ვალსაკორი H160 160მგ/12.5მგ#28

ვალსაკორი H160 160მგ/12.5მგ#28

43.76 ლარი 31.51 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 72097
გააზიარე:

ვალსაკორი® H 160

სავაჭრო დასახელება

ვალსაკორი® H 160 (Valsacor® H 160)

 

ზოგადი მახასიათებლები

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი (valsartan/hydrochlorothiazide)

აღწერა

ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული მოწითალო-მოყავისფრო აპკიანი გარსით.

 

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთერება:  ვალსარტანი 160 მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), საღებავი რკინის ოქსიდი (E172),  მაკროგოლი 4000.

 

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე; ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი და შარდმდენი.

ათქ კოდი: C09DA03.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდ

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ვალსარტან/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას 80/12,5 მგ, აღენიშნებოდათ საშუალო არტერიული წნევის დაქვეითება (14,9/11,3 მმ.ვწყ.სვ) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდს 12,5 მგ (5,2/2,9 მმ.ვწყ.სვ) და მარტო ჰიდროქლორთიაზიდს 25 მგ (6,8/5,7 მმ.ვწყ.სვ). გარდა ამისა, პაციენტების უფრო მაღალი პროცენტი პასუხობდა ვალსარტანს/ჰიდროქლორთიაზიდის 80/12,5 მგ კომბინირებულ თერაპიას (დიასტოლური არტერიული წნევა < 90 მმ.ვწყ.სვ ან შემცირება ≥ 10 მმ.ვწყ.სვ) (60%), ვიდრე ჰიდროქლორთიაზიდთან 12.5 მგ (25%) და ჰიდროქლორთიაზიდთან 25 მგ (27%) შედარებით.

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს/ჰიდროქლორთიაზიდის 80/12,5 მგ კომბინაციას, აღენიშნებოდათ საშუალო არტერიული წნევის შემცირება (9,8/8,2 მმ.ვცხ.სვ) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ვალსარტანს 80 მგ (3,9/5,1 მმ.ვცხ.სვ.) და ვალსარტანი 160 მგ (6.5/6.2 მმ.ვცხ.სვ). გარდა ამისა, პაციენტების უფრო მაღალი პროცენტი პასუხობდა (დიასტოლური არტერიული წნევა < 90 მმ Hg ან შემცირება ≥ 10 მმ Hg) ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის 80/12.5 მგ (51%) კომბინირებულ თერაპიას ვალსარტანის 80 მგ (36%) და ვალსარტანის 160 მგ (37%) მიღებასთან შედარებით.

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებოზე კონტროლირებად, ფაქტორული დიზაინის კვლევაში შედარებული იქნა ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის სხვადასხვა დოზები. პლაცებოს (1,9/4,1 მმ Hg), ჰიდროქლორთიაზიდის 12,5 მგ (7,3/7,2 მმ Hg) და ვალსარტანის 80 მგ (8,8/8,6 მმ Hg) შედარებისას, არტერიული წნევის საშუალო დაქვეითება დაფიქსირდა ვალსარტან/ჰიდროქლორთიაზიდის 80/12,5 მგ (16,5/11,8 მმ Hg) კომბინაციების მიღებისას.

გარდა ამისა, პაციენტების უფრო მეტი პროცენტი პასუხობდა (დიასტოლური არტერიული წნევა < 90 მმ Hg ან შემცირდა ≥ 10 მმ Hg) ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის 80/12.5 მგ (64%) კომბინირებულ თერაპიას პლაცებოსთან (29%) და ჰიდროქლორთიაზიდთან (41%) შედარებით. ვალსარტანს + ჰიდროქლორთიაზიდის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა სისხლის შრატში კალიუმის დოზაზე დამოკიდებული შემცირება. სისხლის შრატში კალიუმის დაქვეითება უფრო ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდს 25 მგ, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდს 12,5 მგ.

ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციების კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოკალემიური ეფექტი შემცირდა ვალსარტანის კალიუმის შემნახველი ეფექტით. ვალსარტანის სასარგებლო ეფექტი ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობაზე და ავადობაზე ამჟამად უცნობია. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი მკურნალობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობისა და ავადობის რისკს.

 

ვალსარტანი

ვალსარტანი არის პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორების შერჩევითი ანტაგონისტი. მას აქვს შერჩევითი ანტაგონისტური მოქმედება AT1 რეცეპტორებზე. AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგია ანგიოტენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაციის მატება, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს განბლოკილი AT2 რეცეპტორები, რაც, სავარაუდოდ, არეგულირებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორების მიმართ. მისი მიდრეკილება AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან არის დაახლოებით 20000-ჯერ მეტი ვიდრე AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან. ვალსარტანი არ ურთიერთქმედებს და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების ან იონური არხების რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების რეგულირებაში. ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ასევე ცნობილია როგორც კინინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და ანადგურებს ბრადიკინინს. აგფ-ზე ზემოქმედების არ არსებობის გამო, ბრადიკინინის და P ნივთიერების მოქმედება არ არის გაძლიერებული, ამიტომ ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მიღებისას მშრალი ხველის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. კლინიკურმა კვლევებმა, რომლებშიც ვალსარტანი შედარებული იყო აგფ ინჰიბიტორთან, აჩვენა, რომ მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს (2.6% vs. 7.9%, შესაბამისად, P > 0.05). აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის დროს ანამნეზში ხველის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში მშრალი ხველა დაფიქსირდა ვალსარტანზე გადაყვანილი პაციენტების 19.5%-ში და თიაზიდური დიურეზულების მიღებისას პაციენტების 19.0%-ში, პაციენტების 68.5%-თან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით (P > 0.05).

