დულოქსეტინი AAA-ფარმა 30მგ#28კ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დულოქსეტინ ააა-ფარმა 30მგ 28კაფსულა
1. დულოქსეტინ ააა-ფარმა და მისი გამოყენება
დულოქსეტინ ააა-ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს.
დულოქსეტინ ააა-ფარმა ზრდის ნერვულ სისტემაში სეროტონინის და ნორადრენალინის
შემცველობას.
მოზრდილებში დულოქსეტინ ააა-არმა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესიული დაავადებები;
- შიშის შეგრძნება და ნევროზი;
- ტკივილები დიაბეტური ნეიროპათიის დროს (წვა, ჩხვლეტა, ელექტროშოკის მსგავსი
სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას შეგრძნების დაკარგვა ან
შეხებით, სიცივით, სიცხით გამოწვეული ტკივილი).
დულოქსეტინ ააა-ფარმა გამოიყენება დეპრესიული დაავადებებისა და შიშების
სამკურნალოდ. დულოქსეტინ ააა-ფარმა მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 2
კვირაში. ზოგჯერ შეიძლება მოქმედების ვადა 2-4 კვირამდე გაგრძელდეს.
მიმართეთ ექიმს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ იგრძენით უკეთესობა. შესაძლოა
თავის უკეთ გრძნობის შემთხვევაშიც ექიმმა დულოქსეტინ ააა-ფარმა კვლავ დაგინიშნოთ,
სიმპტომების განმეორების თავიდან აცილების მიზნით.
ტკივილების თანხლებით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებში წამლის მოქმედებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ერთი თვეში თუ უკეთესობა ვერ
იგრძენით, მიმართეთ ექიმს.
2. დულოქსრტინ ააა-ფარმას მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
დულოქსეტინ ააა-ფარმა არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიული რეაქცია დულოქსეტინის ან მე- 6 პუნქტში ჩამოთვლილი
შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ;
- ღვიძლის დაავადება;
- თირკმელების მძიმე დაავადება;
- თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით სხვა მონოამინოქსიდურ
ინჰიბიტორებს (MAO-ბლოკატორებს) (იხ. „დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება სხვა
პრეპარატებთან ერთად“);
- თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ძირითადად დეპრესიის სამკურნალოდ
გამოიყენება, აგრეთვე ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ჰიპერტონია ან გულის დაავადება. ექიმი გადაწვეტს, მიიღოთთუ არა დულოქსეტინ ააა-ფარმა.
განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები
ქვემოთ ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც არ არის რეკომენდირებული დულოქსეტინ
ააა-ფარმას მიღება. მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ იღებთ დეპრესიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს
(იხ. „დულოქსეტინ ააა-ფარმა მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად“);
- თუ იღებთ კრაზანას (Hypericum perforatum) მცენარეულ პრეპარატს;
- თირკმელების დაავადების დროს;
- გაწუხებთ ან გაწუხებდათ ეპილეფსიური შეტევები;
- გაწუხებთ მანია;
- გაწუხებთ მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება;
- გაწუხებთ თვალის დაავადება, როგორიცაა მაგალითად, გლაუკომა;
- არსებობს სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობის რისკი (მაგალითად, თუ იღებთ
დიურეზულ საშუალებას, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული);
- პარალელურად თუ მკურნალობთ ისეთი პრეპარატით, რაც აზიანებს ღვიძლს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას აქტიურ ნივთიერებას - დულოქსეტინს შეიცავს სხვადასხვა
დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტური
ნეიროპათიის დროს არსებული ტკივილებისას, დეპრესიული დაავადებებისას, შიშების და
შარდის შეუკავებლობისას. ამ პრეპარატებთან ერთად, პარალელურად დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება არ არის რეკომენდირებული.
მიმართეთ ექიმს თუ დულოქსეტინის შემცველ რაიმე პრეპარატს იღებთ. დულოქსეტინ ააა-ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი მოუსვენრობა ან სისუსტე, წყნარად ჯდომის ან დგომის სურვილი. ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.
