ზუმ-25 25მგ #10პაკ

ზუმ-25 25მგ #10პაკ

8.42 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი
ჯენერიკი: Dexketoprophenum
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71600
გააზიარე:

ზუმ-25

Dexketoprofen

შემადგენლობა

ზუმ-25-ის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის 36.9 მგ-ს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზატი, ნეოჰესპერიდინის დიჰიდროჰალკონი, ლიმონის არომატიზატორი, სუკროზა.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

მოქმედების მექანიზმი

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი წარმოადგენს

ზუმ-25 წარმოადგენს ბენზოილფენილ პროპიონის მჟავას ტრომეტამოლის მარილს, რომელიც ხასიათდება ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი (ანტიპირეტული) მოქმედებით. იგი მიეკუთვნება ანალგეზიურ/ანტირევმატული არასტეროიდულ საშულებათა ჯგუფს.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვით გამოწვეული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებით ფერხდება არაქიდონის მჟავას გარდაქმნა ციკლურ ენდოპეროქსიდებად, რომელთაგანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები, პროსტაციკლინი და თრომბოქსანი.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის Cmax მიიღწევა საშუალოდ 30 წუთში (15-60 წთ). ერთდროულად საკვების მიღება აფერხებს პრეპარატის შეწოვას. პლაზმის ცილებს დაახლოებით 99% უერთდება. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0,35 საათს. ორგანიზმიდან დექსკეტოპროფენი ძირითადად გამოიდევნება გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის შემდეგ თირკმლების საშუალებით. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის T1/2 შეადგენს 1,65 საათს. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენება

ზუმ-25 გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის), კბილის ტკივილის დროს.

უკუჩვენება

  • ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
  • ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე დროის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი გულ-მკერდის არეში;
  • თუ გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლის განსაკუთრებული ფორმა და/ან ბუშტუკების წარმოქმნა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (სისხლში ცხიმების კონცენტრაციის დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების დროს;
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად, მოუნელებლობა (დისპეფსია), გულძმარვა);
  • ტკივილის გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია;
  • თუ გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი);
  • თუ გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;
  • თუ გაქვთ მომატებული სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
  • თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება;
  • 18 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები

  • რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში:
    - თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგია;
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების, ღვიძლის, გულის დაავადებები (არტერიული ჰიპერტონია და/ან გულის უკმარისობა), ორგანიზმში სითხის შეკავება;
  • თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო);
  • გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ აღნიშნული დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგ.: მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე და თამბაქოს მოწევა. ასეთ შემთხვევებში მკურნალობასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის ზუმ-25 მსგავს საშუალებებს შეუძლია უმნიშვნელო ხარისხით ხელი შეუწყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკის გაზრდას. ნებისმიერი გართულების საშიშროება იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი. იზრდება გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თქვენ ხართ ქალი, რომელსაც აქვს უნაყოფობის პრობლემა (პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლებელია ფერტილობის დაქვეითება, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას);
  • თუ გაქვთ სისხლმბადი სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა;
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის შეცვლას);
  • თუ გადატანილი გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავების სხვა დაავადებები;
  • თუ გაქვთ ჩუტყვავილა, რადგან ზედმეტმა აასს-მა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
  • თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპი), თრომბოციტების აგრეგაციის დამაქვეითებელი პრეპარატები (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები (ვარფარინი). ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელმაც, შესაძლებელია დაგინიშნოთ დამატებითი მედიკამენტები, კუჭის დამცავი საშუალებები (რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის გამომუშავებას).