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ვალსარტანი ამცირებს არტერიულ წნევას გულის კუმშვის სიხშირეზე (გკს) ზეგავლენის მოხდენის გარეშე. პრეპარატის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება 2 საათის განმავლობაში, ხოლო არტერიული წნევის (BP) მაქსიმალური შემცირება მიიღწევა 4-დან 6 საათამდე. პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებითი დანიშვნისას არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება, დოზის მიუხედავად, მიიღწევა 2-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის დროს. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაცია უზრუნველყოფს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დამატებითი შემცირების მიღწევას. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაციისას მიიღწევა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დამატებითი შემცირება. ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არ იყო დაკავშირებული ,,რიკოშეტულ“ ჰიპერტენზიასთან ან სხვა არასასურველ კლინიკურ მოვლენებთან. დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ ვალსარტანის გამოყენების შედეგად პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ტიპი 2 დიაბეტი და მიკროალბუმინურია, შემცირდა ცილის შარდში გამოყოფა.  MARVAL-ის (,,მიკროალბუმინურიის შემცირება ვალსარტანის გამოყენებისას“) კვლევის ფარგლებში შეფასებული იქნა შარდში ცილის ექსკრეციის შემცირება ვალსარტანის გამოყენებისას (80-160 მგ/დღეში ერთხელ) ამლოდიპინთან (5-10 მგ/დღეში ერთხელ) შედარებით 332 პაციენტში, რომლებთაც აღენშნებოდათ მე-2 ტიპის დიაბეტი (საშუალო ასაკი: 58 წელი; 265 მამაკაცი), ასევე აღენიშნებოდათ მიკროალბუმინურია (ვალსარტანი: 58 მკგ/წთ; ამლოდიპინი: 55.4 მკგ/წთ), ნორმალური ან მომატებული არტერიული წნევა და თირკმელების შენარჩუნებული ფუნქცია (სისხლის კრეატინინი < 120 მკმოლ/ლ). 24 კვირაზე  შარდში ცილების გამოყოფა შემცირდა (p <0,001) 42%-ით (–24,2 მკგ/წთ; 95% CI: –40,4–დან –19,1–მდე) ვალსარტანის გამოყენებისას და დაახლოებით 3%–ით (–1 ,7 მკგ/წთ; 95% CI : -5.5-დან 14.9-მდე) ამლოდიპინის გამოყენებისას, ორივე ჯგუფში არტერიული წნევის დაქვეითების ერთიდაიგივე დონის მიუხედავად.

DROP (The Diovan Reduction of Proteinuria) კვლევამ გააგრძელა ვალსარტანის ეფექტურობის შესწავლა შარდში ცილების გამოყოფის შემცირების შესახებ 391 პაციენტში, რომლებთაც აღნიშნებოდათ ჰიპერტენზია (BP = 150/88 მმ Hg) და ტიპი 2 დიაბეტი, ალბუმინურია (საშუალოდ = 102 მკგ/წთ. ; 20-700 მკგ/წთ.) და თირკმლის ფუნქციის შენარჩუნება (შრატში კრეატინინის საშუალო მაჩვენებელი = 80 მკმოლ/ლ). პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ვალსარტანის 3 დოზიდან ერთ-ერთის მისაღებად (160, 320 და 640 მგ/დღეში ერთხელ) და მკურნალობდნენ 30 კვირის განმავლობაში.  კვლევის მიზანი იყო ვალსარტანის ოპტიმალური დოზის დადგენა შარდში ცილების გამოყოფის შესამცირებლად ჰიპერტენზიულ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით. 30 კვირაზე, შარდში ცილების გამოყოფის პროცენტული ცვლილება მნიშვნელოვნად შემცირდა 36%-ით საწყისიდან 160 მგ ვალსარტანით (95% CI: 22-დან 47%-მდე), ხოლო 320 მგ  ვალსარტანით აღინიშნა შემცირება 44% (95% CI: 31-დან 54%-მდე). დადგინდა, რომ 160-320 მგ ვალსარტანის გამოყენებამ გამოიწვია შარდში ცილების გამოყოფის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ჰიპერტონულ პაციენტებში.

 

ჰიდროქლორთიაზიდ

თიაზიდური დიურეზულების მოქმედების ადგილი უმთავრესად არის თირკმლის დისტალური კლაკნილი მილაკი. თირკმლის ქერქში არის რეცეპტორები, რომლებსაც აქვთ მაღალი აფინურობა და წარმოადგენენ თიაზიდური დიურეზულების ძირითად დამაკავშირებელ ადგილს, სადაც თრგუნავენ NaCl-ის ტრანსპორტირებას დისტალურ კლაკნილ მილაკებში.

თიაზიდების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია Na+Cl– თანატრანსპორტის ინჰიბირებით, შესაძლოა Cl– ტრანსპორტის ადგილების კონკურენციის გამო, რაც გავლენას ახდენს ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმებზე: ნატრიუმის და ქლორის იონების გამოყოფა პირდაპირ იზრდება დაახლოებით თანაბარი ხარისხით. ირიბად, ამ დიურეზული ეფექტის შედეგად, ხდება პლაზმის მოცულობის დაქვეითება, რის შედეგადაც იზრდება რენინის აქტივობა, ალდოსტერონის სეკრეცია, შარდში კალიუმის ექსკრეცია და, შედეგად, მცირდება კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში.რენინსა და ალდოსტერონს შორის ურთიერთკავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით, ამიტომ ვალსარტანის ერთდროული გამოყენებისას შრატში კალიუმის დონის დაქვეითება ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე მონოთერაპიის სახით ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას.

