ევროფარი #30კაფს
გააზიარე:
ევროფარი 30კაფსულა
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი 143მგ (ელემენტარული რკინა 47მგ),
თუთიის სულფატი 1,05მგ (ელემენტარული თუთია 4,0მგ),
სპილენძის სულფატი 5,0მგ (ელემენტარული სპილენძი 2,0 მგ),
მანგანუმის სულფატი 6,2მგ (ელემენტარული მანგანუმი 2,0მგ),
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 75,0მგ,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 5,0მგ,
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 5მკგ,
ფოლიუმის მჟავა 0.5მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი
რკინის ფუმარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და სწრაფად ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რაც აუცილებელია ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის.
თუთიის სულფატი შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაში რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას.
სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს.
მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში, აკავშირებს თუთიას თუთიადამოკიდებულ ფერმენტებთან და ააქტიურებს მათ.
ვიტამინი C (ასკორბინისმჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის შეწოვის პროცესს, უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას ჰიალურონიდაზას ინჰიბირების გზით.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში, რომელიც ჰემის წინამორბედია.
ვიტამინი B12 ასტიმულირებს თიამიდინ ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს.
ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას. ევროფარი კაფსულა რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს სწრაფად ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რაოდენობა. ევროფარი კაფსულას მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.
ჩვენება
- რკინადეფიციტური ანემია;
- პოსტჰემორაგიული პერიოდი (მენორაგია, ქრონიკული სისხლდენა კნტ-დან და სხვ.);
- რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, ხშირი დონაცია);
- რკინის არასაკმარისი მიღება ან/და მისი შეწოვის დარღვევა (ქრ.დიარეა, ჭიებით ინვაზია).
უკუჩვენება
ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (შეძენილი ან თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი).
დოზირება და მიღების წესი
ექიმისდანიშნულებით!
ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.
გვერდით იმოვლენები
ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.
ვარგისობა და შენახვის წესი
ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვისშ ემდეგ!
გამოშვები სფორმა
კაფსულა №30, პლასტმასის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი
VEFA İlaç,
სტამბოლი/თურქეთი.
ექსკლუზიური დისტრიბუტორისაქართველოში
ევროფარმა ჯორჯია.