
ვინპოტროპილი GEO 5მგ/400მგ#60კ
გააზიარე:
ვინპოტროპილი GEO 5მგ/400მგ#60კ
სავაჭროდასახელება: ვინპოტროპილი GEO.
პრეპარატისსაერთაშორისოარაპატენტირებულიდადაჯგუფებისდასახელება:
ვინპოცეტინი + პირაცეტამი.
წამლისფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებებს: ვინპოცეტინი 5 მგ, პირაცეტამი 400 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 2,6 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი 107,4 მგ, ტალკი 5 მგ;
მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა #0:
კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი 1,7421 მგ, საღებავი ქინოლინის ყვითელი 0,5226 მგ, საღებავი „მზის ჩასვლა“ ყვითელი 0,0233 მგ, ჟელატინი 55,782 მგ;
სახურავი: ტიტანის დიოქსიდი 0,4552 მგ, საღებავი აზორუბინი 0,1896 მგ, ჟელატინი 37,2852 მგ.
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები #0: კორპუსი ყვითელი ფერის, წითელი ფერის სახურავი. კაფსულების შემცველობა - ფხვნილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის. დაიშვება ცალკეული კრისტალებისა და გორგლების არსებობა.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალება.
ათქკოდი: N06BX
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვინპოტროპილი GEO - კომბინირებული პრეპარატია. იგი ფლობს თვისებებს, რომლებიც ახასიათებს ფსიქომასტიმულირებელ საშუალებებს (ვინპოცეტინს) და ნოოტროპულ საშუალებებს (ვინპოცეტინი, პირაცეტამი).
როგორცფსიქომასტიმულირებელისაშუალება
აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს, თავის ტვინის ქსოვოლის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადის მოხმარების გაუმჯობესებით; ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისადმი; აძლიერებს გლუკოზის ტრანსპორტს თავის ტვინის მიმართულებით ჰემატოენცეფალური დაბრკოლების გავლით; გლუკოზის დაშლის პროცესი გადაყავს ენერგეტიკულად უფრო ეკონომიურ, აერობულ გზაზე; სელექტურად ბლოკავს Ca2+-დამოკიდებულ ფოსფოდიესთერაზას; ზრდის თავის ტვინის ადენოზინმონოფოსფატის (ამფ), ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) და ადენოზინტრიფოსფატის დონეს. აძლიერებს თავის ტვინის ნორადრენალინისა და სეროტონინის ცვლას; ასტიმულირებს ნორადრენერგულ სისტემის აღმავალ შტოს, ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლის მომატებულ სიბლანტეს; ზრდის ერითროციტების ელასტიურობას და ბლოკავს ადენოზინის უტილიზებას ერითროციტებით; ხელს უწყობს ერითროციტებით ჟანგბადის გაცემის ზრდას. ზრდის ცერებრალურ სისხლგადინებას; აქვითებს თავის ტვინის სისხლძარღვების რეზისტენტულობას სისტემური სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლების არსებითი ცვლილების გარეშე. არ ახდენს „მოპარვის“ ეფექტს და აძლიერებს სისხლის მომარაგებას, უპირველესად, ტვინის იშემიზირებულ უბნებში. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს.
როგორცნოოტროპულისაშუალება
ახდენს დადებით გავლენას თავის ტვინის მეტაბოლიზმის პროცესებზე, უმნიშვნელოდ ზრდის ატფ-ის კონცენტრაციას თავის ტვინში, აძლიერებს რიბონუკლეიდური მჟავისა და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტიმულირებს გლიკოლიზურ პროცესებს, აძლიერებს გლუკოზის უტილიზებას; აუმჯობესებს თავის ტვინის ინტეგრატულ მოღვაწეობას, ხელს უწყობს მეხსიერების კონსოლიდაციას, ამსუბუქებს სწავლების პროცესს; ცვლის გაღიზიანების გავრცელების სიჩქარეს თავის ტვინში, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამით არ ახდენს სისხლძარღვთა გაფართოების მოქმედებას, აინჰიბირებს აქტივირებული თრომბოციტების აგრეგაციას; ახდენს დამცავ მოქმედებას თავის ტვინის დაზიანებისას, რომლებიც გამოწვეულია ჰიპოქსიით, ინტოქსიკაციებით, ელექტროშოკით; აძლიერებს ალფა- და ბეტა-აქტივობას, აქვეითებს დელტა აქტივობას ელექტროენცეფალოგრამაზე. ამცირებს ვესტიბულური ნისტაგმის გამოხატულობას; აუმჯობესებს კავშირებს თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის და სინაფსურ გამტარობას ნეოკორტიკალურ სტრუქტურებში, ზრდის გონებრივ აქტივობას, აძლიერებს ტვინის სისხლგადინებას; არ აქვს სედატიური, ფსიქომასტიმულირებელი გავლენა. ეფექტი ვითარდება ნელ-ნელა. ფლობს გამოხატულ ეფექტს ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი ბუდის კოგნიტიური დარღვევების საწყისი გამოვლინებების სიმპტომების მიმართ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. რეკომენდებულია ფსიქოგერიატრიულ პრაქტიკაში.