არამელანომური კანის კიბო

ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს დოზაზე დამოკიდებული კუმულაციური კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა და არამელანომურ კანის კიბოს შორის.

ერთი კვლევა ჩატარდა პოპულაციაში, რომელიც მოიცავდა  71,533 ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევას და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევას, რომლებიც შედარებული იყო ორ საკონტროლო ჯგუფში, რომლებშიც მონაწილეობდა 1 430 833 და 172 462 პირი, შესაბამისად. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალი დოზით გამოყენება (კუმულაციური ≥50,000 მგ) დაკავშირებული იყო კორექტირებულ HR-სთან (რისკის თანაფარდობა) 1.29 (95% CI: 1.23-1.35) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის და 3.98 (95. CI: 3,68-4,31) ბრტყელუჯრედოვანი კარცინომასთვის. მკაფიო დოზა-პასუხის ურთიერთკავშირი დაფიქსირდა როგორც ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისთვის.  ერთ სხვა კვლევაში დაფიქსირდა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოს (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის ექსპოზიციას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შედარებული იყო საკონტროლო ჯგუფთან, რომელშიც გაერთიანებული იყო 63 067 პირი, რისკზე მორგებული შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-პასუხის დამოკიდებულება გამოვლინდა კორექტირებული HR-ით 2.1 (95% CI: 1.7-2.6), რომელიც გაიზარდა HR-მდე 3.9 (3.0-4.9) მაღალი კუმულაციური დოზებისთვის (~25 000 მგ) და HR 7.7 (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზისთვის (~100 000 მგ).

 

ფარმაკოკინეტიკა

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდ

ვალსარტანთან ერთად გამოყენებისას ჰიდროქლორთიაზიდის სისტემური შეღწევადობა მცირდება დაახლოებით 30%-ით. ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ვალსარტანის კინეტიკაზე. ეს ურთიერთქმედება არ ახდენს გავლენას ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივ გამოყენებაზე, ვინაიდან კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი, რომელიც აღემატებოდა ეფექტს, რომელიც მიღწეული იქნა ამ პრეპარატების ცალკე მიღებისას ან პლაცებოსთან შედარებით.

 

ვალსარტანი

აბსორბცი

ვალსარტანის პერორალურად მიღებისას მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის განმავლობაში. ვალსარტანის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%. საკვების მიღება ამცირებს ვალსარტანის ელიმინაციას 40%-ით (შეფასებული AUC-ით) და პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას (Cmax) 50%-ით. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაცია უზმოზე და საკვებთან ერთად ერთნაირია. AUC-ის შემცირებას არ ახლავს ვალსარტანის თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჭამის წინ, ასევე მის შემდეგაც.

განაწილება

პრეპარატის განაწილების წონასწორული მოცულობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლიტრს, რაც მიუთითებს ვალსარტანის არაინტენსიურ განაწილებაზე ქსოვილებში. ვალსარტანი აქტიურად უკავშირდება შრატის ცილებს (94 - 97%), ძირითადად შრატის ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

ვალსარტანის ბიოტრანსფორმაცია უმნიშვნელოა, დოზის მხოლოდ დაახლოებით 20% აღინიშნება მეტაბოლიტების სახით. ფარმაკოლოგიურად არააქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტი გამოვლინდა პლაზმაში დაბალ კონცენტრაციებში (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები).

ელიმინაცია

ვალსარტანი აჩვენებს მრავალ ექსპონენციურ დაშლის კინეტიკას (t1/2a< 1 საათი და t1/2β დაახლოებით 9 საათი). ვალსარტანი უპირატესად გამოიყოფა ფეკალიებით (დოზის დაახლოებით 83%) და თირკმელებით (დოზის დაახლოებით 13%), ძირითადად უცვლელი სახით. ინტრავენურად შეყვანისას ვალსარტანის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო თირკმლის კლირენსი არის დაახლოებით 0,62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.

 

ჰიდროქლორთიაზიდი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდი სწრაფად შეიწოვება (tmax არის დაახლოებით 2 საათი). თერაპიული დოზის დიაპაზონში საშუალო AUC დოზის პროპორციულია. საკვების გავლენა ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ჰიდროქლორთიაზიდის პერორალური მიღების შემდეგ, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70%.

განაწილება

განაწილების ფარდობითი მოცულობა შეადგენს 4-8 ლ/კგ. მოცირკულირე ჰიდროქლორთიაზიდი უკავშირდება შრატის ცილებს (40-70%), ძირითადად შრატის ალბუმინს. ჰიდროქლორთიაზიდი ასევე გროვდება ერითროციტებში კონცენტრაციით, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება სისხლის პლაზმურ კონცენტრაციას.

ელიმინაცია

ჰიდროქლორთიაზიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-15 საათს. დღეში ერთხელ მიღებისას პრეპარატის დაგროვება მინიმალურია და დოზის განმეორებით მიღებისას ჰიდროქლორთიაზიდის კინეტიკაში ცვლილება არ შეინიშნება.

აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. თირკმლის კლირენსი მოიცავს პასიურ ფილტრაციას და აქტიურ სეკრეციას თირკმლის მილაკებში.

 

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებ

სისტემური ექსპოზიციის უმნიშვნელო ზრდა აღინიშნა ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, მაგრამ ამ მონაცემებს არ გააჩნია რაიმე კლინიკური მნიშვნელობა. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ჰიდროქლორთიაზიდის სისტემური კლირენსი შემცირებულია როგორც ჯანმრთელ, ასევე ჰიპერტენზიულ ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ვალსაკორი H160-ის რეკომენდებული დოზის გამოყენებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებისთვის კრეატინინის კლირენსით 30-70 მლ/წთ.