პრეპარატი ზუმ-25 საკვებთან და სასმელთან მიღება:

მწვავე ტკივილის დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე, ე.ი. საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედება უფრო სწრაფად იწყება. 
ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის  ზუმ-25 მიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ ის გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლენისას აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი ზუმ-25-ის მიღება უკუნაჩვენებია.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას: შესაძლებელია, ზუმ-25 თქვენთვის არ იყოს შესაფერისი;
  • ძუძუთი კვების დროს ზუმ-25-ის მიღება არ შეიძლება. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქცია.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, და არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პრეპარატთან ზუმ-25 ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

რეკომენდებული არ არის შემდეგი საშუალებების კომბინირება პრეპარატთან ზუმ-25:

  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ვარფარინი, ჰეპარინი და სხვა საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას;
  • ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ხასიათის ზოგიერთი დარღვევის დროს;
  • მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის ან კიბოს დროს;
  • ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
  • სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.
  • რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატთან ერთად შემდეგი საშუალებების გამოყენებისას:
  • აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის დაავადებების დროს;
  • პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ვენების დაავადებებით განპირობებული ქრონიკული წყლულების დროს;
  • ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ანტიბიოტიკები-ამინოგლიკოზიდები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • შემდეგი საშუალებების გამოყენება პრეპარატთან ზუმ-25 ერთად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული:
  • ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;
  • სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ესე იგი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;
  • პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;
  • დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
  • მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტული საშუალების სახით (ორსულობის შეწყვეტისთვის);
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები;
  • ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პრეპარატის ზუმ-25 გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება და მიღების წესი

ზუმ-25 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითების დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ზუმ-25-ის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. 
ექიმი მოგცემთ რჩევას თუ რამდენი პაკეტი უნდა მიიღოთ დღეში და რა პერიოდის განმავლობაში დაგჭირდებათ პრეპარატის მიღება.

ჩვეულებრივ რეკომენდებულია თითო პაკეტის (25 მგ) მიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღე-ღამეში.

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი ან გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები, მკურნალობის დაწყება საჭიროა არა უმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ) საერთო სადღეღამისო დოზით. 
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაზრდილ იქნას ჩვეულებრივი პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი). 
თუ გაწუხებთ ძლიერი ტკივილი და გსურთ ამ ტკივილის სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ პრეპარატი მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად შეიწოვება.

პრეპარატის სწორად მიღების ინსტრუქცია:

გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში, კარგად მოურიეთ, რომ უკეთესად გაიხსნას.

ხსნარი უნდა მიიღოთ გახსნისთანავე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატსაც ზუმ-25 აქვს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ხშირად

100 პაციენტიდან 1-10-ს

ზოგჯერ

1 000 პაციენტიდან 1-10-ს

იშვიათად

10 000 პაციენტიდან 1-10-ს

ძალიან იშვიათად

10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

გულისრევა და/ან ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზულობა, თავის ტკივილები, გულისცემის გახშირება, წამოხურება, დარღვევები კუჭის მხრივ, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

პეპტიკური წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით (მელენა), გულყრა, მომატებული არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად კოჭის შეშუპება), მადის დაკარგვა (ანორექსია), პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლდენა, ტკივილი ზურგის არეში, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის სინჯების გადახრა სისხლის ანალიზში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობა).

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში, კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმლების მხრივ. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. 
არსებული მონაცემებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით, ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პრეპარატი ზუმ-25, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკი.

პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან იმუნური სისტემის დარღვევებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევს ცვლილებებს შემაერთებელ ქსოვილში), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი და კისრის გაკავების შეგრძნება.

გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ფხვნილი პაკეტებში 25 მგ; 10 პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).