ფარმაკოკინეტიკა
ვინპოცეტინი
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Тmах) სისხლის პლაზმაში 1 სთ. შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროქსიმალურ ნაწილებში. ნაწლავების კედლის გავლისას არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს.
განაწილება
ვირთხებისთვის რადიაქტიული მონიშნული ვინპოცეტინის პერორალური შეყვანისას, მეტი კონცენტრაცია აღმოჩენილი იყო ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია ქსოვილებში აღინიშნებოდა შეყვანიდან 2-4 საათის შემდეგ. რადიაქტიული მონიშნული ვინპოცეტინის კონცენტრაცია თავის ტვინში არ აღემატებოდა სისხლში აღმოჩენილ მნიშვნელობებს.
ადამიანში პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 66%, ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას - 7 %. განაწილების მოცულობა 246,7-88,5 ლ, რაც მოწმობს მაღალ კავშირს ქსოვილებთან. საერთო კლირენსი (66,7 ლ/სთ) აღემატება ღვიძლის სისხლგადინების სიჩქარეს (50 ლ/სთ), რაც მიუთითებს არაღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს.
მეტაბოლიზმი
ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს აპოვინკამინატი (АВА), რომელიც შეადგენს 25-30% საწყისი ნაერთიდან. ფართობი მრუდი „კონცენტრაცია-დრო“-ს მიხედვით АВА შიგნით მიღების შემდეგ ორჯერ აღემატება ვინპოცეტინის ინტრავენურად შეყვანისას. ამგვარად, ვინპოცეტინი ექვემდებარება ღვიძლის გავლით „პირველადი გავლის“ გამოხატულ ეფექტს. სხვა მეტაბოლიტებს მიეკუთვნება: ჰიდროქსივინპოცეტინი, ჰიდროქსი-АВА, АВА-დიოქსიგლიცინატი და მათი კონიუგატები (სულფატები და (ან) გლუკურონიდები).
გამოყოფა
უცვლელი ვინპოცეტინის გამოყოფა დაბალია (რამდენიმე პროცენტით). მრავალჯერადი შეყვანისას დოზებით 5 მგ და 10 მგ კინეტიკა ატარებს ხაზობრივ ხასიათს, წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 1,2±0,27 და 2,1±0,33 ნგ/მლ, შესაბამისად. ნახევრადგამოყოფის პერიოდი ადამიანში 4,8±1,29 სთ. გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავების გავლით შეფარდებით 60:40. რადიაქტიული მონიშნული ვინპოცეტინის შეყვანისას ვირთხებსა და ძაღლებში აღინიშნა მაღალი რადიაქტიულობა ნაღველში, თუმცაღა აღინიშნება მნიშვნელოვანი ენტეროჰეპატური რეცირკულაცია.
ფარმაკოკინეტიკაპაციენტებისგანსაკუთრებულჯგუფებში (ასაკი, თანმხლებიდაავადებები)
გამოვლენილია, რომ ვინოცეტინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტებისგან, პრეპარატის კუმულაცია არ არსებობს.
პირაცეტამი
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ, პირაცეტამი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს.
პირაცეტამის ერთჯერადი მიღების შემდეგ დოზით 2გ, მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmах) მიიღწევა 30 წთ-ში და შეადგენს 40-60 მკგ/მლ, 2-8 სთ შემდეგ აღმოჩენილია ზურგის ტვინის სითხეში.
განაწილება
განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს დაახლოებით 0,6 ლ/კგ. არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. პირაცეტამი აღწევს ჰემატოენცეფალური და პლაცენტარული ბარიერის, აგრეთვე ჰემოდიალიზური მემბრანების გავლით. ცხოველებზე კვლევისას აღმოჩენილია, რომ პირაცეტამი შერჩევითად გროვდება თავის ტვინის ქერქის ქსოვილებში, უპირატესად შუბლისა და კეფის წილებში, ნათხემსა და ბაზალურ ბირთვებში.
