ჰელმიზოლი 400მგ/10მლ 10მლ სუსპ

ჰელმიზოლი 400მგ/10მლ 10მლ სუსპ

3.86 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური პრეპარატები
ქვეყანა: იაპონია
მწარმოებელი: ეს ბი ბიოფარმ სა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალბენდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 73667
გააზიარე:

ჰელმიზოლი 400მგ/10მლ 10მლ სუსპენზია

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი

P02CA03 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც. 1 ტაბ.

ალბენდაზოლი . . . . . . . . . 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი და ტიტანის დიოქსიდი.

პერორალური სუსპენზია: ფლაკონში 10 მლ.

ალბენდაზოლი . . . . . . . . . 400 მგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, მაკროგოლ 400, კალიუმის სორბატი, კალიუმის აცესულფამი, პოლისორბატ 80, ბენზოინის მჟავა (Е210), ქსანტანი, გლიცეროლი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ალბენდაზოლი  წარმოადგენს  ბენზიმიდაზოლის ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ პრეპარატს. ასევე ზეგავლენას ახდენს Echinococcus granulosus-ზე და Taenia solium-ის მატლის ფორმებზე, რაც პარენქიმული ჰელმინთოზის მიზეზია. 

მიმაგრდება რა მგრძნობიარე ჰელმინთების კანისა და ნაწლავის უჯრედებზე, ალბენდაზოლი  აინჰიბირებს მიკრომილების პოლიმერიზაციას. მიკრომილების დაშლა აინჰიბირებს გლუკოზის  ათვისებისა და ატფ-ის სინთეზის პროცესს, ასევე ამცირებს გლიკოგენის მარაგს. პარაზიტები, რომლებიც იმობილიზირებისას დასუსტდნენ, არეს სცილდებიან.

ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატია. საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება. ეს თვისება მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ეპიდემიურ ზონებში მასობრივი წესით ინტესტინული ჰელმინთოზების დროს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალური გამოყენებისას, პრეპარატის ნაწილი სისტემურ სისხლ-მიმოქცევაში მოხვედრის მომენტამდე გარდაიქმნება მეტაბოლიტად ალბენდაზოლ სულფოქსიდად. პრეპარატის ანტიჰელმინთური თვისება ამ მეტაბოლიტითაა განპირობებული. ცხიმიან საკვებთან (დაახლოებით 40 მგ ცხიმი) ერთად მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 5 –ჯერ იზრდება ე.ი. ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 5 -ჯერ იზრდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 2-5 სთ განმავლობაში აღწევს. 400 მგ ალბენდაზოლის შიგნით მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად, ალბენდაზოლის  სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.31 მკგ/მლ (0.46-1.58 მკგ/მლ). ეს კონცენტრაციები პრეპარატის დოზის გაზრდის შესაბამისად იზრდება. ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-12 სთ შეადგენს. ალბენდაზოლს გააჩნია თავისი მეტაბოლიზმის სტიმულირების უნარი. ალბენდაზოლის ფორმები – ტაბლეტები და სუსპენზია – ბიოექვივალენტურნი არიან.

დაშლა: ალბენდაზოლის სულფოქსიდის 70% სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება. იგი მთელ ორგანიზმში ნაწილდება – შარდში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ძვლის სითხეში, ასევე ცერებროსპინალურ სითხეში. კვლევისას მისი არსებობა ცისტის სითხეში 3 –10-ჯერ, ხოლო ცერებროსპინალურ სითხეში 2-4-ჯერ ნაკლებია პლაზმასთან შედარებით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი ძვლიდან გამოიყოფა უფრო ნელა, ვიდრე პლაზმიდან.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: პერორალურად მიღების შემდეგ ალბენდაზოლი დაუყოვნებლივ გარდაიქმნება სულფოქსიდად, სულფონად და ოქსიდაციის სხვა პროდუქტებად. ალბენდაზოლი არ გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ალბენდაზოლის სულფოქსიდის 1 %-ზე ნაკლები შარდთან ერთად გამოიყოფა. უმეტესი ნაწილი ნაღვლის წვენთან ერთად გამოიყოფა, ვინაიდან ნაღვლის სითხესა და პლაზმაში ერთნაირი კონცენტრაციაა.

ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები

ავადმყოფები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით: ვინაიდან ალბენდაზოლის სულფოქსიდის მცირე ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა, ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით ალბენდაზოლის სულფოქსიდის კლირენსის ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა.

ავადმყოფები ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევებით: ავადმყოფებში არაღვიძლისმიერი ობსტრუქციით მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) 2–ჯერ იზრდება, არე მრუდის ქვეშ (AUC) –7-ჯერ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Tmax) – 10 საათამდე, ხოლო სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2 β) 31.7 საათამდე იზრდება.

პედიატრიული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს ერთჯერადი დოზის 200-300 მგ (დაახლოებით 10 მგ/კგ) მიღებისას 6-13 წლის ასაკის 5 ბავშვში, ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა, ისევე როგორც 1 წელზე უმცროსი ასაკის ავადმყოფებში ალბენდაზოლით მკურნალობისას. პრეპარატის ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

ხანდაზმული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს 79 წლამდე ასაკის 26 ავადმყოფის მკურნალობისას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ისეთივე იყო რიგორც ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებში.

ჩვენებები

\ალბენდაზოლი ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ჰელმინთოზების მკურნალობის დროს.

ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ღვიძლის, ფილტვებისა და მუცლის ღრუს დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია Echinococcosus granulosus-ის მატლის ფორმებით. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას 80-90% ცისტა არაინფექციურ ფორმაში გადადის, შემთხვევათა 30% ცისტები მთლიანად ქრება, შემთხვევათა 40% ზომაში მცირდებიან. შეძლებისდაგვარად ოპერაციული ჩარევა ამგვარი დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში პარაზიტების მოსპობის მაქსიმალური დონე მიიღწევა. Echinococcosus granulosus –ით გამოწვეული ალვეოლური ცისტების მკურნალობისას ალბენდაზოლის ეფექტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

ნეიროცისტოცერკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Taenia solium–ის მატლის ფორმებით გამოწვეული პარენქიმული ნეიროცისტიცერკოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა ჰელმიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ნაწლავური და პარენქიმული ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით (რგოლისებრი მატლები) ადამიანებში, ასევე ცესტოდებით.

Ascariasis:  Ascaris lumbricoides (მატლები).

Enterobiosis (Oxyuriasis): Enterobius (Oxyurus) vermicularis (Oxyurus).

ანკილოსტომოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Necator americanus–ით  და Ancylostoma duodenale-თი გამოწვეული დავადებების სამკურნალოდ.

სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis.

ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura.

ნაწლავის ნემატოდოზი: Capillaria phillipinensis.
ტრიქოსტრონგილოზი: Trichostronqylus species–ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას Piranyel pamoat-ის ალტერნატივის სახით.

ტენიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ნაწლავური ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia saqunata, Taenia solium და Hymenolepis nana.

ტრიქინელოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Trichostronqylus-ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას.

კლონორქოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Chlonorchis sinensis-ით გამოწვეული კლორონქოზის მკურნალობისას.

ლამბლიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Giardia species-ით გამოწვეული ლამბლიოზის მკურნალობისას.

დოზირების რეჟიმი

\Echinococcus granulosus–ის  მატლის ფორმით გამოწვეული  ერთკამერიანი ექინოკოკისა  და Taenia  solium-ის მატლის ფორმით გამოწვეული ნეიროცისტოცერკოზის მკურნალობის სქემა.

ნეიროცისტოცერკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ ან მეტი - 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა - 8-30 დღე.

ნეიროცისტოცერკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ-ზე ნაკლები - 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი.

(მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ), მკურნალობის ხანგრძლივობა - 8-30 დღე.

ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ ან მეტი - 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღე, შესვენება 14 დღე, სქემა 3-ჯერ უნდა განმეორდეს.

ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ-ზე ნაკლები - 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი. (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ), მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღე, შესვენება 14 დღე, სქემა 3-ჯერ უნდა განმეორდეს.

სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტური ფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სქემის განმეორებისას (28 დღეში პრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.

