ქოლეკარდი #30ტ

ქოლეკარდი #30ტ

51.88 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: პრომოფარმა სპა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მონოკლინ K+კოენზიმ Q10
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72939
გააზიარე:

ქოლეკარდი #30ტ

ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსი

არ შეიცავს გლუტენს 30 ტაბლეტი-18გ.

ქოლეკარდი® არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მონაკოლინ K, მიღებულს ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ინგრედიენტები : ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, (Monascus purpureus, მიღებული საფუარა სოკოს და Oryza sativa L. თესლის ფერმენტაციით) სტანდარტიზებული 3% მონაკოლინ K, მიკროკრისტალური ცელულოზა, CoQ10, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

ნუტრიციული ინფორმაცია

ფერმენტირებული წითელი ბრინჯი ----- 334 მგ

ექვივალენტური მონაკოლინ K ----- 10 მგ CoQ1 ----- 20 მგ

მონაკოლინ K ბუნებრივი წაროშობის ფიტოსტატინია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. ისევე როგორც სხვა სტატინები იგი წარმოადგენს ფერმენტ HMG CoA- რედუქტაზას ( კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს : თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს.ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინე-ბთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის :

•პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში

•დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია

•ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

•მეტაბოლური სინდრომი

•ქოლეკარდის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით.

•სინთეზური სტატინების „აუტანლობა“ (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).

გაფრთხილებები :

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიმართეთ ექიმს საკონსულტაციოდ.

არ გამოიყენოთ ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე არ გამოიყენოთ ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებთან ერთად.

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან მიღებული 10 მგ მონაკოლინ K მიღებისას, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, მოარიდეთ სითბოს.

მიღების წესი

1 ტაბლეტი საღამოს საკვების მიღების შემდეგ.

მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი- მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შეუთვა : 30 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა : არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც არის მითითებული კოლოფზე და რჩება ინტაქტური კოლოფის სწორად შენახვის შემთხვევაში.