ფენკაროლი 0.025გ #20ტ

ფენკაროლი 0.025გ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქვიფენადინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 747
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფენკაროლი 25 მგ


გენერიული დასახელება:
Quifenadini hydrochloridum

წამლის ფორმა:
ტაბლეტი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ, 25 მგ ან 50 მგ ქუიფენადინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰისტამინური საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენკაროლი წარმოადგენს ქინუკლიდილკარბინოლის წარმოებულს, რომელიც ორგანოთა სისტემებზე ამცირებს ჰისტამინის ზემოქმედებას. იგი H1-ჰისტამინური რეცეპტორების კონკურენტული ბლოკატორია. გარდა ამისა, სხვა ამ ჯგუფის კლასიკური პრეპარატებისაგან განსხვავებით, იგი ააქტიურებს ფერმენტ დიამინოქსიდაზას, რომელიც იწვევს 30%-მდე ენდოგენური ჰისტამინის დაშლას, რითაცაიხსნება ფენკაროლის მოქმედების ეფექტურობა იმ პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედების მიმართ. ფენკაროლი ცუდათ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და მცირედ მოქმედებს თავის ტვინში სეროტონინის დეზამინირების პროცესზე, იგი ასევე სუსტ ზეგავლენას ახდენს  მონოამინოქსიდაზას აქტივობაზე. ფენკაროლის ანტიჰისტამინური თვისებები განპირობებულია სტრუქტურაში ქინუკლიდინის ციკლური ბირთვის არსებობით და დიფენილკარბინოლის ჯგუფსა და აზოტის ატომს შორის მანძილით. ფენკაროლი თავისი ანტიჰისტამინური აქტივობითა და ხანგრძლივი მოქმედებით სჭარბობს დიმედროლს. იგი აქვეითებს ჰისტამინის ტოქსიკურ მოქმედებას, ხსნის ან ასუსტებს მის ბრონქოკონსტრიქტორულ მოქმედებას და ნაწლავის გლუვ კუნთებზე სპაზმურ მოქმედებას. პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ანტისეროტონინული და სუსტად გამოხატული ქოლინოლიზური მოქმედება, აგრეთვე ნათლად გამოხატული ქავილის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელი თვისებები. ფენკაროლი ამცირებს ჰისტამინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას და მის ზეგავლენას კაპილარების განვლადობაზე. იგი არ ახდენს უშუალო ზემოქმედებას გულის მუშაობასა და არტერიულ წნევაზე. ამავე დროს,  პრეპარატი აკონიტინური არითმიების დროს არ ავლენს პროტექტულ მოქმედებას.
დიფენჰიდრამინისა (დიმედროლი) და დიპრაზინისაგან (პიპოლფენი) განსხვავებით ფენკაროლს არ გააჩნია ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედება, მაგრამ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მისი სუსტად გამოხატული სედატიური ეფექტი. პრეპარატი მცირედ ლიპოფილურია და დიმედროლთან და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა ჰისტამინომაბლოკირებელ საშუალებებთან შედარებით თავის ტვინში მისი შემცველობა მცირეა (0,05%-ზე ნაკლები), რითაც აიხსნება ცნს-ზე მისი დამთრგუნველი ეფექტის არ არსებობა.
ფენკაროლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და 30 წთ-ის შემდეგ იდენტიფიცირდება ორგანიზმის ქსოვილებში. მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება სისხლის პლაზმაში 1 სთ-ის შემდეგ.
მეტაბოლიტები და ფენკაროლის უცვლელი ნაწილი ძირითადად გამოიყოფა შარდითა და ნაღველით 48 სთ-ის განმავლოაბში.
 
ჩვენება:
პოლინოზები, კვებითი და წამლით გამოწვეული ალერგია, სხვა ალერგიული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, კვინკეს შეშუპება (ანგიონევროზული), თივის ცხელება, ალერგიული რინოპათია, დერმატოზები (ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტები, კანის ქავილი), აგრეთვე არაინფექციური-ალერგიული რეაქციები ბრონქოსპასტიური კომპონენტებით.

წინააღმდეგჩვენება:
ორსულობის პირველი სამი ტრიმესტრი.
 

სიფრთხილეა საჭირო:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებების დროს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფენკაროლი აღწევს თუ არა დედის რძეში ამის შესახებ არ არსებობს მონაცემები, მაგრამ მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს სწრაფ ფიზიკურ ან ფსიქიკურ რეაქციებს (ტრანსპორტის მძღოლები და სხვა) საჭიროა წინასწარ იქნას დადგენილი პრეპარატის ხანმოკლე დანიშვნით, ხომ არ ავლენს პრეპარატი სედატიურ მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში მათ თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფენკაროლი არ აძლიერებს ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. ფენკაროლს გააჩნია სუსტად გამოხატული მ-ქოლინომაბლოკირებელი თვისებები, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითების შემთხვევაში ნელა აბსორბირებადი მედიკამენტების შეწოვა მისი ზემოქმედებით ძლიერდება (მაგ. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები - კუმარინები).
  
მიღების წესი და დოზირება:
ფენკაროლი გამოიყენება პერორალურად ჭამის შემდეგ. მოზრდილებში მისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 25-50 მგ 3-4-ჯერ დღეში. პოლინოზების დროს 75 მგ-ზე ნაკლები დღეღამური დოზა არ არის ეფექტური. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 200 მგ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-20 დღეა.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს –5 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე – 10 მგ-ს 2-ჯერ დღეში; 7-დან 12 წლამდე – 10-15 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში; 12 წელზე უფროსი ასაკის – 25 მგ 2-3-ჯერ დღეში. რეკომენდებული დღეღამური დოზა შეიძლება დაიყოს 4 მიღებაზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს – 10-15 დღეს.
 
ჭარბი დოზირება:
პრეპარატი დღეღამური დოზით 300 მგ არ იწვევს კლინიკურად მძიმე ფორმის გვერდით მოვლენებს. პრეპარატის მაღალმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თავის ტკივილი, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი და სხვა დისპეფსიური მოვლენები.

გვერდითი მოვლენები:
ფენკაროლით ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან მის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება პირის ლორწოვანი გარსების ზომიერი სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები, რომლებიც დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
 

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან  დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
10 მგ და 25 მგ #20 შეფუთვაში

მწარმოებელი:
“ოლაინფარმა”  (ლატვია)