ამ დრომდე არ არსებობს მონაცემები ვალსაკორის H160-ის უსაფრთხო გამოყენების შესახებ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <30 მლ/წთ და პაციენტებში, რომლებიც გადიან დიალიზს. ვინაიდან ვალსარტანის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მაღალია, მისი გამოდევნა ჰემოდიალიზით ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო დიალიზი ეფექტურია ჰიდროქლორთიაზიდის ელიმინაციისათვის.

თირკმლის უკმარისობისას, პლაზმაში საშუალო პიკური დონეები და ჰიდროქლორთიაზიდის AUC მნიშვნელობები იზრდება და შარდით გამოყოფის სიჩქარე მცირდება. თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის AUC სამჯერ მომატება. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის AUC-ის 8-ჯერ გაზრდა (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

პაციენტები ღვიძლის ფურქციის დარღვევით

ფარმაკოკინეტიკური კვლევისას, რომლებშიც მონაწილეობდნენ პაციენტები მსუბუქი (n = 6) და ზომიერი (n = 5) ღვიძლის უკმარისობით, ვალსარტანის ეფექტი იყო დაახლოებით 2-ჯერ ძლიერი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ნაწილი ,,მიღების წესი და დოზირება“ და ,,სიფრთხილის ზომები“). არ არსებობს მონაცემები ვალსარტანის გამოყენების შესახებ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები"). ღვიძლის დაავადება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

გამოყენების ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია (ზრდასრული პაციენტები, რომელთა არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ვალსარტანის ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიის საშუალებებით).

 

გამოყენების წესი და დოზირება

ვალსაკორი H 160-ის რეკომენდებული დოზა არის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში.

რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრირება. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ტიტრირების მონიტორინგი ცალკეული კომპონენტების დოზების გაზრდით, რათა შემცირდეს ჰიპოტენზიის და სხვა გვერდითი ეფექტების რისკი.

თუკი სახეზეა კლინიკური საფუძვლები, შესაძლოა რეკომენდებული იყოს მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინირებულ თერაპიაზე პირდაპირი გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება ვალსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის დროს, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრების რეკომენდებული თანმიმდევრობა.  ვალსაკორი H160-ზე კლინიკური პასუხი  უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყების შემდეგ. თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს ცალკეული კომპონენტების დოზების გაზრდით ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის მაქსიმალურ 320 მგ/25 მგ დოზამდე.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ორი კვირის განმავლობაში. უმეტეს პაციენტებში მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 4 კვირის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება 4-8 კვირა დასჭირდეს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დოზების ტიტრირებისას.

მიღების მეთოდი  

ვალსაკორი H160 შეიძლება მიღებულ იქნას კვებისგან დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

 

პაციენტების სპეციალური ჯგუფებ

თირკმლის უკმარისობა

დოზის შეცვლა არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ). ვალსაკორი H160-ის კომპონენტებს შორის ჰიდროქლორთიაზიდის არსებობის გამო, ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის (GFR < 30 მლ/წთ.) და ანურიის დროს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ.) ვალსარტანისა და ალისკირენის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

შაქრიანი დიაბეტი

ვალსარტანისა და ალისკირენის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ქოლესტაზის გარეშე, ვალსარტანის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ-ს (იხ. ნაწილი "სიფრთხილის ზომები"). ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვალსარტანის კომპონენტის არსებობის გამო, ვალსაკორი H160 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე უკმარისობა ბილიარული ციროზით და ქოლესტაზით (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები", "სიფრთხილის ზომები", "ფარმაკოლოგიური თვისებები").

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პედიატრიული პაციენტები

ვალსაკორი H160-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო).

 

გვერდითი მოვლენებ

კლინიკური კვლევებისა და ლაბორატორიული ტესტების დროს მოხსენებული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით პლაცებოსთან შედარებით. შერჩეული პოსტმარკეტინგული შეტყობინებები წარმოდგენილია ქვემოთ სისტემური ორგანოების კლასების მიხედვით. გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თითოეული კომპონენტის ცალკე მიღებისას, მაგრამ რომლებიც არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში, შეიძლება განვითარდეს ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობის დროს.

გამოვლენის სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (1/100-დან 1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან 1/100-მდე), იშვიათი (1/10000-დან 1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10000 ან სიხშირე დადგენილი არ არის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე), ცალკეული მოხსენებების ჩათვლით.

 

ცხრილი 1. ვალსარტანით/ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული გვერდითი ეფექტების სიხშირ

დარღვევები ნივთერებათა ცვლისა და კვების მხრივ

არახშირი

დეჰიდრატაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

თავბრუსხვევა

არახშირი

პარესთეზია

უცნობია

„გულის წასვლა“

მხედველობის დარღვევები

არახშირი

არამკვეთრი მხედველობა

დარღვევები სმენისა და ლაბირინთის ორგანოს მხრივ

არახშირი

ხმაური ყურებში

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არახშირი

ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ

არახშირი

ხველა

უცნობია

ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან იშვიათი

დიარეა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არახშირი

მიალგია

ძალიან იშვიათი

ართრალგია

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

უცნობია

თირკმელების ფუნქციის გაუარესება

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

არახშირი

სისუსტე

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები

უცნობია

შრატში შარდმჟავას დონის მომატება, შრატში ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, ნეიტროპენია

 

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ:

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ადრე იყო მოხსენებული თითოეული ცალკეული კომპონენტისთვის, ასევე შეიძლება განვითარდეს ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობის დროს, მაშინაც კი, თუ ისინი არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

 