სხვა ჰელმინთოზური ინფექციები:

მკურნალობის   სქემა   მოზრდილებისათვის

ასკარიდოზი, ენტერობიოზი  (Oxyuriasis), ანკილოსტომოზი  (N. americanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზი  და  ტრიქოსტრონგილოზი:  გამოიყენება ერთჯერადი დოზით  400  მგ ალბენდაზოლი  (2  შემოგარსული  ტაბლეტი). მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.

ტენიოზი (T. saqinata,   T.  solium,  H.nana)  და სტრონგილოიდოზი:  გამოიყენება  ერთჯერადი დოზით  400 მგ  ალბენდაზოლი (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.

ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენება  ალბენდაზოლი  დოზით  200 მგ 2-ჯერ (1  შემოგარსული  ტაბლეტი ჰელმიზოლი)  10 დღის განმავლობაში.

ტრიქინელოზი: გამოიყენება  ალბენდაზოლი დოზით 400 მგ დღეში 2-ჯერ (2  შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი)  15 დღის  განმავლობაში.

კლონორქოზი: გამოიყენება  ალბენდაზოლი დოზით  400  მგ  დღეში 1-2-ჯერ (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 7 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 400 მგ (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) დღეში 3 დღის განმავლობაში.

ბავშვებისათვის რეკომენდებული  დოზის სქემა

ასკარიდოზი, ენტერობიოზი (Oxyuriasis), ანკილოსტომოზი (N.amerikanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზი:

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზით  მხოლოდ ერთხელ 200  მგ ალბენდაზოლი  (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი). მკურნალობის გაგრძელება  შეიძლება  3 კვირის შემდეგ.

- 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი:

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზით  მხოლოდ ერთხელ 200  მგ ალბენდაზოლი (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 3 დღის განმავლობაში.  მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.

- 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:  შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.

ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 200 მგ დღეში 2-ჯერ (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი). ერთკამერიანი ექინოკოკოზი: 15 მგ/კგ ალბენდაზოლი დღეში, მიიღება დილას და საღამოს 1/2 ტაბლეტი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს (4 შემოგარსული ტაბლეტი).

სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტური ფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სქემის განმეორებისას (28 დღეში პრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

ალბენდაზოლის გვერდითი მოვლენების სიხშირე ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზისათვის.

ქვემოთ მოცემულია ამ ორი დაავადებით 1%-ზე მეტი სიხშირე:

გვერდითი  მოვლენები

ერთკამერიანი ექინოკოკი

ნეიროცის­-ტოცერკოზი

დარღვევები ღვიღვი­ძლის ტესტებში 

15.6

< 1.0

მუცლის ტკივილი               

6.0

0.1

ღებინება/გულისრევა                

3.7

6.2

თავის ტკივილი                     

1.3

11.0

თავბრუსხვევა                        

1.2

<1.0

ქალასშიდა მაღალი წნევა                                   

0

1.5

მენინგიზმი                                                   

0

1.0

შექცევადი ალოპეცია                 

1.6

<1.0

ცხელება                                 

1.0

0

ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის გარეშე გაივლის. ლეიკოპენია  (0.7%) ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (3.8%) მკურნალობის მოხსნის მიზეზს წარმოადგენს. 

ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე  1%-ზე  ნაკლებია.

ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია; იშვიათად - გრანულოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.

კანის: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.

ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები.

თირკმლის: თირკმლის მწვავე უკმარისობა.

გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები 

ჰელმიზოლი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ბენზიმიდაზოლის წარმოებულის რომელიმე ნივთიერების  მიმართ (მებენდაზოლი, თიაბენდაზოლი, ალბენდაზოლი), ასევე რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჰიპერსენსიბილიზაცია).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა კატეგორია  С: კვლევებისას ალბენდაზოლმა გამოავლინა ტერატოგენობა. ზუსტი და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის დროს  გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ რისკი ნაყოფისათვის არ აღემატება სავარაუდო სარგებელს დედისათვის. ლაქტაცია:  ცხოველებში ალბენდაზოლი გადადის დედის რძეში. ქალის რძეში მისი გადასვლა ცნობილი არ არის. ვინაიდან მრავალი წამალი გადადის დედის რძეში, ჰელმიზოლი ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.

