კალიუმის(პოტას)ქლორიდი500მგ#100ტ

კალიუმის(პოტას)ქლორიდი500მგ#100ტ

28.60 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიარითმიული საშუალებები
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: ბიომედიკა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72163
გააზიარე:

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა (KALIUM CHLORATUM BIOMEDICA)

500 მგ,ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

Kalii Chloratum

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია, რადგანაც  მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემებია.

  • შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
  • ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი ჩივილები აქვთ.
  • რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. იხილეთ პუნქტი 4.

წინამდებარე ანოტაციაში იხილავთ:

  1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
  2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღების დაწყებამდე
  3. როგორ გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ ინახება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  1. 1.  რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა წარმოადგენს კალიუმის შემცველ პრეპარატს.

კალიუმი სხეულში არსებული სითხეების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, წარმოადგენს მთავარ უჯრედშიდა კათიონს, აქვს მნიშვნელოვანი დანიშნულება ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესში, რომლებიც არსებითია ნერვული სისტემის, კუნთების გამართული ფუნქციონირებისთვის,  გულისა და თირკმელების ნორმალური მუშაობის შენარჩუნებისთვის.

პრეპარატი გამოიყენება კალიუმის ნაკლებობის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ შარდით კალიუმის დიდი ოდენობით დაკარგვის შედეგად: ზოგიერთი დიურეტიკის (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოებასა და გამოყოფას) მიღებისას, თირკმელების ზოგიერთი დაავადებისას, როდესაც ჭარბად ხდება შარდის წარმოქმნა, კორტიკოსტეროიდების (ჰორმონები, რომელთაც გამოყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე) მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას, პირველადი და მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმისას (ჰორმონ ალდოსტერონის მომატებული წარმოება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში).

კალიუმის უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც  გამოწვეულია საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ კალიუმის დაკარგვით: ღებინება და ფაღარათები, საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, კუჭის წვენის ამოღება.

საკვების საშუალებით კალიუმის არასაკმარისი მიღება, დროებითი შიმშილობები, მიუღებელი წონაში დასაკლები დიეტები და ა.შ.

  1. 2.   რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა

  • თუ გაქვთ ალერგია კალიუმის ქლორიდზე ან ამ პრეპარატის შემადგენელ სხვა ნაწილებზე (მოცემულია პუნქტში 6),
  • სისხლში კალიუმის მაღალი დონისა და ყველა მდგომარეობის დროს, რომელსაც შეუძლია ამის გამოწვევა, პირველ რიგში თირკმლების ფუნქციის ძლიერი დაქვეითებისას, მდგომარეობების დროს, რომელთაც ახლავთ ქსოვილების მომატებული შლა (ჭრილობები, დამწვრობა), მწვავე  დეჰიდრატაციისას (სხეულის სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვა), ერთდროული მკურნალობა ისეთ დიურეტიკებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სხეულში კალიუმის შეფერხებას.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, თირკმელზედა ჯირკვლების მომატებული ფუნქციისას, არაკონტროლირებადი დიაბეტის დროს.

თუ  ამ აბზაცში ჩამოთვლილი დაავადებები პირველად აღმოგაჩნდებათ პრეპარატის მიღების დაწყების დროს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები

პრეპარატ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას  მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან აფთიაქართან, კერძოდ:

  • თუ გაქვთ თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება;
  • არასაკმარისად კონტროლირებადი დიაბეტის დროს;
  • მეტაბოლური აციდოზის (მდგომარეობა, რომლის დროსაც  ხდება ორგანიზმში მჟავოვანი ნივთიერებების დაგროვება) დროს;
  • თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • თუ ერთდროულად იყენებთ დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ) - პრეპარატ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დიგოქსინის ტოქსიკურობის გაზრდა.

კალიუმის უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს სასურველია სისხლში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ბავშვები

მედიკამენტოზური ფორმა არ არის მიზანშეწონილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა   და სხვა სამკურნალო საშუალებები

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს,  ყველა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ.

პრეპარატის კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა  და მასთან ერთად მიღებული პრეპარატების მოქმედებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პრეპარატებთან ერთდროულ მიღებას, რომლებიც იწვევენ კალიუმის დონის მომატებას სისხლში ან თავადაც შეიცავენ კალიუმს, ასეთებია, მაგალითად,

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები (ტკივილის გამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო სიცხის დამწევი საშუალებები),
  • კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შარდის მომატებულ გამომუშავებასა და გამოყოფას უწყობენ ხელს) და ACE-ინჰიბიტორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
  • დიგიტალური გლიკოზიდები (გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
  • ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), ჰეპარინი (სისხლის შედედების შემამცირებელი მედიკამენტი), ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი საშუალება), ალდოსტერონის ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
  • ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს ინჰიბიტორები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
  • ანტიქოლინერგიკები (ნაწლავების მობილურობის შემამცირებელი),
  • სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ წყლულების წარმოშობას (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა).

