გლიატონი ფორტე #20კაფს
გააზიარე:
გლიატონ ფორტე 20 კაფსულა
შემადგენლობა
ქოლინ ალფოსცერატი 400მგ,
პანთოტენის მჟავა 20მგ.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს და მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტური საშუალებების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. მის შემადგენლობაში შედის მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამოთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატონ ფორტე ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.
მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს ნერვული აღგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის - ცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში;
გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია, ძირითადად, წარმოებს ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
ფარმაკოდინამიკა
ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატონ ფორტე ახდენს აცეტილქოლინის დოზადამოკიდებულ გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.
გამოყენების ჩვენებები
- ქალა-ტვინის ტრავმა;
- დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
- ფსიქო-მოტორული ჩამორჩენა ბავშვებში, მეტყველების დარღვევით;
- დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
- იშემიური ინსულტი;
- ჰანტინგტონის ქორეა;
- ასაკობრივი ფსევდომელანხოლია.
უკუჩვენება
დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები
როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. იშვიათად გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.
მექანიზმების მართვა ზეზემოქმედება
იგი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზირება
ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატონ ფორტე ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.
ბავშვებში 50-100 მგ/კგ/დღ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა
კაფსულა #20.
გაცემის წესი
აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
მწარმოებელი
FORTEX
ბულგარეთი.