ვალურესტ ფორტე #20კაფს

ვალურესტ ფორტე #20კაფს

29.82 ლარი 21.46 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ვალუე მედ ფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75508
გააზიარე:

ვალურესტ ფორტე #20კაფ

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება

საკვებიდანამატი

 

შემადგენლობა

1 კაფსულის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი აქტიური პრობიოტიკის 8 შტამი: Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus casei, Lactobacillus plantarum, Lactobacillus acidophilus, Bacillus coagulans, Bifidobacterium lactis, Bifidobacterium breve, ფრუქტოოლიგოსაქარიდები - 350მგ.

დამხმარენივთიერებები: სილიკომანგანუმი, მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, ბუნებრივი ჟელატინის კაფსულები.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

ვალურესტი ფორტე - კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის კუჭის მჟავა გარემოს მიმართ მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები. სამკურნალო საშუალების შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ვალურესტი ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები ახდენს ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ წარმოქმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების ცხოველქმედებას, რომლებიც შეადგენს ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის დაახლოებით 80-90%-ს. წარმოქმნილი მჟავა გარემო ქმნის არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის.

ლაქტობაქტერიები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, არეგულირებს პერისტალტიკას, მონაწილეობს ვიტამინების (B, K) სინეთეზში, ხელს უწყობს რკინის, კალციუმის და D ვიტამინის შეწოვას. მცირდება გაზწარმოქმნა.

Lactobacillus rhamnosus - ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რის შედეგადაც იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ. Lactobacillus rhamnosus ამცირებს ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ბუნებრივი პოლისაქარიდები) - წარმოადგენს პრებიოტიკს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის. ფრუქტოოლოგოსაქარიდები არ იშლება საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევს ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

 

ჩვენებები

დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.

• ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი;

• კვების რაციონის შეცვლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა);

• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში;

• გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

 

მიღებისწესიდადოზირება

ვალურესტი ფორტე მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით, კვებათა შორის შუალედში.

- მოზარდებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ;

- მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ.

ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს.

 

ორსულობადალაქტაციისპერიოდი

სამკურნალო საშუალების მიღება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გამოშვებისფორმა: #20 კაფსულა.

 

შენახვისწესები

ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.