მეტაბოლიზმი
არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა
სისხლიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი (Т1/2) შეადგენს 4-5 სთ და 8,5 სთ - ზურგის ტვინის სითხიდან. (Т1/2) ხანგრძლივდება თირკმლის უკმარისობისას.
უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. ექსკრეცია თირკმელების მიერ თითქმის სრულია (>95%) 30 სთ განმავლობაში. პირაცეტამის საერთო კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 86 მლ/წთ.
გამოყენების ჩვენებები
სიმპტომური მკურნალობა: ინტელექტუალურ-ფსიქიკური დარღვევების, იშემიური ინსულტების შედეგების, სისხლძარღვთა ვერტებრობაზილარული უკმარისობის, სისხლძარღვთა დემენციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, პოსტტრავმული, ჰიპერტონული ენცეფალოპათიის დროს.
თვალის ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები.
პერცეპტული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, ყურებში შუილი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ვინპოცეტინის, პირაცეტამის ან პიროლიდონის წარმოებულების მიმართ, აგრეთვე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, გულის რითმის გამოხატული დარღვევები, გულის იშემიური დაავადება (მძიმე მიმდინარეობა), ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადია, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, გენტინგონის დაავადება, 18 წლამდე ბავშვები (არასაკმარისი მონაცემების გამო).
პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-ლაქტოზური მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
სიფრთხილით
ჰემოსტაზის დარღვევა, მძიმე სისხლდენა, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია (მათ შორის, ჟილბერის სინდრომი), ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ალკოჰოლიზმი, გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ეპილეფსია, ხანდაზმული ასაკი.
გამოყენებაორსულობისასდაძუძუთიკვებისპერიოდში
ვინპოცეტინი
გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.
ორსულობა
ვინპოცეტინი აღწევს პლაცენტაში, მაგრამ პლაზმური კონცენტრაცია პლაცენტაში და ნაყოფს უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დედას. ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური მოქმედება გამოვლენილი არ არის. ცხოველებზე გამოკვლევისას მაღალი დოზების შეყვანის დროს გაჩნდა პლაცენტარული სისხლდენები და აბორტები (სავარაუდოდ პლაცენტარული სისხლის გადინების გაზრდის შედეგად).
ძუძუთიკვება
ვინპოცეტინი აღწევს დედის რძეში. პრეკლინიკური კვლევის მიხედვით რადიაქტიული მონიშნული ვინპოცეტინი ახალშობილი ცხოველების დედის რძეში 10-ჯერ აღემატებოდა დედის სისხლში არსებულს.
1 სთ განმავლობაში რძეში აღწევს მიღებული დოზის 0,25%.
არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში ან უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ვინპოცეტინით მკურნალობისას.
პირაცეტამი
ორსულობა
პირაცეტამის ორსულობის დროს გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს. კვლევებმა ცხოველებზე არ აჩვენა პირდაპირი ან შემდგომი გავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
პირაცეტამი აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით. პირაცეტამის პლაზმური კონცენტრაცია ახალშობილებში აღწევს დედის ასეთივე კონცენტრაციის 70-90%-ს. პირაცეტამი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციიურ რისკს, ორსულის კლინიკური მდგომარეობა კი მოითხოვს პირაცეტამით მკურნალობას.
ძუძუთიკვება
პირაცეტამი აღწევს დედის რძეში. პირაცეტამი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პირაცეტამით მკურნალობისას. ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობის ან პარაცეტამით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებამდე უნდა შეფარდდეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელი და ქალისთვის თერაპიის საგრებელი.
გამოყენებისწესიდადოზები
18 წლიდან და უფრო მეტი ასაკის პაციენტებისთვის: შიგნით, ჭამის წინ 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. ბოლო მიღება - 4 საათით ადრე დაძინებამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს.
პრეპარატის მოხსნამდე მისი დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.
გვერდითიეფექტები
გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია. სიხშირის გრადაცია განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 <1/10-მდე), არახშირად (>1/1000 <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000 <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000) და სიხშირე უცნობია (შეუძლებელია კლინიკური გამოკვლევების შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ვინპოცეტინი
დარღვევებისისხლისადალიფურისისტემისმხრივ
იშვიათად: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
ძალიან იშვიათად: ანემია, ერითროციტების აგლუტინაცია.
დარღვევებიიმუნურისისტემისმხრივ
ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა.
დარღვევებინივთიერებათაცვლისადაკვებისმხრივ
არახშირად: ჰიპერმგრძნობელობა.
