ამს ედვანსდ თიროიდი #60კაფს

ამს ედვანსდ თიროიდი #60კაფს

196.15 ლარი
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამერიკა მედიკ ენდ საიეინს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიმონურა+რანეტი+ლ-თიროზინი+თუთია+სელენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75993
გააზიარე:

ამს - ედვანსდ თაიროიდ

L- თიროზინი და ბუნებრივი იოდი

ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას

აუმჯობესებს ენერგიასა და განწყობას

ხელს უწყობს მეტაბოლიზმს

ამს- ედვანსდ თაიროიდ  წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც მასში შემავალი მცენარეებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსით ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. აღნიშნული პროდუქტის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს მთელ რიგ სარგებელს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ პროდუქციასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას. ედვანსდ თიროიდის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტებია: რანეტი (ერთგვარი ვაშლი, აშვაგანდა); ლიმონურა (შიზანდრა); ლამინარია, ზღვის წყალმცენარე და მათთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჯანრმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები სელენი; L-თიროზინი, თუთია.

სტრესის შემცირება, ენერგიისა და ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაზრდა წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმეს იმ ფაქტორებიდან, რაც აღნიშნულ ამს ედვანს თაიროიდს აძლიერებს.

დამატებითი ინფორმაცია

დღის მანძილზე მისაღები მაქსიმალური რაოდენობა 2 კაფსულა

2 კაფსულა შეიცავს

ვიტამინი B12 – 100მკგ  1667%

იოდი (ლამინარია) -  150 მკგ   100%

მაგნიუმი (ოქსიდი) – 200 მკგ  50%

თუთია (ოქსიდი) – 8 მგ  53%

სელენი (სელენომეთიონინი) 200მკგ  286%

სპილენძი (ოქსიდი) 200 მკგ  10%

მანგანუმი (ამინომჟავასთან ხელატი) 2მგ 100%

მოლიბდენი (ამინომჟავასთან ხელატი) 50მკგ 67%

დაპატენტებული შემადგენლობა 858 მგ   ***

L-თიროზინი  **

ლიმონურა (შიზანდრა - მცენარის ფხვნილი)  **

რანეტის ფესვი (აშვაგანდა - მცენარის ფხვნილი)  **

ლამინარია (მცენარის ფხვნილი)  **

პილპილი (მცენარის ფხვნილი)  **

ზღვის წყალმცენარეები (ლამინარიას რიგი)  **

 

*** - დაპატენტებული შემადგენლობა

** - დღიური დოზა დადგენილი არაა

 

ამს ედვანსედ თაიროიდ - შექმნილია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციისთვის. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომელთა ფუნქციაც ხშირად ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად.

 

რანეტი (აშვაგანდა)

აშვაგანდა წარმოადგენს პოპულარულ ადაპტოგენურ მცენარეს აიურვედულ მედიცინაში (ინდური ტრადიციული მედიცინა), რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის დაქვეითებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსირებაში ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სეკრეციის გაძლიერებით.

დადასტურებულია, რომ აშვაგანდა ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას და გვეხმარება ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაძლიერებაში.

იოდი

იოდი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნდამენტური ჰორმონების ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სტრუქტურულ ელემენტს (საშენ მასალას).

L-თიროზინი

L-თიროზინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) დონეს, რაც დადებითად მოქმედებს ენერგიის რაოდენობაზე, სხეულის მასის კლებაზე, განწყობაზე, კანის ჯანმრთელობასა და დეპრესიაზე.

სელენი

სელენი ფარისებრი ჯირკვლის შემადგენლობაში უფრო კონცენტრირებულია სხვა ორგანოებთან შედარებით. ის წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ფარისებრ ჯირკვალს და ამავდროულად წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სტრუქტურულ ელემენტს.

ლიმონურა (შიზანდრა)

შიზანდრა უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდაციურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა და გარემოს სხვა ტოქსინებისგან, რაც უჯრედულ დაზიანებას იწვევს. შიზანდრა „ასუფთავებს“ ფარისებრ ჯირკვალს და აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციას.

მიღების წესი:

მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (18 აფთიაქი)