სუიციდზე ფიქრი და დეპრესიის ან შიშების გართულება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან გაწუხებთ შიშები, შესაძლოა ზოგჯერ გაგიელვოთ თავში ფიქრმა, საკუთარი თავის დაზიანების ან სუიციდის ჩადენის შესახებ. მსგავსი აზრები შესაძლოა
ანტიდეპრესანტების მიღების პირველ ეტაპზე გაგიძლიერდეთ, რადგან აღნიშნულ
პრეპარატებს სჭირება 2 კვირა ან მეტი, რომ იმოქმედოს. მსგავსი აზრი შესაძლოა
მოგივიდეთ, თუ თქვენ
- ადრე ერთხელ მაინც გქონიათ თვითმკვლელობის და საკუთარი თავისთვის ზიანის
მიყენების მცდელობა;
- ხართ ახალგაზრდა. კლინიკურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სუიციდის მცდელობა
ხშირია 25 წლამდე ახალგაზრდებში, ვისაც აწუხებს ფსიქიკური აშლილობა და მკურნალობს
ანტიდეპრესანტით.
როგორც კი გაიფიქრებთ თვითმკვლელობაზე ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს.
აგრეთვე შესაძლებელია დაგეხმაროთ, თუ თქვენ მოუყვებით მეგობარს ან ნათესავს, რომ
გაწუხებთ დეპრესია. თხოვეთ ანოტაციის წაკითხვა. მოითხოვეთ თქვენი მდგომარეობის
გაუარესების შემთხვევაში შეგატყობინოთ თქვენ ამის შესახებ.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ჩვეულებრივ ბავშვებში და 18 წლამდე მოზრდილებში დულოქსეტინ ააა-ფარმა არ ინიშნება.
ამასთანავე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე მოზარდებში ამ ჯგუფის მედიკამენტის მიღება
წარმოქმნის გვერდითი მოვლენების, როგორიცაა სუიციდი, აგრესია, დიდ რისკს. აქედან
გამომდინარე, ექიმმა დულოქსეტინ ააა-ფარმა 18 წლამდე პაციენტებში დიდი სიფრთხილით
უნდა დანიშნოს.
თუ ექიმმა 18 წლამდე პაციენტს დაუნიშნა დულოქსეტინ ააა-ფარმა და გსურთ ამის შესახებ
საუბარი, ხელახლა მიმართეთ თქვენს ექიმს.
აცნობეთ ექიმს, თუ 18 წლამდე პაციენტს, რომელიც დულოქსეტინ ააა-ფარმას იღებს,
რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი ახასიათებს ან მდგომარეობა გაუუარესდა.
აღნიშნული პრეპარატის ამ ასაკში ხანგრძლივი მიღება თუ როგორ მოქმედებს ზრდაზე,
მომწიფებაზე, განვითარებაზე, არ არის ცნობილი.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით სხვა
მედიკამენტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა დულოქსეტინ ააა-ფარმა სხვა პრეპარატთან
ერთად.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ წამლის მიღება, თუნდაც ეს იყოსმცენარეული სამკურნალო საშუალება.
აცნობეთ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე პრეპარატს იღებთ:
მონოამინოქსიდური ინჰიბიტორები (MAO-ს ბლოკატორები):
არ შეიძლება დულოქსეტინ ააა-ფარმა ს მიღება MAO-ს ბლოკატორის ჯგუფის
პრეპარატებთან ერთად, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. აცნობეთ ექიმს,
თუ ამ ჯგუფის პრეპარატი ბოლო 14 დღის განმავლობაში გაქვთ მიღებული. MAO-ს ბლოკატორის ჯგუფის პრეპარატებია მაგალითად, მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). დულოქსეტინ ააა-ფარმას MAO-ს ბლოკატორის ჯგუფის
პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები. თუ MAO-ს ბლოკატორის ჯგუფის პრეპარატებს იღებდით, დასრულებიდან
14 დღე კიდევ უნდა დაიცადოთ ვიდრე დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღებას დაიწყებთ;
ხოლო დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის დასრულებიდან 5 დღეში შეგიძლიათ
მიიღოთ MAO-ს ბლოკატორის ჯგუფის პრეპარატები.
პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას იწვევს:
ამ ჯგუფს განეკუთვნება ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატები, მათ შორის
ბენზოდიაზეპინი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიფსიქოზური პრეპარატები,
ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური საშუალებები.
პრეპარატები, რომლებიც სეროტონინის დონის მატებას უწყობს ხელს:
ტრიპტანი, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების
ინჰიბიტორი (მაგალითად, პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), სეროტონინის და
ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი (როგორიცაა მაგალითად, ვენლაფაქსინი),
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი),
პეთიდინი, კრაზანა და MAO-ს ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი და ლინეზოლიდი).
ეს პრეპარატები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს. ამ პრეპარატებთან ერთად
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღებისას თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო ნიშნებს,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ორალურად მისაღები ანტიკოაგულანტები და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები: სისხლის გამათხელებელი პრეპარატები ან სისხლის შედედების ინჰიბიტორები. ეს
მედიკამენტები ზრდიან სისხლდენის რისკს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება საკვებთან, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელთან
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინეთ ალკოჰოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ხართ ორსულად, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას.
აცნობეთ ექიმს თუ
- დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის პერიოდში დაორსულდით ან გეგმავთ
ორსულობას. ასეთ შემთხვევაში დულოქსეტინ ააა-ფარმა უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან
კონსულტაციის შემდეგ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი და/ან გინეკოლოგი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ
თქვენ გადიხართ მკურნალობას დულოქსეტინ ააა-ფარმათი.
ორსულობის პერიოდში მსგავსი პრეპარატების მიღებამ შეიძლება ახალშობილს
ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას, როგორიცაა პირველადი ან მუდმივი პულმონალურიჰიპერტონია, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ახალშობილი სუნთქავს სწრაფად და
აქვს ლურჯი ფერის კანი. სიმპტომები როგორც წესი ვლინდება დაბადებიდან პირველ 24
საათში. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და/ან გინეკოლოგს.
თუ დულოქსეტინ ააა-ფარმას ორსულობის ბოლო ეტაპზე იღებთ, შესაძლებელია თქვენს
შვილს დაბადებისას გარკვეული სიმპტომები აღენიშნოს, რომლებიც როგორც წესი,
ვლინდება დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. ეს სიმპტომებია: მოდუნებული კუნთები, კანკალი, ნევროზული მოუსვენრობა, კვების პრობლემა, გართულებული სუნთქვა და კრუნჩხვითი შეტევები. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და/ან გინეკოლოგს.
- აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე. ლაქტაციის პერიოდში არ არის
რეკომენდირებული დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან
ან ფარმაცევტთან.
მანქანის მართვა ან დანადგარებთან მუშაობა
დულოქსეტინ ააა-ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუტე და თავბრუსხვევა. მანქანის
მართვის ან დანადგარებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, თუ როგორ მოქმედებს
თქვენზე დულოქსეტინ ააა-ფარმა.
დულოქსეტინ ფარმა შეიცავს სუკროზას
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ შაქრის რომელიმე სახეობის
მიმართ გაქვთ აუტანლობა.
3. დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
დეპრესიული დაავადებების და დიაბეტური პოლინეიროპათიით გამოწვეული ტკივილების დროს:
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, ჩვეული დოზა შეადგენს 60მგ დღეში
ერთხელ. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას.
შიშების დროს:
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, საწყისი ჩვეული დოზა შეადგენს 30მგ
დღეში ერთხელ. შემდგომ დოზა იზრდება დღეში ერთხელ 60მგ-მდე.
ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას. დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 120მგ-მდე.
დულოქსეტინ ააა-ფარმა მიიღება ორალურად, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ
კაფსულა და მიაყოლეთ წყალი. დულოქსეტინ ააა-ფარმა შეგიძლიათ მიიღოთ
ჭამის წინ ან შემდეგ. ეცადეთ კაფსულები მიიღოთ დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში.
დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ექიმთან
კონსულტაციის გარეშე არ დაასრულოთ მკურნალობა ან არ შეცვალოთ დოზები.