ცხრილი 2. ვალსარტანით გამოწვეული გვერდითი ეფექტების სიხშირე

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

უცნობია

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობია

სხვა ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

უცნობია

შრატში კალიუმის მომატებული დონე, ჰიპონატრიემია

დარღვევები სმენისა და ლაბირინთის სისტემის მხრივ

არახშირი

ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

უცნობია

ვასკულიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არახშირი

ტკივილი მუცლის არეში

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

უცნობია

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობია

კვინკეს შეშუპება, ბულოზური დერმატიტი, გამონაყარი, ქავილი

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

უცნობია

თირკმლის უკმარისობა

 

ჰიდროქლორთიაზიდი ფართოდ გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში, ხშირად უფრო მაღალი დოზებით, ვიდრე ვალსაკორი H160. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიაზიდურ დიურეტიკებს მონოთერაპიის სახით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

 

ცხრილი 3. ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული გვერდითი ეფექტების სიხშირ

 

ავთვისებიანი, კეთილთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები

(კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)

უცნობია

კანის არამელანომური კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)1

დარღვევებსისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათი

თრომბოციტოპენია, ზოგჯერ თან ახლავს პურპურა

ძალიან იშვიათი

აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა

უცნობია

აპლასტიური ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი

ჰიპოკალიემია, სისხლში ლიპიდების მომატება (ძირითადად მაღალი დოზებისას)

ხშირი

ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერურიკემია

იშვიათი

ჰიპერკალციემია, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია, მეტაბოლური გაუარესება შაქრიანი დიაბეტის დროს

ძალიან იშვიათი

ჰიპოქლორემიული ალკალოზი

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

დეპრესია, ძილის დარღვევები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია

მხედველობის დარღვევები

იშვიათი

მხედველობის დარღვევები

უცნობია

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ქოროიდული გამონაჟონი

დარღვევები გულის მხრივ

იშვიათი

გულის არითმია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირი

პოსტურალური ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოების და მედიასტინუმის მხრივ

ძალიან იშვიათი

სუნთქვის უკმარისობა, მათ შორის პნევმონია და ფილტვის შეშუპება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი

მადის დაკარგვა, მსუბუქი გულისრევა და ღებინება

იშვიათი

ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, დიარეა

ძალიან იშვიათი

პანკრეატიტი

დარღვევები ღიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი

ინტრაჰეპატური ქოლესტაზი ან სიყვითლე

დარღვევები თირკმელებისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

უცნობია

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი

იშვიათი

ფოტომგრძნობელობა

ძალიან იშვიათი

ნეკროზული ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანის ერითემატოზური რეაქციები, კანის წითელი მგლურას რეაქტივაცია

უცნობია

მრავალფორმიანი ერითემა

ზოგადი დარღვევები და გართულებები პრეპარატის გამოყენების ადგილას

უცნობია

ჰიპერთერმია, ასთენია

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივა

უცნობია

კუნთების სპაზმი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

იმპოტენცია

       

1 კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოვლენილია HCTZ-ის დოზადამოკიდებული კუმულაციური კავშირი NMSC-ის განვითარების რისკთან.

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნებისმიერი სულფონამიდების ან პრეპარატის დამხმარე კომპონენტების მიმართ.
  • ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (GFR < 30 მლ/წთ), ჰემოდიალიზი.
  • მკურნალობისადმი რეზისტენტული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია ან სიმპტომური ჰიპერურიკემია.
  • ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების (ARBs) - ვალსარტანის ჩათვლით - ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (ACEI) ერთდროული გამოყენება ალისკირენთან შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ./1.73 მ2).

 

სიფრთხილის ზომები

შრატში ელექტროლიტების დონის ცვლილებები

ვალსარტან

არ არის რეკომენდებული კალიუმის შემცველი დიეტური დანამატების, კალიუმის შემნახველი დიურეზულების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა ნივთიერებების ერთდროული გამოყენება, რომლებსაც შეუძლია კალიუმის დონის მატება (მაგალითად, ჰეპარინი და ა.შ.). აუცილებელია კალიუმის დონის სათანადო მონიტორინგი.

ჰიდროქლორთიაზიდ

არსებობს ცნობები ჰიპოკალიემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი. თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი. თიაზიდები, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდი, ზრდის მაგნიუმის შარდის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია. თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ კალციუმის გამოყოფას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია.

ყველა პაციენტმა, რომელიც ღებულობს დიურეტიკებს, პერიოდულად უნდა აკონტროლოს შრატის ელექტროლიტების დონე შესაბამისი ინტერვალებით.

 

ნატრიუმის და/ან სითხის დეფიციტის მქონე პაციენტებ

პაციენტები, რომლებიც იღებენ თიაზიდურ დიურეტიკებს, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, უნდა ჩაუტარდეთ ელექტროლიტებისა და სითხის დისბალანსის ნიშნებზე მონიტორინგი. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ნატრიუმის და/ან სითხის მძიმე დეფიციტი, რომლებიც იღებენ დიურეზულების დიდ დოზებს, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია ვალსაკორი H160-ით თერაპიის დასაწყისში. ვალსაკორი H160-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზმში ელექტროლიტებისა და სითხის შემცველობის აღდგენა.

 

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე შეგუბებითი გულის უკმარისობა ან სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სტიმულაცია.

პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია პირველ რიგში დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგალითად, პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის განვითარება და, იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილი. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას. ვალსაკორ H160-ის უსაფრთხო გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობა, დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის დათრგუნვის გამო ვალსაკორი H160-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დისფუნქცია. ამ პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ვალსაკორი H160.

 

თირკმლის არტერიის სტენოზ

თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ცალკეული თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ვალსაკორი H160 ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, რათა თავიდან აიცილონ სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მომატება.

 

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმ

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ვალსაკორი H160, რადგან მათი რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა არ არის გააქტიურებული.

 

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათი

სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს (GFR ≥ 30 მლ/წთ) არ ესაჭიროებათ პრეპარატის დოზების ცვლილება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვალსაკორი H160-ის დანიშვნისას რეკომენდებულია შრატში კალიუმის, კრეატინინის და შარდმჟავას დონის პერიოდული მონიტორინგი.

 

თირკმლის ტრანსპლანტაცია

ამჟამად, არ არსებობს ვალსაკორ H160-ის უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია.

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქცია ქოლესტაზის გარეშე, სიფრთხილით უნდა მიიღონ ვალსაკორ H160. თიაზიდური დიურეზულები ასევე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, რადგან სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლისმიერი კომის რისკი.  

 

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპება აღინიშნა (ხორხისა და ყიის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ფარინქსის და/ან ენის შეშუპებას) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში სხვა პრეპარატების გამოყენებისას, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების ჩათვლით.  კვინკეს შეშუპების განვითარებისას ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პრეპარატის განმეორებითი გამოყენება უკუნაჩვენებია.

 

სისტემური წითელი მგლურა

დაფიქსირდა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან გააქტიურება თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას.

 

სხვა მეტაბოლური დარღვევები

თიაზიდური დიურეზულებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა, შეიძლება შეცვალოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და გაზარდოს შრატში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას დონე. დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

თიაზიდებმა შეიძლება შეამციროს კალციუმის შარდით გამოყოფა და გამოიწვიოს შრატში კალციუმის დონის წყვეტილი და მსუბუქი მატება კალციუმის მეტაბოლიზმის ცნობილი დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში. მძიმე ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ძირითადი ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ფუნქციის ტესტების ჩატარებამდე.

 

ფოტომგრძნობელობა

თიაზიდური დიურეზულების მიღებისას აღინიშნა ფოტომგრძნობელობის რეაქციები. თუ ეს რეაქციები გამოვლინდა მკურნალობის დროს, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. თუ დიურეზულების ხელახალი დაწყებაა საჭირო, რეკომენდებულია სხეულის დაუცველი ადგილების დაცვა მზისგან ან ხელოვნური UVA სხივებისგან.

 

ზოგადი ინფორმაცია

სიფრთხილით გამოიყენება სხვა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ყველაზე ხშირად გვხვდება ალერგიის და ასთმის მქონე პაციენტებში.  

 

ქოროიდული გამონაჟონი, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომ

სულფონამიდულმა წამლებმა ან სულფონამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოროიდული გამონაჟონი მხედველობის ველის დეფექტით, გარდამავალი მიოპია ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის დაწყებიდან რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე. თუ არ მოხდება დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება რაც შეიძლება მალე. თუ მაინც არ მოხდება თვალშიდა წნევის ნორმალიზება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობა. დახურულკუთხოვანი მწვავე გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორები არის ანამნეზში სულფონამიდების და პენიცილინების მიმართ ალერგიული რეაქციების არსებობა.

 

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)

ჰიპოტენზია, სინკოპე, ინსულტი, ჰიპერკალიემია და თირკმელების უკმარისობა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) დაფიქსირდა მგრძნობიარე პირებში, განსაკუთრებით იმ მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ RAAS-ზე. არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის და ელექტროლიტების მუდმივი მონიტორინგი უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალსარტანს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ RAAS-ზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს არ უნდა დაენიშნოთ ალისკირენი და ვალსარტანი ერთდროულად. ალისკირენის და ვალსარტანის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ).

 

კანის არამელანომური კიბო (NMSC)

ორმა ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებმა, რომლებიც ჩატარდა დანიის კიბოს ეროვნული რეესტრის მონაცემების გამოყენებით, აჩვენა კავშირი HCTZ-ის გამოყენებასა და NMSC ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის გაზრდილ რისკს შორის. NMSC-ის განვითარების რისკი გაიზარდა ჰიდროქლორთიაზიდის (HCTZ) საერთო (კუმულაციური) დოზის გაზრდით. NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი არის HCTZ-ის ფოტომგრძნობიარე ეფექტი. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იცოდნენ NMSC-ის განვითარების რისკის შესახებ. რეკომენდირებულია, რომ ასეთმა პაციენტებმა რეგულარულად დაითვალიერონ კანი რაიმე ახალი საეჭვო დაზიანების გამოსავლენად, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიიღონ პრევენციული ზომები, როგორიცაა მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა და შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება. კანის საეჭვო დაზიანებები დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს, ბიოფსიის ნიმუშების ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ NMSC ანამნეზი, რეკომენდებულია HCTZ-ის გამოყენების მიზანშეწონილობის გადახედვა.