მწარმოებელი:

შპს „ჯი-ემ-პი“

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი,

ფონიჭალა 65, ტელ.: 240 43 83

თბილისი (109 აფთიაქი)

ავერსი 11
225-02-32
ჭავჭავაძის გამზ. №48
ვადა: 2022-11-01
ავერსი 19
231-61-46
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2022-11-01
ავერსი 21
231-18-34
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2022-11-01
ავერსი 30
291-27-97
ჭავჭავაძის გამზ. №54
ვადა: 2022-10-01
ავერსი 46 (24სთ)
231-94-61
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2023-06-01
ავერსი 47
223-09-55
ფალიაშვილის ქ. №15
ვადა: 2022-11-01
ავერსი 81
223-20-51
ფალიაშვილის ქ. №82
ვადა: 2022-11-01
ავერსი 99
222-05-62
ჭავჭავაძის გამზ. №41
ვადა: 2022-10-01
ავერსი 148
222-00-41
არაყიშვილის N8 (აბაშიძის N26)
ვადა: 2023-06-01
ავერსი 150
2-51-96-35
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 160
2-506-506 (3160)
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 163
2-506-506 (3163)
არაყიშვილის ქ.№3
ვადა: 2022-11-01
ავერსი 164
2-506-506 (3164)
წყნეთის გზატკეცილი №15
ვადა: 2022-11-01
ავერსი 167
2 506-506 (3167)
ნ. ყიფშიძის ქ. №9
ვადა: 2022-11-01
ავერსი 3
237 30 11
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2022-11-01
ავერსი 18
237-07-80
ო. ჭილაძეს ქ. №166 კორ.5
ვადა: 2022-10-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2023-06-01
ავერსი 33
237-54-09
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2023-06-01
ავერსი 34 (24სთ)
238-14-17
ცინცაძის. №1
ვადა: 2022-11-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2022-11-01
ავერსი 41
237-54-08
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2023-06-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2022-11-01
ავერსი 78
259-67-04
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2023-06-01
ავერსი 89
2-506-506 (5564)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2023-06-01
ავერსი 91 (24სთ)
210-47-03
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 94
218-18-23
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2022-11-01
ავერსი 97
238-09-98
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2022-11-01
ავერსი 120
238-36-75
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2022-11-01
ავერსი 153
237-14-59
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2022-11-01
ავერსი 154
2-506-506 (3154)
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2022-11-01
ავერსი 157
2 506-506 (3157)
შარტავას 4/6
ვადა: 2022-11-01
ავერსი 158
2-506-506 (3158)
მირიან მეფის №75
ვადა: 2023-06-01
ავერსი 165
2-506-506 (3165)
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2023-06-01
ავერსი 166
2 506-506 (3166)
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2022-11-01
ავერსი 172
2-506-506 (3172)
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2022-11-01
ავერსი 12
253-06-18
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 15
235-66-27
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2023-06-01
ავერსი 45
235-67-64
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2022-11-01
ავერსი 57 (24სთ)
251-50-82
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2023-06-01
ავერსი 70
218-17-64
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2022-11-01
ავერსი 102
235-74-00
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2022-11-01
ავერსი 106 (24სთ)
247-96-35
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2023-06-01
ავერსი 136
235-99-87
ლუბლიანას ქ. №21
ვადა: 2023-06-01
ავერსი 141
2-506-506 (3141)
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2022-10-01
ავერსი 145
2-506-506 (3145)
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2022-11-01
ავერსი 169
2-506-506 (3169)
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 9
262-85-84
გლდანის ,,ა" მ/რ. კორპ. 50-ის მიმდებარედ
ვადა: 2023-06-01
ავერსი 14
263-32-26
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2022-11-01
ავერსი 44 (24სთ)
2-506-506 (3044)
გლდანის 1 მ/რ, კარტოგ. ფაბრიკის მიმდ. ნაკვ. 15/012
ვადა: 2022-11-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2023-06-01
ავერსი 66 (24სთ)
257-35-37
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2023-06-01
ავერსი 87
264-13-03
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2023-06-01
ავერსი 90
268-64-88
გლდანი, V მკრ
ვადა: 2022-11-01
ავერსი 111
262-18-29
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2023-06-01
ავერსი 133
218-09-22
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2023-06-01
ავერსი 143 (24სთ)
257-45-00
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2023-06-01
ავერსი 147
236-85-73
მეტრო ახმეტელის მიმდ.ტერიტორია, გლდანი მოლი
ვადა: 2023-06-01
ავერსი 162
2-506-506 (3162)
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2023-06-01
ავერსი 171
2-506-506 (3171)
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2022-10-01