დანიშნულებისამებრ მკურნალობის ჩატარება მნიშვნელოვანია მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად. მკურნალობის გარეშე შესაძლოა გართულდეს თქვენი მდგომარეობა და დაგვიანებული მკურნალობა გაართულოს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას დიდი დოზით მიღება
ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზირების
შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, სეროტონინის სინდრომი (ისეთი რეაქციები როგორიცაა ბედნიერების შეგრძნება, გონების დაკარგვა,
შენელებული რეაქციები, შფოთვა, სიმთვრალის შეგრძნება, ტემპერატურა, ოფლიანობა ან
კუნთების გაშეშება), კრუნჩხვითი შეტევა, გულისრევა, ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, დალიეთ იგი გახსენებისთანავე. თუ უკვე მომდევნო
დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება
ჩვეულ რეჟიმში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა. არ მიიღოთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის
მიერ გაქვთ დანიშნული.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების შეწყვეტა
კაფსულების მიღება არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მდგომარეობის
გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი. თუ ექიმი ჩათვლის, რომ არ გჭირდებათ ხანგრძლივი
მკურნალობა, ის თვითონ შეგიმცირებთ დოზას მინიმუმ ორი კვირის მანძილზე, ვიდრე
შეწყვიტავთ მკურნალობას.
ზოგ პაციენტში, რომელთაც ერთბაშად დაასრულეს მკურნალობა, გამოვლინდა შემდეგი
სიმპტომები:
- თავბრუსხვევა, კანკალი, უძილობა (კოშმარული სიზმრები), სისუსტე, ძილიანობა, შფოთვა, შიშის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, თავის და კუნთების ტკივილი, დიარეა, ოფლიანობა.
აღნიშნული სიმპტომები თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ჩივილების შემთხვევაში
მიმართეთ ექიმს.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები,
რომლებიც ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება. როგორც წესი, ეს გვერდითი
მოვლენები სუსტი ან საშუალო სირთულისაა და თავისით ქრება რამდენიმე კვირაში.
ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- თავის ტკივილი, ძილიანობა;
- გულისრევა, პირის სიმშრალე.
ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1
პაციენტში):
- მადის დაკარგვა;
- უძილობა, შფოთვა, დაქვეითებული პოტენცია, შიში, ანორგაზმია, უჩვეულო სიზმრები;
- თავბრუსხვევა, უინიციატივობა, კანკალი, სმენის დაქვეითება, ქავილი;
- მხედველობის დაქვეითება;
- ტინიტუსი;
- გულისცემა;
- ჰიპერტონია, სიწითლე;
- ხშირი მთქნარება;
- ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, შებერილობა,
საჭმლის მონელების დარღვევა;
- მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი;
- კუნთების ტკივილი და გაშეშება;
- მტკივნეული, ხშირი შარდვა;
- ერექციის დარღვევა, სპერმის გამოყოფის დარღვევა;
- სისუსტე;
- წონაში კლება.
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რომლებიც ანდიდეპრესანტებით მკურნალობენ,
ვლინდება წონაში კლების სიმპტომი მკურნალობის საწყის ეტაპზე. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, როგორც წესი, წონა ნორმალიზდება.