 

სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახე

ვალსაკორი H160 შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ლაქტაზას დეფიციტის, გალაქტოზემიის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ვალსარტან

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (ARA II) არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოყენებისთვის. ARA II-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ARA II-ით თერაპია საჭიროდ ითვლება, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებთაც აქვთ დადასტურებული უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. თუ ორსულობა დადგინდა, ARA II თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ტერატოგენურობის რისკის ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ იყო საკმარისად დამაჯერებელი, მაგრამ ასეთი რისკის უმნიშვნელო მატება არ არის გამორიცხული. იმის გამო, რომ არ არსებობს კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან (ARAs) ასოცირებულ რისკთან დაკავშირებით, მსგავსი რისკები შეიძლება არსებობდეს ამ კლასის პრეპარატებისთვის. ცნობილია, რომ ARA II-ის გამოყენებას ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აქვს ფეტოტოქსიური ეფექტი (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას ძვლების დაგვიანებული ოსიფიკაცია) და ახალშობილთა ინტოქსიკაცია (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). ARA II-ის გამოყენების შემთხვევაში, დაწყებული ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და თავის ქალას მდგომარეობის ულტრაბგერითი მონიტორინგი.  ჩვილები, რომელთა დედებიც მკურნალობდნენ ანგიოტენზინ II ანტაგონისტებით, უნდა იმყოფებოდნენ ჰიპოტენზიის მონიტორინგის ქვეშ. ძუძუთი კვების დროს ვალსაკორი H160-ის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული ვალსაკორი H160-ის გამოყენება, არამედ უნდა მიმართოთ ალტერნატიულ მკურნალობას დადგენილი უსაფრთხოების პროფილით ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ჩვილის კვების შემთხვევაში.

 

ჰიდროქლორთიაზიდ

არსებობს ჰიდროქლორთიაზიდის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ შეზღუდული გამოცდილება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე კვლევები არასაკმარისია. ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმიდან გამომდინარე, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მისმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ნაყოფ-პლაცენტალური პერფუზია და გამოიწვიოს ნაყოფისა და ახალშობილისთვის ისეთი შედეგები, როგორიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური დისბალანსი და თრომბოციტოპენია.

ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის სამკურნალოდ, პლაზმის მოცულობის დაქვეითების და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკის გამო, დაავადებაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე. ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც სხვა თერაპიის გამოყენება შეუძლებელია. ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდებს მაღალი დოზებით, რომლებიც იწვევენ ინტენსიურ დიურეზს, შეუძლიათ შეაფერხონ რძის წარმოება. არ არის რეკომენდებული ვალსაკორი H160-ის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების პერიოდში ვალსაკორი H160-ის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დოზა უნდა იყოს მინიმალური.  

ზეგავლენა ავტომობილის  მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ არსებობს მონაცემები მანქანის მართვის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ. სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას გაითვალისწინეთ, რომ ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის მიღებისას შეიძლება არსებობდეს თავბრუსხვევის ან დაღლილობის რისკი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება, რომელიც კავშირშია ვალსარტანთან და ჰიდროქლორთიაზიდთან

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული

ლითიუმ

აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება აგფ ინჰიბიტორებთან და თიაზიდურ დიურეტიკებთან, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, ერთდროული გამოყენებისას. ვალსარტანისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, ეს კომბინაცია არ არის რეკომენდებული. თუ ამ კომბინაციის ერთდროული გამოყენება გახდა საჭირო, რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ფრთხილად მონიტორინგი.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებ

ვალსაკორი H160-მა შეიძლება გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების მოქმედება (მაგ., გუანეთიდინი, მეთილდოპა, ვაზოდილატორები, აგფ ინჰიბიტორები, ARBs, ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები).

პრესორული ამინები (ნორეპინეფრინი, ადრენალინი)

პრესორული ამინების მოქმედება შეიძლება შესუსტდეს. ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია და არ არის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასპ), მათ შორის COX-2 სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (3 გ/დღეში მეტი) და სელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებ

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებისა და  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულად მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. გარდა ამისა, იზრდება თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი და შრატში კალიუმის მომატება. ამიტომ რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში და პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაცია.

 

ვალსარტანთან ურთიერთქმედება

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა ARB-ებით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენი

PAAC-ის ორმაგი ბლოკადა ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორებით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენით ასოცირდება ჰიპოტენზიის, სინკოპეს, ჰიპერკალიემიის და თირკმლის დისფუნქციის (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) გაზრდილ რისკთან მონოთერაპიასთან შედარებით. არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის და ელექტროლიტების მუდმივი მონიტორინგი უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალსარტანს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ RAAS-ზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს არ უნდა დაენიშნოთ ალისკირენი და ვალსარტანი ერთდროულად. ალისკირენის და ვალსარტანის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ).

არ არის რეკომენდებული გამოყენება

კალიუმის შემნახველი შარდმდენები, კალიუმის დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ზრდის კალიუმის დონე

თუ აუცილებელია ვალსარტანისა და წამლების ერთდროული გამოყენება, რომლებიც გავლენას ახდენენ პლაზმაში კალიუმის დონეებზე, რეკომენდებულია პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი.

ტრანსპორტერები

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვალსარტანი არის ღვიძლისმიერი ათვისების ტრანსპორტერის OATP1B1/OATP1B3 სუბსტრატი და ღვიძლისმიერი გადინების ტრანსპორტერის MRP2-ის სუბსტრატი. ამ აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. შეწოვის ტრანსპორტერის ინჰიბიტორების (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) ან გადინების ტრანსპორტერის ინჰიბიტორების (რიტონავირი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ექსპოზიცია. სიფრთხილეა საჭირო ვალსარტანის ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დაწყებისას ან მათი შეწყვეტის შემდეგ.

სხვა

არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. კლინიკურ კვლევებში ტესტირებული წამლები მოიცავდა ციმეტიდინს, ვარფარინს, ფუროსემიდს, დიგოქსინს, ატენოლოლს, ინდომეტაცინს, ჰიდროქლორთიაზიდს, ამლოდიპინს და გლიბენკლამიდს. დიგოქსინს და ინდომეტაცინს შეუძლიათ ურთიერთქმედება მოახდინონ ჰიდროქლორთიაზიდთან, რომელიც შედის ვალსაკორი H160-ის შემადგენლობაში.