რეგიონი (135 აფთიაქი)

გურჯაანი 1 (24სთ)
(+995 353) 22-12-18
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2022-11-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2022-11-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2022-11-01
თელავი 1
(+995 350) 27-34-99
ქ. წამებულის ქ. №3
ვადა: 2023-06-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2022-11-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ალაზნის გამზირი ბაზრის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2022-11-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2022-03-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2022-11-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
(+995 354) 22-39-00
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2023-06-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2022-11-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2023-06-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2022-10-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2022-11-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2022-11-01
ბოლნისი 1 (24სთ)
(+995 358) 22-30-50
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2022-11-01
ბოლნისი 2
2-506-506 (3516)
სულხან-საბას ქ. №165ა
ვადა: 2022-11-01
გარდაბანი
(+995 372) 22-34-36
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2022-10-01
დმანისი
(+995 360) 22 23 15
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2022-11-01
თეთრიწყარო 1
2-506-506 (3481)
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2022-11-01
მარნეული 1 (24სთ)
(+995 357) 22-10-84
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2022-10-01
მარნეული 2 (24სთ)
(+995 357) 22-15-60
26 მაისის ქ.
ვადა: 2022-11-01
მარნეული 3
(+995 357) 22-24-05
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2022-10-01
რუსთავი 1
(+995 341) 22-12-03
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2022-11-01
რუსთავი 3 (24სთ)
(+995 341) 22-03-64
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2023-06-01
რუსთავი 4
(+995 341) 22-76-00
მე-19-ე მ/რ. კორპ. 17
ვადა: 2022-11-01
რუსთავი 6
2-506-506 (3256)
მეგობრობის გამზ. N61
ვადა: 2022-11-01
რუსთავი 7
(+995 341) 22-76-10
ქ. რუსთავი, თოდრიას №3 ჩიხის 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2023-06-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2022-11-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2022-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2023-06-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2022-11-01
ზესტაფონი 3 (24სთ)
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2022-11-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2023-06-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2022-11-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2022-11-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2022-11-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2022-11-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2022-11-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2022-11-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
გომართელის №6
ვადა: 2022-10-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 7 (24სთ)
(+995 431) 29-72-22
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 15 (24სთ)
(+995 431) 24 27 28
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №18ა
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 19 (24სთ)
(+995 32) 214-73-81
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2022-11-01
ქუთაისი 22
2-506-506 (3722)
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2022-11-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი
ვადა: 2022-11-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2023-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
(+995 479) 25-42-02
აბაშიძის ქ. №1
ვადა: 2022-11-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2022-08-01
ჭიათურა 4
(+995 479) 25–28–51
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2023-06-01
ხონი (24სთ)
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 1
(+995 422) 22-01-82
ჭავჭავაძის ქ. №83
ვადა: 2023-06-01
ბათუმი 2 (24სთ)
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2023-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2023-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 6 (24სთ)
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2022-08-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2023-06-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2023-06-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
კობალაძის ქ. N15 / აბუსერიძის ქ. N73
ვადა: 2022-11-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2022-11-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2022-11-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2023-06-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2022-11-01
ბანძა
2-506-506 (3467)
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2022-11-01
ზუგდიდი 1 (24სთ)
(+995 415) 22-11-42
კიტიას ქ. №7
ვადა: 2022-08-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2022-08-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2022-11-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2022-11-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2022-11-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2022-11-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2022-11-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2022-11-01
მარტვილი 3
(+995 418) 22–00–30
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2022-11-01
სენაკი 1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2022-11-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2022-11-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №95
ვადა: 2022-11-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2022-11-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2023-06-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2022-11-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2023-06-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2022-11-01
წალენჯიხა 1
(+995 416) 22-00-51
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2022-11-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2022-11-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
ბერიას ქ. №3
ვადა: 2022-11-01
ჯვარი
(+995 416) 22-59-44
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2022-11-01
ცაგერი
2-506-506 (3459)
კოსტავას ქ.№14
ვადა: 2022-11-01