განსაკუთრებული მითითებები

ალბენდაზოლის დიდი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფატალური დასასრული, დაკავშირებული გრანულოციტოპენიასა და პანციტოპენიასთან. 

გრანულოციტოპენიის, თრომბოციტოპენიის, პანციტოპენიისა და აგრანულოციტოზის იშვიათი გამოვლინების გამო ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ნეიტროფილების აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირება მაღალი არ არის და არ პროგრესირდება, მაშინ მკურნალობის გაგრძელება შეიძლება. ალბენდაზოლის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუმცა გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული თერაპია არ არსებობს. ქალების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მათთვის ორსულობის ტესტის ჩატარება. ალბენდაზოლის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს  კონტროლი ნაყოფისათვის შესაძლო ზიანის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, ქალებმა, რომლებსაც ალბენდაზოლი ენიშნებათ მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან.

განსაკუთრებული მითითებები

ავადმყოფები უნდა ფლობდნენ შემდეგ ინფორმაციას:

-  ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამიტომ ფერტილური ასაკის ქალებს ალბენდაზოლი ენიშნებათ მხოლოდ ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ;

- ქალებმა, რომლებსაც ენიშნებათ ალბენდაზოლი, მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან;

- ვინაიდან ალბენდაზოლის დანიშვნისას შესაძლებელია ღვიძლისა და ძვლის ტვინის დაზიანება, რეკომენდებულია სისხლის კონტროლისა და ღვიძლის ტესტების ჩატარება (ყოველ 2 კვირაში);

- ალბენდაზოლი მიიღება საკვების მიღების დროს.

პედიატრიული ავადმყოფები:  პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის მიზეზით ალბენდაზოლით მკურნალობისას  განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა. ალბენდაზოლით 1 წელზე ნაკლები ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას  განსაკუთრებული  პრობლემები არ გამოვლენილა. ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზის მიზეზით 65 წელზე უფროსი  ასაკის ავადმყოფების ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა.

ლაბორატორიული ტესტები

ლეიკოციტების დაანგარიშება: იშვიათ შემთხვევაში (ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში) ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შექცევადი შემცირება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ყოველი 28–დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ლეიკოციტების შემცირება უმნიშვნელოა და არ პროგრესირებს, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება.

ღვიძლის ფუნქციები: იმის გამო, რომ ალბენდაზოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება, ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით ალბენდაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ალბენდაზოლით მკურნალობის დროს ავადმყოფთა დაახლოებით 16% შეიძლება ტრანსამინაზების შექცევადი მომატება აღენიშნოს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები აღდგება.

მკურნალობის დროს ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ და ყოველ 15 დღეში აუცილებელია შრატისმიერი ტრანსამინაზების შემოწმება. მათი მნიშვნელოვანი მომატებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, რის შემდეგაც მოსალოდნელია ენზიმების ნორმალური დონის დაბრუნება.

თეოფილინი: მიუხედავად იმისა, რომ ალბენდაზოლი ერთჯერადი დოზით თეოფილინის მეტაბოლიზმს არ აინჰიბირებს, ალბენდაზოლს შეუძლია P450Aენზიმის ინდუცირება ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ ალბენდაზოლისა და თეოფოლინის ერთად მიღებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში თეოფოლინის დონის კონტროლი.

ჭარბი დოზირება

ალბენდაზოლის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს. აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა ავადმყოფმა 12 საათის განმავლობაში მიიღო 16 გ  ალბენდაზოლი. ამ დროს გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ჭარბი დოზის  შემთხვევაში  მკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება),  რეკომენდებულია ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობის  ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება 

დექსამეტაზონი: ზრდის ალბენდაზოლის სულფოქსიდის წარმოქმნას და მის კონცენტრაციას პლაზმაში. 15 მგ/კგ/დღე დოზით ალბენდაზოლის დექსამეტაზონთან ერთად მიღებისას დოზით 8 მგ დღეში, 56%-ით იზრდება ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია.

პრაზიკვანტელი: სავსე კუჭზე მიღებისას პრაზიკვანტელი  ზრდის ალბენდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში (Cmax) და არეს მრუდის ქვეშ (AUC). მისი კინეტიკური მაჩვენებელი უცვლელი რჩება.