 

ჰიდროქლორთიაზიდის ურთიერთქმედება

სიფრთხილის საჭიროება ერთდროული გამოყენებისას

წამლები, რომლებიც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის დონეზ

სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებიც დაკავშირებულია კალიუმის ექსკრეციასთან და ჰიპოკალიემიასთან (მაგალითად, სხვა კალიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ACTH, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G, სალიცილის მჟავა და სალიცილატები), რეკომენდებულია სისხლში კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიოს ,,პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია

ჰიპოკალიემიის რისკის გამო, სიფრთხილეა საჭირო ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას წამლებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიოს ,,პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებების და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ შრატისმიერი ნატრიუმის დონეზე

დიურეზულების ჰიპონატრემიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ისეთი პრეპარატების კომბინირებული გამოყენებით, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები და ა.შ. სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას.

საგულე გლიკოზიდები

თიაზიდური დიურეზულების მიერ პროვოცირებული ჰიპოკალიემიის ან ჰიპომაგნიემიის შედეგად შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც ხელს უწყობენ გულის არითმიის განვითარებას საგულე გლიკოზიდების მიღებისას.

კალციუმის მარილები და ვიტამინი D

თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ D ვიტამინთან ან კალციუმის მარილებთან ერთად შეიძლება გაზარდოს შრატში კალციუმის დონე. თიაზიდური დიურეზულების ერთდროულმა გამოყენებამ კალციუმის მარილებთან ერთად, ჰიპერკალციემიისადმი მიდრეკილ პაციენტებში (მაგალითად, ჰიპერპარათირეოიდიზმი, ავთვისებიანი სიმსივნე ან D ვიტამინთან დაკავშირებული პირობები) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია მილაკოვანი კალციუმის რეაბსორბციის გაზრდის გამო.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (პერორალური პრეპარატები და ინსულინი)

თიაზიდის მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტური აციდოზის რისკის გამო, რომელიც გამოწვეულია ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული თირკმლის შესაძლო უკმარისობით.

ბეტა ბლოკატორები და დიაზოქსიდი

თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის, ერთდროულმა გამოყენებამ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად შეიძლება გაზარდოს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი. თიაზიდურმა დიურეზულებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა, შეიძლება გააძლიეროს დიაზოქსიდის მოქმედება.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)

შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზის კორექცია, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას ელიმინაციას, რადგან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდური დიურეზულების, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე.

ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბეპერიდენი)

თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს ანტიქოლინერგული საშუალებებით, როგორც ჩანს, ნაწლავის მოძრაობის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების გამო. მეორე მხრივ, მოსალოდნელია, რომ პროკინეტიკურმა წამლებმა, როგორიცაა ციზაპრიდი, შეიძლება შეამციროს თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობა.

ამანტადინი

თიაზიდებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა, შეიძლება გაზარდოს ამანტადინის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკი.

იონგაცვლითი ფისები

თიაზიდური დიურეზულების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბცია ქვეითდება ქოლესტირამინისა და კოლესტიპოლის არსებობისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თიაზიდური დიურეზულების სუბთერაპიული ეფექტი. თუმცა, ჰიდროქლორთიაზიდის და იონგაცვლითი ფისოვანი კომპლექსური წამლის დოზების გაყოფა ისე, რომ ჰიდროქლორთიაზიდი შეყვანილი იყოს ამ პრეპარატების მიღებამდე არაუგვიანეს 4 საათისა ან 4-6 საათის შემდეგ, შეიძლება პოტენციურად შეამციროს ეს ურთიერთქმედება.

ციტოტოქსიური პრეპარატები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)

თიაზიდებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა, შეიძლება შეამციროს ციტოტოქსიკური ნივთიერებების თირკმელებით გამოყოფა და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული მოქმედება.

ჩონჩხის კუნთების არადეპოლარიზებული რელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი)

თიაზიდებმა,მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა, შეიძლება გააძლიეროს კურარეს წარმოებულების ეფექტი.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.

ალკოჰოლი, საანესთეზიო და სედატიური საშუალებები

თიაზიდური დიურეზულების ერთდროულმა გამოყენებამ ნივთიერებებთან, რომლებსაც აქვთ არტერიული წნევის დამწევი ეფექტი (მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპათიკური აქტივობის შემცირებით ან პირდაპირი ვაზოდილაციური ეფექტით) შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია.

მეთილდოპა

არსებობს ცალკეული ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ჰიდროქლორთიაზიდს და მეთილდოპას.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები

დიურეზულებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზების მიღებისას. ასეთი პრეპარატების გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტის სითხის ბალანსის აღდგენა.

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

ვალსარტანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, კოლაფსი და/ან შოკი. ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბების ნიშნებია გულისრევა, ძილიანობა, ჰიპოვოლემია და ელექტროლიტური დარღვევები, რასაც თან ახლავს გულის არითმია და კუნთების სპაზმი.

მკურნალობა

თერაპიული ზომები დამოკიდებულია შეყვანის დროზე, სიმპტომების სახეობასა და სიმძიმეზე, სისხლის მიმოქცევის სისტემის მდგომარეობაზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არტერიული ჰიპოტენზია განვითარდება, პაციენტი უნდა იყოს მწოლიარე მდგომარეობაში და უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა ინტრავენურად. ვალსარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით პლაზმის ცილებთან ძლიერი შეკავშირების გამო, ხოლო ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზით.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

5 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული 14 ტაბლეტი მოთავსებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში. 1, 2, ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აპკიანი გარსით დაფარული  15 ტაბლეტი მოთავსებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  

 

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო,

შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია