზი), ნაწლავური დივერტიკულური დაავადების გართულება, არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი (გასტროენტერიტი, რომელსაც ახლავს დიარეა სისხლით).
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი.
კარდიოვასკულარული
პაიდოფებრილის მსგავსი მედიკამენტების გამოყენება ასოცირდება გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტვინის ინფარქტის გამოწვევის მცირეოდენ რისკთან. ასევე გამოვლენილია ედემა (სითხეების შეკავება), არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.
კანის დაავადებები
ხშირი: გამონაყარი კანზე (ერუპცია).
არახშირი: კანის გაწითლება, შეშუპება და ქავილი, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე).
ძალიან იშვიათად: თმის ცვენა, მრავალობითი ერითემა (კანზე დაზიანებები), სინათლით გამოწვეული რეაქციები კანზე, კანის სისხლძარღვების ანთება.
მხოლოდ ჩუტყვავილას შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის მძიმე ინფექციები და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტები შესაძლოა გახდეს ისეთი ძლიერი რეაქციების გამომწვევი, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ეროზიები, რომლებიც აზიანებენ კანს და ორ ან მეტ ლორწოვან გარსს, იასამნისფერი დაზიანებები) და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლოზი (ლორწოვანი გარსის ეროზიები და მტკივნეული ნეკროზული დაზიანებები და ეპიდერმისის აქერცვლა).
იმუნური სისტემა
არახშირი: შეშუპება კანის არეში, ლორწოვან გარსსზე და ზოგჯერ შინაგან ორგანოებზე (ანგიოედემა).
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ბრონქოსპაზმი (ბრონქების სპაზმი, რომელიც ხელს უშლის ფილტვებისათვის ჰაერის მიწოდებას).
იშვიათად: მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი). ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პირის, სახის, ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და შოკი.
ძალიან იშვიათად: ტკივილი კიდურებში და ცხელება (ერითემული ლუპუსი).
ცენტრალური ნერვული სისტემა
ხშირად: დაღლილობა და ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და არასტაბილურობის შეგრძნება.
იშვიათად: პარესთეზია (ძილიანობა, ქავილი, მოძრაობის შესუსტება, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში). ძალიან იშვიათად: ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის დამცავ მემბრანების - მენინგების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიებით). იბუპროფენით ასეპტიკური მენინგიტის გამოვლენის უმეტეს შემთხვევებში, პაციენტი დაავადებული იყო ავტოიმუნური დაავადების რომელიღაც ფორმით (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და სხვა კოლაგენური დაავადებები), რაც რისკის ფაქტორს წარმოადგენდა. ასეპტიკური მენინგიტის გამოვლენილი სიმპტომებია: კისრის დაჭიმულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია.
ფსიქიატრული
არახშირი: უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა.
იშვიათად: დეზორიენტაცია ან დაბნეულობა, ნევროზი, გაღიზიანება, დეპრესია, ფსიქოპათიური რექციები.
სმენითი
ხშირი: თავბრუსხვევა.
არახშირი: ყურების დახშობა.
იშვიათად: სმენის გართულება.
ოკულარული
ნაკლებად ხშირი: მხედველობის გაუარესება.
იშვიათად: ანომალური ან ბუნდოვანი მხედველობა.
სისხლი
იშვიათად: თრომბოციტების შემცირება, ლეიკოციტების შემცირება (რაც შესაძლოა გამოხატული იყოს ხშირი ინფექციებით მაღალი ტემპერატურის თანხლებით, ციებ-ცხელებით ან ყელის ტკივილით). ერითროციების შემცირება (რაც შესაძლოა გამოხატული იყოს სუნთქვის გართულებით და კანის სიფერმკთალით). გრანულოციტების შემცირება (თეთრი ბურთულები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისაგან), პანციტოპენია (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების ნაკლებობა სისხლში), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების დიდი ოდენობით შემცირება), აპლაზური ანემია (ძვლის ტვინის უკმარისობა სხვადასხვა ტიპის უჯრედების წარმოსაქმნელად), ჰემოლიზური ანემია (წითელი ბურთულების განადგურება).
პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი. პირის ზედაპირული წყლულები, ფსევდოგრიპული სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა. ძალიან იშვიათად: სისხლდენის გახანგრძლივება.
თირკმელები
ემს (ესპანეთის მედ. სააგენტო) ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ შეიძლება გამოირიცხოს ნეფრიტის გამოვლენა (თირკმლის ანთება), ნეფროზული სინდრომი (დამახასიათებელია შარდში ცილების მატება და ორგანიზმის შეშუპება), თირკმლის უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის დარღვევა).
ღვიძლი
პაიდოფებრილის ტიპის მედიკამენტების გამოყენება, იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება ღვიძლის დაზიანებასთან. სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციონირების ანომალიები და იქტერისია (კანისა და თვალების სიყვითლე).
უცნობი სიხშირით: ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დაზიანება).
ზოგადი
ინფექციური პროცესების მიმდინარეობისას ანთებების გართულება.
ამ დრომდე არ ყოფილა გამოვლენილი იბუპროფენით გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციები, თუმცა არ შეიძლება მათი გამორიცხვა. ამ ტიპის რეაქციების გამოხატულება შეიძლება იყოს: ცხელება, გამონაყარი კანზე, მუცლის ტკივილი, თავის ინტენსიური ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, სახის, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გართულება, ასთმა, ჰიპოტენზია (სისხლის წნევის უჩვეულო დაქვეითება და შოკი).
თუ ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ჩხვლეტები მკერდის არეში და სუნთქვის გართულება.
- სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასის ამოღებინება;
- სისხლიანი განავალი და დიარეა;
- თავის ინტენსიური და ძლიერი ტკივილი;
- კანის სიყვითლე;
- რთული ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები (იხ. ზემოთ);
- კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება.
თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე გამოვლენილი გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ანოტაციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პაიდოფებრილის შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მოქმედების ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.
არ შეიძლება მედიკამენტებისა და მათი შეფუთვების ნაგავში გადაგდება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები და მათი შეფუთვები. ამით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურებას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
პაიდოფებრილი 20მგ/მლ შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი. სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 20 მგ იბუპროფენს. დანარჩენი კომპონენტებია (გამხსნელები): გლიცერინი (E-422), მალტიტოლის სიროფი (E-965), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ნატრიუმის სახარინი, ფორთოხლის ესენცია და გაფილტრული წყალი.
პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვა
თეთრი ფერის სუსპენზია ფორთოხლის სუნით. წარმოდგენილია 200 მლ-იანი ფლაკონით და ახლავს გრადუირებული (5 მლ ნიშნულებით) შპრიცი.
კომერციალიზაციის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი
შპს „ლაბორატორია ალდო-უნიონი“
ესპანეთი, 08950 ესპლუგეს დე ლიობრეგატი (ბარსელონა), ბარონესა დე მალდას 73.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის მედიკამენტებისა და სანიტარული პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: www.aemps.gob.es