ვოლტარენი 75მგ/3მლ #5ა(იმპ)

ვოლტარენი 75მგ/3მლ #5ა(იმპ)

23.41 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: ლეკი სანდოზი სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7654
გააზიარე:

 

ვოლტარენი 75მგ/3მლ #5ა(იმპ)

საერთაშორისოდასახელება: DICLOFENAC NATRIUM.

 

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

დიკლოფენაკ  ნატრიუმი  75 მგ.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

ნატრიუმის დიკლოფენაკი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია არაქიდონის მჟავას ციკლის მთავარი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში. პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ჰიპოთალამუსში, აქვეითებს თერმორეგულაციის ცენტრის მგრძნობელობას პიროგენების მოქმედების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მიერ ინფექციური აგენტებისა და ტოქსინების საპასუხოდ. ამის შედეგად მატულობს კანის სისხლმომარაგება, ოფლის გამოყოფა და სითბოს გაცემა.

დიკლოფენაკი ამცირებს ძლიერ და ზომიერად გამოხატულ ტკივილს. ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში იგი სწრაფად ამცირებს ტკივილს (როგორც სპონტანურს, ასევე მოძრაობით გამოწვეულს), ანთების და ჭრილობების შედეგად განვითარებულ შეშუპებას, ეფექტურად ხსნის შაკიკის შეტევითა და პირველადი დისმენორეით გამოწვეულ ტკივილს.

 

ფარმაკოკინეტკა

შეწოვა

ნატრიუმის დიკლოფენაკის პარენტერული შეყვანისას Cmax სისხლის პლაზმაში აღწევს 10-20 წთ-ში.

განაწილება

ნატრიუმის დიკლოფენაკის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99.7%-ს (ძირითადად ალბუმინებთან). იგი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში.

მეტაბოლიზმი

პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% ღვიძლში განიცდის პირველად მეტაბოლიზმს.

ელიმინაცია

მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი - ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.

პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებით.

აქტიური ნივთიერების სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ/წთ-ში, პლაზმიდან პრეპარატის T1/2 შეადგენს 1-2 სთ-ს, სინოვიალური სითხიდან - 3-6 სთ-ს

 

ჩვენებები

-         მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრა;

-         ტკივილით, ანთებითი პროცესით და შეშუპებით მიმდინარე პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდი;

-         საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);

-         რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ტრავმის შემდგომ ანთებები;

-         ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია, ართრალიები;
ტკივილით მიმდინარე გინეკოლიგიური დაავადებები;

-         შაკიკით გამოწვეული ტკივილი;

-         ნაღვლის ბუშტის და/ან თირკმლის კოლიკა;

-         LOR-ის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.


მიღებისწესებიდადოზირება

ვოლტარენი ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.

მკურნალობის კურსი შეადგენს 2-5 დღეს.

მწვავე ტკივილის დროს ინტრამუსკულარული ინექციის დღიური დოზა შეადგენს 75 მგ-ს. საჭიროებისას (ნაღვლის ბუშტის ან თირკმელის კოლიკა) დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-დე (1 ამპულა 2-ჯერ დღეში).

ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვნად ინფუზიის სახით.

1 ამპულა (75 მგ) იხსნება 100-150 მლ NaCl-ის 0.9%-იანი ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში.

ინფუზიისათვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე.

პოსტოპერაცული ტკივილის სინდრომის მკურნალობის დროს ინტრავენურად შეჰყავთ 75 მგ 30-120 წთ-ის განმავლობაში. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით რამოდენიმე სთ-ის შემდეგ.

ვოლტარენის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 150 მგ-ს.

პოსტოპერაციული ძლიერი ტკივილის კუპირებისათვის პრეპარატი შეჰყავთ დარტყმითი დოზით - 25-50 მგ 15-60 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ინფუზია გრძელდება სიჩქარით 5 მგ/სთ, მაქსიმალური დღიური დოზის (15 მგ) მიღწევამდე.

 

გვერდითიმოვლენებ

საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, სტომატიტი, გლოსიტი.

ცენტრალურიდაპერიფერიულინერვულისისტემისმხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად - პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი.

შარდ-გამომყოფისისტემისმხრივ: იშვიათად - პროტეინურია, ჰემატურია, ნევროზული სინდრომი.

ღვიძლისმხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

ალერგიულირეაქციები: იშვითად - გამონაყარი კანზე, ქავილი.

ადგილობრივირეაქციები: კუნთში ინექციის დროს - ადგილობრივად წვის შეგრძნება.

სხვადასხვა: იშვიათია ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსოიდურის ჩათვლით.

 

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

- ერითროპოეზის პროცესის დარღვევა;

- გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა;

- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;

- პორფირია (ანამნეზში);

- ბრონქული ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღებით;

- 16 წლამდე ასაკი.

 

ორსულობადალაქტაცია

ვოლტარენის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებულიმითითებები

ვოლტარენი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების, ანამნეზში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან მატულობს გასტროინტესტინალური გართულებების, მათ შორის წყლულის ჩამოყალიბების რისკი.

დაუშვებელია  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ორი საშუალების ერთდროული მიღება.

სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.

 

ჭარბიდოზირება

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

 

სხვაწამლებთანურთიერთქმედება

ვოლტარენის დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.

დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ანფების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი.

ვოლტარენისა დვ კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებას.

მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიკურობა მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო.

სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას მათი ეფექტურობა მცირდება.

ვოლტარენის ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.

 

შენახვისპირობები

პრეპარატი ინახება 5-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

მწარმოებელი

NOVARTIS PHARMA.