პროპოლაქტივი სპრეი ბიმბი 30მლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პროპოლაქტივი® სპრეი ბიმბი 30მლ
სავაჭრო დასახელება: პროპოლაქტივი® სპრეი ბიმბი
საერთაშორისო დასახელება:პროპოლისი (დინდგელი).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. პერორალური კომბინირებული ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება.
შემადგენლობა:
16 შესხურება (2,46 მლ) შეიცავს:
• PropolhON® - გამხსნელისგან თავისუფალი პროპოლისის ექსტრაქტი ტიტ. 12-15% გალანგინის სახით
• საერთო ფლავონოიდები - 45,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, გამხსნელისგან თავისუფალი პროპოლისის ექსტრაქტი PropolhON®, საერთო ფლავონოიდების 12-15% - გალანგინის სახით , კრიო მეთოდით დაფქული პროპოლისი, საერთო ფლავონოიდების 15-18% - გალანგინის სახით , მალტოდექსტრინი, ემულგატორი: პოლისორბატი 80, ანტიაგლომერანტი: სილიციუმის დიოქსიდი), მჟავიანობის მარეგულირებელი: ნატრიუმის ლაქტატის 60% ხსნარი, მარწყვის ბუნებრივი არომატი, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი. მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პროპოლაქტივს® გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
პროპოლაქტივი® ორალური სპრეი ბიმბი გამოიყენება ადგილობრივად პირის ღრუსა და ყელის ტკივილით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, შესხურებით უშუალოდ ხახაში ან პირის ღრუში .
პროპოლაქტივი® სპრეი ბიმბი შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ბუნებრივ ფლავონოიდებს გალანგინის სახით, რომელიც გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ფუნგიციდური, ანტიოქსიდანტური, ონკოპროტექტორული და რეგენერაციული თვისებებით.
პროპოლაქტივის ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა PropolhON® - გამხსნელისგან თავისუფალი პროპოლისის ექსტრაქტი გალანგინის სტანდარტიზებული შემცველობით, რომელიც ეფექტურობის და უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, გასუფთავებული და დამუშავებულია ინოვაციური კრიოდისპერსიის მეთოდით . ალერგიის რისკის შესამცირებლად, კრიოდამუშავებამდე ახდენენ პროპოლისის ექსტრაქტის დეპარაფინირებას.
პროპოლაქტივი® სპრეი ბიმბი არ შეიცავს ალკოჰოლს და გლუტეინს.
ჩვენებები:
• ფარინგიტი და ტონზილიტი
• პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები ( აფთოზური წყლულები)
• ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ
• გინგივიტი, სტომატიტი, პარადონტიტი
რეკომენდებული დღიური დოზა:
0-1 წელი: 1 შესხურება 2-ჯერ
1-3 წელი: 1 შესხურება 3-ჯერ
3-6 წელი: 2 შესხურება 3-ჯერ
6 წლიდან: 3 შესხურება 3-ჯერ
მოზრდილები: 4 შესხურება 4-ჯერ
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის უკუნაჩვენები.
უსაფრთხოების ზომები: რეკომენდებული არ არის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატია და არ ითვლება მრავალფეროვანი და გაწონასწორებული დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად.
შეფუთვა:
30 მლ შუშის ფლაკონი აპლიკატორით, მუყაოს კოლოფში, #1.
გამოყენების წინ აპლიკატორს მოხსენით თავსახური!
გამოშვების ფორმა: ორალური სპრეი .
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.
მწარმოებელი კომპანია: BioDue S.p.A. იტალია
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ალტა ფარმა“