შედარებით იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
- ყელის ანთება, რაც ყელის ჩახეხვის შეგრძნებას იწვევს;
- სუიციდური აზრები, უძილობა, კბილების კრაჭუნი, ორიენტაციის დაკარგვა,
ინდეფერენტულობა;
- კუნთების უეცარი გაშეშება, მოუსვენრობა, შფოთვა, ნევროზი, კონცენტრაციის დაკარგვა,
გემოს შეგრძნების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების უნებლიე მოძრაობა,
უძილობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
- გუგების გაფართოება, მხედველობის დაქვეითება;
- თავბრუსხვევა, ყურების ტკივილი;
- ტაქიკარდია და/ან არითმია;
- გულყრა, თავბრუსხვევა, ხელის და ფეხის თითების შეციება;
- ყლაპვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან;
- სისხლიანი ღებინება ან შავი განავალი, კუჭ-ნაწლავის ანთება, ყლაპვის გაძნელება;
- ღვიძლის ანთება, რაც მუცლის ტკივილს და კანის და თვალების სიყვითლეს იწვევს;
- ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ,
სისხლჩაქცევები;
- კუნთების გაშეშება და სპაზმი;
- გართულებული შარდვა, ღამე შარდვა, გახშირებული შარდვა, მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა;
- უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, დარღვეული მენტრუალური ციკლი, ტკივილი
მენსტრუაციის დროს, საკვერცხეების ტკივილი;
- მკერდის ტკივილი, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, კანკალი, სიცხის შეგრძნება;
- წონაში მატება;
- დულოქსეტინ ააა-ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელსაც
თქვენ ვერ შეამჩნევთ, მაგალითად: ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის,
კრეატინფოსფოკინაზას, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება.
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):
- მძიმე ალერგიული რეაქცია, გართულებული სუნთქვა ან თავბრუსხვევა, ენის ან ტუჩების
შეშუპება;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შეიძლება დაღლილობა ან წონაში
მატება გამოიწვიოს; სითხის დაკარგვა, ნატრიუმის დაბალი დონე (ძირითადად გვხვდება
ხანდაზმულ პაციენტებში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: თავბრუსხვევა,
სისუსტე, ძილიანობა, დაღლილობა ან ავადყოფნის შეგრძნება, შედარებით მძიმე
სიმპტომებია: გულყრა, კრუნჩხვითი შეტევა, ფეხებში სისუსტე), ანტიდიურეზული
ჰორმონის არაადეკვატურობის სინდრომი;
- სუიციდური ქმედება, მანია (ჰიპერაქტივობა და უძილობა), ჰალუცინაცია, აგრესია და
სიბრაზე;
- სეროტონინის სინდრომი (ისეთი იშვიათი რეაქციები როგორიცაა ბედნიერების შეგრძნება, გონების დაკარგვა, შენელებული რეაქციები, შფოთვა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება,
ოფლიანობა ან კუნთების გაშეშება), კრუნჩხვითი შეტევა;
- გლაუკომა;
- ანთება პირის ღრუში, ვარდისფერი განავალი, უსიამოვნო სუნი პირში;
- ღვიძლის უკმარისობა, კანის ან თვალების სიყვითლე;
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (წყლულის გაჩენა კანზე, პირის ღრუში, თვალების და
გენიტალიების არეში), მწვავე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სახის შეშუპება,
ანგიოდემა;
- საღეჭი კუნთების სპაზმი;
- შარდის უჩვეულო სუნი;
- მენოპაუზის სიმპტომები, ქალებში და მამაკაცებში რძის სეკრეცია.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმს
მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ
არის მითითებული.
5. დულოქსეტინ ააა-ფარმას შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 30°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ ნესტისგან.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ამით ხელს შეუწყობთ ბუნების დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია დულოქსეტინ ააა-ფარმას შემადგენლობაზე
აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი.
დულოქსეტინ ააა-ფარმა 30მგ:
ნაწლავში ხსნადი თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 30მგ დულოქსეტინს
(ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარენივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, Hypromellose acetate succinate, სუკროზა, შაქარი,
ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), Triethyl citrate,
კაფსული გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), Indigo carmine (E132), რკინის
(III) ჰიდროქსიდის ოქსიდი x H20 (E172) (მხოლოდ დულოქსეტინ ააა-ფარმა 60მგ).
დულოქსეტინ ააა-ფარმას გარეგნული სახე და შგთავსი
დულოქსეტინ ააა-ფარმა ხელმისაწვდომია 30მგ და 60მგ.
დულოქსეტინ ააა-ფარმა 30მგ არის მყარი ჟელატინის კაფსულა, ზედა ნაწილი
- მუქი ლურჯი, ხოლო ქვედა ნაწილი - თეთრი ფერის.
თითოეული კაფსულა შეიცავს პატარა ბურთულების ფორმის დულოქსეტინის
ჰიდროქლორიდს, რომელიც იცავს კაფსულას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან.