
ვიტაგამა D3 DUO #50ტ
გააზიარე:
ვიტაგამა D3 DUO #50ტ
ვიტაგამა D3 დუოს დახასიათება
ვიტაგამა D3 დუო არის ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი, რომელიც შედგება 1.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან და 150მგ მაგნიუმისგან.
ვიტაგამა დუო შეიცავს D ვიტამინს და მაგნიუმს ორგანული ბისგლიცინატის სახით, რაც განსაკუთრებულია ბიოშეღწევადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ადვილად მისაღებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.
ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით ოპტიმალური მომარაგება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ფუნქციონირებაში და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამასთანავე ის ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვთა მუსკულატურის ჯანმრთელ ფუნქციას:
D ვიტამინის და მაგნიუმის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
D ვიტამინი მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზმმა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი, სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე, საჭიროა კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინს - აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში, შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან. ამისათვის საჭიროა საკმარისი მზის აბაზანების მიღება. გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვების სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი.
მაგნიუმი მნიშვნელოვანია ნივთერებათა ცვლის პროცესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ელექტროლიტების თანაბარი დონის შესანარჩუნებლად, კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, როგორიცაა მაგ.: გულის მუსკულატურა.
მაგნიუმი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვების სახით, ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ცერეცო, ბროკოლი და მარცვლეულის საკვები, თუმცა, კერძის მომზადებისას, მაგნიუმის შემცველობის დონე პროდუქტში მცირდება.
ვიტაგამა D3 დუოკომბინირებულიპროდუქტის ეფექტი
D ვიტამინი და მაგნიუმი ორგანიზმში ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებას ახდენენ: მაგნიუმის ბალანსირებული მიღება ხელს უწყობს D ვიტამინის საჭირო დონის შენარჩუნებას და D ვიტამინის საკმარისი დონით მომარაგება, თავის მხრივ, აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ მაგნიუმის ათვისებას. აქედან გამომდინარე, ორივე ბიოფაქტორი ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების მუსკულატურის ჯანსაღ ფუნქციონირებას. მაგნიუმი უზრუნველყოფს გულის რითმის და გულ-სისხლძარღვთა სისხლის მიმოქცევის სისტემის სტაბილურობას.
ვიტაგამა D3 დუოს მიღების წესი
D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად უზრუნველვყოთ ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით. ვიტაგამას მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის და მაგნიუმის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს, რაც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს შესაბამისი რაოდენობის D ვიტამინით, ეს ასევე, თავის მხრივ, აფერხებს მაგნიუმის ბიოათვისებას.
იმისათვის, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მუსკულატურა, შაქრის დონე ორგანიზმმა სტაბილურად შეინარჩუნოს ხანდაზმულ ასაკამდე, რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება, ორგანიზმის მომარაგება კი საჭირო რაოდენობის მინერალებითა და ვიტამინებით ხშირად ვერ ხერხდება. ყოველდღიური სტრესი და სამუშაო არ გვაძლევს ხშირად ბალანსირებული კვების საშუალებას. ხშირად ყოველდღიურ რაციონშია ყავა, ალკოჰოლი ან სიგარეტი, რაც ორგანიზმში ახდენს ვიტამინებისა და მინერალების შებოჭვას.
ხანგრძლივი არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა, ნეგატიურად აისახება მუსკულატურის ფუნქციონირებაზე, მაგ.: გულ-სისხლძარღვთა მუსკულატურის ფუნქციონირებაზე, ასევე შაქრის დონის სტაბილურობაზე.
ვიტაგამა D3 დუო-ს გამოყენების წესი
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით უზრუნველვყოთ ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით, რეკომენდებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად.
ვიტაგამას რეგულარული მოხმარებით, ხანგრძლივად უზრუნველყოფთ თქვენს ორგანიზმს D ვიტამინითა და მაგნიუმით.
ვიტაგამა D3 დუო მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
D3 ვიტამინი, თითო ტაბლეტში 25µg (=1.000 სე).
მაგნიუმი, თითო ტაბლეტში 150მგ.
მაგნიუმის ბისგლიცინატი, შემავსებელი ნივთიერება: (მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი), მაგნიუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, სტაბილიზატორი (ცელულოზა - ფხვნილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი), სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავის მაგნიუმის მარილი, სილიციუმის ოქსიდი, ტალკი), ემულგატორი (პოლიეთილენის გლიკოლი), ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლის შემცველი ექსტრაქტი), საღებავი (კალციუმის კარბონატი, რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი), მყარი პალმის ზეთი, სტაბილიზატორი (Gummi arabicum), სახაროზა, სიმინდის სახამებელი, ტრიგლიცერიდი, ანტიოქსიდანტი (ალფა-ტოკოფეროლი), D3 ვიტამინი
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე
- კონსერვანტების გარეშე
შენიშვნა
არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.
შენახვისპირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C.
შეფუთვა
შეფუთვაშია 50 ტაბლეტი.