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუს აწოვებთ, ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ფეხმძიმედ ან შესაძლოა დაფეხმძიმდეთ, ამ სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუს აწოვებთ, არ მიიღოთ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა,   თუ ამას ექიმი არ გეტყვით გარკვევით.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა არ ახდენს გავლენას  ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

  1. 3.    როგორ გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ანოტაციის თანახმად ან ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან აფთიაქარმა. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.

დოზირება ინდივიდუალურია სისხლში კალიუმის დონის შესაბამისად. ზუსტ დოზირებას ყოველლთვის წყვეტს ექიმი.

ჩვეულებრივ ზრდასრულები 1-2 ტაბლეტს იღებენ დღეში 2-3-ჯერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ჩვეულებრივ იღებენ 1 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში.

მედიკამენტოზური ფორმა არ არის მიზანშეწონილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, გადაყლაპეთ მთლიანად, არ გაკვნიტოთ და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.

პრეპარატის კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

თუ თქვენ მიიღებთ ან ბავშვი შემთხვევით მიიღებს ტაბლეტების საჭიროზე მეტ რაოდენობას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების ნიშნებია: კუნთების სისუსტე, გაშეშება და დაბუჟება (პარესტეზია), პარალიჩი, დაბალი არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევის კოლაფსამდე (ძალების გამოცლა), გულის არარეგულარული რითმი გულის გაჩერებამდე. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქარს. 

თუ დაგავიწყდათ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა  მიღება

არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.

  1. 4.  შესაძლო გერდითი მოვლენები 

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად წინამდებარე პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება, ხანგრძლივი გამოყენებისას და განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების ერთეული შემთხვევები.

პრეპარატის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი ზედაპირის გაღიზიანება, რომელიც ვლინდება გულისრევის შეგრძნებით, პირღებინებით, მეტეორიზმით, მუცლის ტკივილითა და ფაღარათით. ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას წყლული. იმ შემთხვევაში, თუ ეს გვერდითი მოვლენები ან სხვა უჩვეულო რეაქცია გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

კალიუმის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის არასასურველი მომატება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ აღმოგაჩნდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, აფთიაქარს ან მედდას. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ მისამართზე:

სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი

შრობაროვა 48

100 41 პრაღა 10

ვებ-გვერდზე: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  1. 5.   როგორ ინახება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა

შეინახეთ 25 °C-მდე ტემპერატურაზე.

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ამ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ,  რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.

დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.

  1. 6.   შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს 0,5 გ კალიუმის ქლორიდი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარულ თითო ტაბლეტში (შეესაბამება 6,75 მმოლ K+)

დამხმარე ნივთიერებებია L 30% მეთილაკრილატის კოპოლიმერის დისპერსია, პოლისორბატი 80, ტალკი, კალციუმის სტეარატი, ტრიეთილ-ციტრატი, ჟელატინი.

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა წარმოადგენენ თეთრ ან მოყვითალო, სუსტად მარმარილოსებრ, ოსპისებურიშემოგარსული ტაბლეტებს მსბუქად არაერთგვაროვანი ზედაპირით.

შეფუთვა შეიცავს ნაწლავში ხსნად გარსით დაფარულ 50 ან 100 ტაბლეტს PVC/Al ბლიტერში.  

რეგისტრაციის მფლობელი:

ბიომედიკა, სპოლ. ს.რ.ო. (Biomedica, spol. s.r.o.)

პეკარჟსკა 8

155 00 პრაღა 5

ჩეხეთის რესპუბლიკა

მწარმოებელი:

ბიომედიკა, სპოლ. ს.რ.ო. ჰორჟატევის განყოფილება (Biomedica, spol. s.r.o., Divize hořátev)

ჰორჟატევ 104

289 12 ნიმბურკი

ჩეხეთის რესპუბლიკა

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (85 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2024-12-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2024-12-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2024-12-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2024-12-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2024-12-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2024-12-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2024-12-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2024-12-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2024-12-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2024-12-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2024-12-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2024-12-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2024-12-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2024-12-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2024-12-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2024-12-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2024-12-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2024-12-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2024-12-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2024-12-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2024-12-01

რეგიონი (133 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2024-12-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2024-12-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2024-12-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2024-12-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2024-12-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2024-12-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2024-12-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2024-12-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2024-12-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2024-12-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2024-12-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2024-12-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2024-12-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2024-12-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2024-12-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2024-12-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2024-12-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2024-12-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2024-12-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2024-12-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2024-12-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2024-12-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2024-12-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2024-12-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2024-12-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2024-12-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2024-12-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2024-12-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2024-12-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2024-12-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2024-12-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2024-12-01
ბათუმი N17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2024-12-01
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2024-12-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2024-12-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2024-12-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2024-12-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2024-12-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2024-12-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2024-12-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2024-12-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2024-12-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2024-12-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2024-12-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2024-12-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2024-12-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2024-12-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2024-12-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2024-12-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-12-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2024-12-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2024-12-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2024-12-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2024-12-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2024-12-01