პარა-პლუსი 116გ აეროზოლი

პარა-პლუსი 116გ აეროზოლი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მალათიონი+პერმეტრინი+პიპერონილის ბუტოქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7128
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარა პლუსი
PARA PLUS
 
 
საერთაშორისო დასახელება - permethrin , malathion, piperonyl butoxide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - P03AC54

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გარეგანი გამოყენების აეროზოლი ბალონში

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის: ბალონში 90 გ
10 გ
პერმეტრინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50 მგ
მალატიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25 მგ
პიპერონილის ბუტოქსიდი . . . . . . . . .200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პერმეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისთვის. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანების კათიონური ცვლის მოშლაში. პერმეტრინის მოქმედება ძლიერდება პიპერონილის ბუტოქსიდით, რომელიც აბლოკირებს მწერების მიერ გამოყოფილ დამცავ ფერმენტებს.

ჩვენებები

თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზის მკურნალობა (ტილებსა და წილებზე ზემოქმედება).

მიღების წესები და დოზები

პრეპარატს ასხურებენ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე.
პრეპარატის ექსპოზიცია – 10 წუთი. შემდეგ აუცილებელია თმის დაბანვა რბილი შამპუნით ან შამპუნით პარა-დუ. მკვდარი წილების მოშორება ხდება ხშირი სავარცხლის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან წარმოიშვება მსუბუქი ჩხვლეტისა და თავის კანის წვის შეგრძნება.

უკუჩვენება

- პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური გადაუტანლობა.
- ბავშვთა ასაკი 2.5 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ერთი ბალონი საკმარისია 3-4 ადამიანის სამკურნალოდ. პრეპარატის გამოყენება ხდება საცხოვრებელ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება.
პრეპარატით დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ ცეცხლისაგან მოშორებით.
თავიდან აიცილეთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსებზე. არ ჩაყლაპოთ.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად შეასხურეთ პრეპარატი ყველანაირი ქსოვილის ნაწარმს, რომელთანაც კონტაქტირებდა დასნებოვნებული (ბალიშები, თავსამკაულები, პალტოს საყელოები და ა.შ.).

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 5oC მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
OMEGA PHARMA
საფრანგეთი