ციმეტიდინი: დოზით 10 მგ/კგ/ დღეში 2-ჯერ მიღებისას იზრდება ალბენდაზოლის სულფოქსიდი ნაღვლის წვენსა და ცისტის სითხეში.

თეოფილინი: ალბენდაზოლის ერთჯერადი (400 მგ) დოზის გამოყენების შემდეგ ამინოფილინის კინეტიკა მისი ვენაში შეყვანისას  არ იცვლება.

მეთიმაზოლი: წარმოადგენს ენზიმის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ალბენდაზოლს  სულფოქსიდად გარდაქმნისას იწვევს ალბენდაზოლის სულფოქსიდის  დონის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში.  ქლორპომაზინი  და ფენბენდაზოლი  მეტაბოლიზდება ერთი და იგივე ენზიმად, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის  შემცირებას.

ცხიმიან საკვებთან ერთად ალბენდაზოლის მიღებისას (საშუალოდ 40 გ ცხიმი) შესაძლებელია სისხლის პლაზმაში  ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის 5-ჯერ გაზრდა.

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 4 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

თბილისი (133 აფთიაქი)

ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-06-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-10-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-10-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-10-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-10-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-10-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-10-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-10-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-10-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-10-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-10-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-10-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-10-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-06-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-10-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-06-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-06-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-10-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-06-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-06-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-10-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-10-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-10-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-10-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-10-01
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-06-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-06-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-06-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-06-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-06-01
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-06-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-10-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-06-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-10-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-06-01

რეგიონი (172 აფთიაქი)

ახმეტა 2
0322 506506 (3456)
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-10-01
გურჯაანი 1 (24სთ)
33-71
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 3
2-506-506 (3373)
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-06-01
კაჭრეთი
0322506506 (3386)
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-06-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-10-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-06-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-06-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-10-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-06-01
იორმუღანლო
2-506-506 (3458)
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-10-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-10-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-10-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-06-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-10-01
ყვარელი 3
0322 900 800 (3243)
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-06-01
ახალსოფელი
0322 506 506(3247)
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-06-01
ყვარელი 4
0322506506 (3244)
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-06-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-06-01
კაზრეთი-1
2-506-506 (3801)
დაბა კაზრეთი
ვადა: 2025-10-01
ბოლნისი 2
2-506-506 (3516)
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-06-01
გარდაბანი
(+995 372) 22-34-36
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-10-01
დმანისი
(+995 360) 22 23 15
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-06-01
გამარჯვება 1
2-506-506 (3519)
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-06-01
თეთრიწყარო 1
2-506-506 (3481)
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-10-01
კრწანისი
2-506-506 (3207)
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-06-01
მარნეული 1 (24სთ)
5049
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-06-01
მარნეული 2 (24სთ)
0322 506 506(3502)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-06-01
მარნეული 3
(+995 357) 22-24-05
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-06-01
მარნეული 4
(0322)506-506 (3504)
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
(+995 341) 24-16-90
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
(+995 341) 22-03-64
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 4
577 00 67 38
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 6
2-506-506 (3256)
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-06-01
მარტყოფი 1
(3393)
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-10-01
რუსთავი 8
(3258)
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 9
3259
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-06-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა-2
0322506506 (3469)
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-10-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
577006757
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 22
577 38-60-52
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-10-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 26
0322506506 (3726)
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-06-01
ხარაგაული
0322506506 (3276)
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო 2
0322506506 (3269)
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
0322506506 (3262)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-10-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-10-01
ხონი
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-06-01
ჩაქვი
2-506-506 (3427)
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 2
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 4
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 6
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 8
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 10
577 00 67 14 (3410)
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-06-01
ბათუმი N17
2-506-506 (3417)
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-06-01
ბათუმი N18
2-506-506 (3418)
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 20
0322 506506 (3420)
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 21
0322506506 (3444)
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-10-01
ბათუმი 22
(3445)
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2026-06-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 1
2-506-506 (33-01)
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-10-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
2506506 (3307)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-10-01
მესტია
2-506-506 (3206)
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-06-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2026-06-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-06-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-06-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-06-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-10-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-10-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-10-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-06-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-10-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-10-01