იშვიათად: მადის დაქვეითება, ანორექსია, შაქრიანი დიაბეტი.
ფსიქიკისმხრივ დარღვევა
იშვიათად: უძილობა, ძილის დარღვევა, აღგზნება, მოუსვენრობა.
ძალიან იშვიათად: ეიფორია, დეპრესია.
დარღვევებინერვულისისტემისმხრივ
არც ისე ხშირად: თავის ტკივილი.
იშვიათად: თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა, სტუპორი, ჰემიპარეზი, ძილიანობა, ამნეზია.
ძალიან იშვიათად: ტრემორი, სპაზმები.
დარღვევებიმხედველობისორგანოსმხრივ
იშვიათად: მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება
ძალიან იშვიათად: კონიუქტივის ჰიპერემია.
დარღვევებისმებისორგანოსადალაბირინთისმხრივ
არც ისე ხშირად: ვერტიგო.
იშვიათად: ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ყურებში ხმაური.
დარღვევებიგულისმხრივ
იშვიათად: მიოკარდიუმის იშემია/ინფარქტი, სტენოკარდია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლა, გულისცემის შეგრძნება.
ძალიან იშვიათად: არითმია, წინაგულების ფიბრილაცია.
დარღვევებისისხლძარღვებისმხრივ
არახშირად: არტერიული ჰიპოტენზია.
იშვიათად: არტერიული ჰიპერტენზია, „მოზღვავებები“, თრომბოფლებიტი.
ძალიან იშვიათად: არტერიული წნევის მერყეობა.
დარღვევებიკუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ
არახშირად: დისკომფორტი მუცელში, პირის სიმშრალე, გულისრევა.
იშვიათად: მუცლის ტკივილი, გაუვალობა, დიარეა, დისპეფსია, ღებინება.
ძალიან იშვიათად: დისფაგია, სტომატიტი.
დარღვევებიკანისადაკანქვეშაქსოვილებისმხრივ
იშვიათად: ერითემა, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრისციება, გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: დერმატიტი.
ზოგადიდარღვევებიდადარღვევებიშეყვანისადგილას
იშვიათად: ასთენია, სისუსტე.
ძალიან იშვიათად: დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია.
გავლენალაბორატორიულიდაინსტრუმენტალურიგამოკვლევებისშედეგებზე
არახშირად: არტერიული წნევის დაქვეითება.
იშვიათად: არტერიული წნევის მომატება, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, ST სეგმენტის დეპრესია ელექტროკარდიოგრამაზე, ეოზინოფილების დაქვეითება/მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა.
ძალიან იშვიათად: ლეიკოციტების რაოდენობის მომატება/შემცირება, ერითროციტების რიცხვის შემცირება, თრომბინული დროის შემცირება, სხეულის მასის მომატება.
პირაცეტამი
სისხლისადალიმფურისისტემისმხრივ
სიხშირე უცნობია: სისხლდენა.
იმუნურისისტემისმხრივ
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა.
ფსიქიკისმხრივ
ხშირად: ნევროზი.
არც ისე ხშირად: დეპრესია.
სიხშირე უცნობია: აგზნება, შფოთვა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაცია.
ნერვულისისტემისმხრივ
ხშირად: ჰიპერაქტიულობა.
არახშირად: ძილიანობა.
სიხშირე უცნობია: ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გამწვავება, თავის ტკივილი, უძილობა, ტრემორი.
სმენისორგანოსადალაბირინთისმხრივ
სიხშირე უცნობია: ვერტიგო.
საჭმლისმონელებისსისტემისმხრივ
სიხშირე უცნობია: აბდომინური ტკივილი (მათ შორის, ზემო ნაწილებში), დიარეა, გულისრევა, ღებინება.
კანისადაკანქვეშასაფარისმხრივ
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
რეპროდუქციულისისტემისმხრივ
სიხშირე უცნობია: სექსუალური ლტოლვის გაზრდა.
ზოგადიდარღვევებიდადარღვევებიშეყვანისადგილას
არახშირად: ასთენია.
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურიმონაცემები
ხშირად: სხეულის მასის მომატება.
ჭარბიდოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოხატული გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომატური თერაპია.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
ვინპოცეტინი
კლინიკური კვლევების შედეგებით წამლის ურთიერთმოქმედება β-ადრენობლოკატორებთან (პინდოლოლი), კლომიპრამიდომთან, გლიბენკლამიდთან, დიგოქსინთან, ჰიდროქლორთიაზიდთან და აცენოკუმაროლთან აღმოჩენილი არ არის.
მეთილდოპამ შეიძლება გააძლიეროს ვინპოცეტინის ჰიპოტენზიური მოქმედება, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა არტერიული წნევის სისტემატური კონტროლი.
კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებსა და ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება უნდა ჩატარდეს სიფრთხილით.
პირაცეტამი
ფარისებრიჯირკვლისჰორმონები
პირაცეტამისა და ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტის (ტრიიოდთირონინი + თიროქსინი) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა გონების დაბინდვა, გაღიზიანება და ძილის დარღვევა.
აცენოკუმაროლი
გამოქვეყნებული ბრმა კლინიკური კვლევის თანახმად, პაციენტებში რეციდივირებული ვენოზური თრომბოზით, პირაცეტამი დოზით 9,6 გ/დღ არ მოქმედებს აცენოკუმაროლის დონეზე, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მისაღწევად, რაც ტოლია 2,5-3,5-ის, მაგრამ მხოლოდ ერთი აცენოკუმაროლის ეფექტთან შედარებით, პირაცეტამის დამატება დოზაში 9,6 გ/დღ მნიშვნელოვნად აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, β-თრომბოგლობინის გამოთავისუფლებას, ფიბრინოგენის კონცენტრაციას და ვილებრანდის ფაქტორს (VIII: C; VIII: vW: Ag; VIII: vW: RCo), აგრეთვე მთლიანად სისხლისა და პლაზმის სიბლანტეს.
ფარმაკოკინეტიკურიურთიერთქმედებები
პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკის ცვლილების შესაძლებლობა სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენის ქვეშ დაბალია, ვინაიდან პირაცეტამის 90% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
კონცენტრაციებში 142, 426 და 1422 მგ/მლ პირაცეტამი არ აინჰიბირებს ციტოქრომის იზოფერმენტებს P450 (CYP 1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 4A9/11) ინ ვიტრო.
კონცენტრაციაში 1422 მგ/მლ აღინიშნებოდა იზოფერმენტის მინიმალური ინჰიბირება CYP2A6 (21%) და 3A4/5 (11%). ამგვარად, პირაცეტამის მეტაბოლური ურთიერთობები სხვა პრეპარატებთან ნაკლებად სავარაუდოა.
კრუნჩხვებისსაწინააღმდეგოსაშუალებები
პირაცეტამის მიღება დოზით 20 გ/დღ 4 კვირის განმავლობაში ეპილეფსიან პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივ დოზას (კარბამაზეპინი, ფენიტონი, ფენიბარბიტალი და ვალპრული მჟავა), არ ცვლიდა მათ მაქსიმალურ და მინიმალურ კონცნეტრაციას.
ალკოჰოლი
ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არ მოქმედებდა პირაცეტამის კონცნეტრაციაზე პლაზმაში; პირაცეტამის 1,6 გ მიღებისას, ეთანოლის კონცენტრაცია პლაზმაში არ შეცვლილა.
განსაკუთრებულიმითითებები
QT პროლონგირებული ინტერვალის სინდრომის არსებობა და პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას, მოითხოვს ეკგ-ს პერიოდულ კონტროლს. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი კაფსულა შეიცავს 110 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ანტიაგრეგაციული ეფექტის შედეგად, პირაცეტამი არ უნდა დაენიშნოთ ჰემორაგიული ინსულტის მქონე პაციენტებს და სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს სხვა მძიმე ჰემორაგიული დარღვევებით, სისხლდენის რისკით (მაგალითად, კუჭის წყლულისას), ჰემოსტაზის დარღვევებით, ქირურგიული ჩარევების მქონე პაციენტებს, სტომატოლოგიური ჩარევის ჩათვლით, პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და ანტიაგრეგანტებს, მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს.
გავლენასატრანსპორტოსაშუალებისმართვისუნარსადა სხვაპოტენციურადსაშიშისაქმიანობითდაკავებულობაზე
გამოკვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა. არასასურველი რეაქციების წარმოქმნისას ნერვული სისტემის მხრივ, უნდა დაიცვათ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გამოშვებისფორმა
კაფსულები.
15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდისა და დაბეჭდილი, ლაქით დაფარული ალუმინის ფოლგისგან.
4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 15 კაფსულით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მწარმოებლის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
4 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი
დსს “კანონფარმა პროდაქშნ”, რუსეთი
141100, მოსკოვის ოლქი, ქალაქი შიოლკოვო, შიოლკოვოს რაიონი, ზარეჩნაიას ქ., ს. 105.