ამს გრავიდა ფერუმ 100მგ #90ტ

ამს გრავიდა ფერუმ 100მგ #90ტ

106.15 ლარი 79.61 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამერიკა მედიკ ენდ საიეინს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის III ჰიდროქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72067
გააზიარე:

AMS-GRAVIDA FERRUM

3 ვალენტიანი რკინა

100 მგ.

 

ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

აძლიერებს იმუნიტეტს

აღადგენს რკინის დეფიციტს

დამატებითი ინფორმაცია:

გამოშვების ფორმა: კაფსულები / კონტეინერში 90 კაფსულა

კაფსულის შემადგენლობაში შედის    % დღიური ნორმა
რკინა (რკინის ფუმარატი)  100 მგ 555%
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60მგ 167%
ფოლიუმის მჟავა 400 მკგ 100%

სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა; ჟელატინი (კაფსულა); სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი

რკინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული ნუტრიციული დეფიციტია ორსულობის დროს. ხშირად ის ვითარდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ვიტამინი C ხელს უწყობს ქალის ორგანიზმის ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას და ფერტილობის ზრდას კერძოდ კი იმ ქალებში, ვისაც დაბალი პროგესტერონის დონე აქვთ. აღადგენს ბალანსს ესტროგენებსა და პროგესტერონს შორის. ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

ფოლიუმის მჟავა მიეკუთვნება ფოლატების ოჯახს და გავლენას ახდენს რიგ მეტაბოლურ პროცესებზე ორგანიზმში. იგი მონაწილეობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმსა და ამინომჟავების სინთეზში. მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში (მათ შორის ოოციტების გაყოფაში) და ხელს უწყობს ნორმალურ ჰემოპოეზს.

გაფრთხილება:

რკინის შემცველი პროდუქტებით შემთხვევითი ზედოზირება წამყვანი ფატალური ინტოქსიკაციის მიზეზია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს და რკინის შემცველი სხვა პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. შემთხვევითი ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

მითითება:

მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. მიიღეთ საკვებთან ერთად.

გამოყენება შესაძლებელია ვეგეტარიანელების მიერ

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

გრავიდა რკინა დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მიიღეთ პრეპარატი ექიმის მითითებისამებრ.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ იგი უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონირდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
რკინის ფუმარატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. იგი სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.

ფოლიუმის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის შეწოვის პროცესს, უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას ჰიალურონიდაზას ინჰიბირების გზით

რკინის ფუმარატი ადვილად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან, რადგან ორვალენტიანი რკინა კარგად შეიწოვება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. აბსორბცია იზრდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მისი ჭარბი შემცველობისას – მცირდება. Cmax აღინიშნება 4 სთ-ის შემდეგ. T1/2 შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.

ფოლიუმის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. Cmax  მიიღწევა 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.

რკინის ფუმარატისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის ერთდროული გამოყენებისას მცირდება როგორც რკინის, ასევე ანტიბიოტიკის აბსორბცია. ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის, მაგნიუმისა და კალციუმის მარილებს, ამცირებს რკინის შეწოვას ნაწლავიდან. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის აბსორბციას.

ფოლიუმის მჟავის ეფექტი მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტაციდებთან, ქოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, კონტრაცეპტივებთან და ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას.

ჩვენება:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
 
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლისა და შარდის მუქი შეფერვა.
რკინის შემცველი სხვა პრეპარატთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული ტესტების მაჩვენებლებზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.  
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ლითონის გემო პირის ღრუში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვისას), ტკივილი გულმკერდის არეში.

ზედოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მელენა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან დაერთოს აკროციანოზი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს შოკური მდგომარეობა, კომა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის დიდი დოზით მიღება ხასიათდება მაღალი ლეტალობით. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა დიდი რაოდენობის სითხის მიღებით; რძის ან უმი კვერცხის მიღება; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში – დესფეროქსამინის ვენაში შეყვანა; ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, აციდოზის კორექცია, რეჰიდრატაციული თერაპია.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (18 აფთიაქი)