ჰემა ლაიფი #30კაფს
გააზიარე:
ჰემა ლაიფი კაფს. N30
ფარმაკოლოგიური თვისებები :
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტებში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონიდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
კარბონილის რკინა ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (99%). არ არის ტოქსიური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გაუმჯობესება.
ვიტამინი C ( ასკორბინის მჟავ ა) წარმოადგენს წყალში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები), ნახშირწყლების ცვლა, სისხლის შედედების პროცესი, პროკოლაგენის, კოლაგენის და კორტიკოსტეროიდების სინთეზი), აღსანიშნავია მისის როლი სურავანდის მკურნალობისას. ვიტამინი C ხელს უწყობს ნაწლავებში რკინის შეწოვის პროცესს, ქსოვილების რეგენერაციას, ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აწესრიგებს კაპილარების განვლადობას.
თუთია შედის ფერმენტებისა და რამოდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში, იგი ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, მონაწილეობს ცილების სინთეზში. გარდა ამისა, თუთია ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, აუცილებელია გემოს შეგრძნებისათვის, იგი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, კანის ფრჩხილებისა და თმების მდგობარეობაზე.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ანმინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინტეზში. ვიტამინი B9 აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინაეობისათვის, ხელს უწობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
სელენი ისევე როგორც ვიტამინები E და C ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, გააჩნია კარდიოპროტექტორული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.
ვიტამინი B12 ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანკობალამინის აქტიურ ფორმას და დიდ როლს თამაშობს დნმ-ის, კრეატინინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ვიტამინი B12 აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს, მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია, იგი იცავს უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და დისტროფიული ცვლილებების წარმოქმნას გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში, ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ჰემისშემცველი ფერმენტების სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა :
კარბონილის რკინა ნელა და თანაბრად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. ბიოშეღწევადობა რკინის მარილებთან შედარებით, მაქსიმალურია და აღწევს 69%. ვინაიდან მისი მცირე ზომის სფერული ნაწილაკები კარგად შეიწოვება. აბსორბცია ძლიერდება რკინადეფიციტისას, ხოლო მისი სიჭარბის დროს მცირდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 90%-ით. გამოიყოფა ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა შეიწოვება ძირითადად წვრილ ნაწლავში, პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%, Cmax აღწევს 4 სთ-ში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
თუთია შეიწოვება თორმეტგოჯა და მლივ ნაწლავებში. ეს პროცესი ხორციელდება სპეციფიკური ცილის მეშვეობით, რომელიც სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. სისხლის პლაზმაში ტრანსფერინის მეშვეობით ხდება თუთიის ტრანსპორტირება ღვიძლში. თუთიას შეიცავს ყველა ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით იგი გროვდება წინამდებარე ჯირკვალში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად.
ფოლის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაქლავის პროქსიმალური ნაწილიდან, პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%-ით, C max-აღწევს 30-60 წთ-ში, ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში, ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
სელენი თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში, ტრანსპორტირება და დეპონირება ხდება როგორც სპეციფიკური ცილების, ასევე ალბუმინების, გლობულინების და ლიპოპროტეინების მეშვეობით, მიკროელემენტი სისხლით აღწევს თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში, გამოიყოფა ფილტვების, ნაწლავისა და თირკმლების საშუალებით.
ციანოკობალამინის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან, მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი, იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს, Cmax აღწევს 8-12 სთ-ში, მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.
ვიტამინი E კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax აღინიშნება 4-8 სთ-ის შემდეგ, გამოიყოფა ძირითადად ნაღველით.
ჩვენებ ები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია, რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, კანის გვიანი პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები.
ორსულობა და ლაქტაცია :
ჰემა ლაიფი გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
|
შემადგენლობა : |
დღიური დოზა (1 კაფსულა): |
|
რკინა (კარბონილის რკინა) |
100 მგ |
|
ვიტამინი C |
75 მგ |
|
თუთია |
22.5 მგ |
|
ფოლის მჟავა |
400 µg |
|
სელენი |
60 µg |
|
ვიტამინი B12 |
5 µg |
|
ვიტამინი E |
15 ს/ე |
პროდუქტის ფორმა:
30 კაფსულა 2 (ორი) ბლისტერზე (2x15) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მიღების წესი და დოზირება :
მოზრდილებსა და ბავშვებში 12+ წლიდან მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.
ჰემა ლაიფის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები :
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
გვერდითი მოვლენები როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის მუქი შეფერილობა.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
მწარმოებელი :
Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).










