მოვიპრეპი ორალ/ფხვ#2(AB)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მოვიპრეპი®
MOVIPREP®
სარეგისტრაციო ნომერი: ЛП-002630
სავაჭრო სახელწოდება: მოვიპრეპი® (MOVIPREP®)
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური სახელწოდება: -
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი.
შემადგენლობა:
საშე ა:
აქტიური ნივთიერება: მაკროგოლი – 3350 100,00 გ, ნატრიუმის სულფატი უწყლო 7,500 გ, ნატრიუმის ქლორიდი 2,691 გ, კალიუმის ქლორიდი 1,015 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი (Е951) 0,233გ, კალიუმის აცესულფამი 0,117 გ, ლიმონის არომატიზატორი V3938-1 N1 0,340 გ.
საშე ბ:
აქტიური ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 4,700 გ, ნატრიუმის ასკორბატი 5,900 გ.
აღწერილობა:
საშე ა: თეთრიდან მოყვითალო ფერის ფხვნილი ლიმონის დამახასიათებელი სუნით.
საშე ბ: თეთრიდან ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათე საშუალება.
კოდი ათქ: A06AD65
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მაკროგოლზე დაფუძნებული ელექტროლიტების ხსნარის შიგნით მიღება იწვევს ზომიერ დიარეას, რომლის შედეგია მსხვილი ნაწლავის სწრაფი დაცლა.
მაკროგოლი-3350, ნატრიუმის სულფატი და ასკორბინის მჟავა ავლენენ ოსმოსურ მოქმედებას, რაც იწვევს საფაღარათე ეფექტს.
მაკროგოლი-3350 ზრდის ფეკალიების მასის მოცულობას, რაც იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები, ასევე სითხის დამატებითი მიღება აფერხებს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას.
ფარმაკოკინეტიკა
მაკროგოლი-3350 არ იცვლება ნაწლავში არსებობისას. იგი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ). მაკროგოლი-3350 აბსორბირებული რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით.
ასკორბინის მჟავა შეიწოვება ძირითადად წვრილ ნაწლავში აქტიური ნატრიუმ- დამოკიდებული გაჯერებული ტრანსპორტით. არსებობს უკუკავშირი მიღებულ დოზასა და დოზის აბსორბირებულ პროცენტს შორის. 30-დან 180 მგ-მდე დოზის შიგნით მიღებისას შეიწოვება მიღებული დოზის დაახლოებით 70-85%. ასკორბინის მჟავას 12 გ-მდე მოცულობით შემდგომი შიგნით მიღებისას შეიწოვება მხოლოდ 2 გ.
ასკორბინის მჟავას დიდი დოზების შიგნით მიღების შემდეგ და შრატში მისი კონცენტრაციის გადაჭარბებისას 14 მგ/ლ აბსორბირებული ასკორბინის მჟავა გამოიყოფა ძირითადად შეუცვლელი სახით თირკმელებით.
გამოყენების ჩვენება
მომზადება სადიაგნოსტიკო კვლევებისათვის (მაგალითად, ნაწლავის ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური და სხვა კვლევებისთვის) და ოპერაციული ჩარევისათვის, რაც საჭიროებს ნაწლავის დაცლას.
უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-კუჭის დაცლის დარღვევა (გასტროპარეზი);
-ნაწლავური გაუვალობა;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაცია ან პერფორაციის რისკი;
-ფენილკეტონურია (ასპარტამის შემცველობის გამო);
-გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (ასკორბინის მჟავას შემცველობის გამო);
-ტოქსიკური მეგაკოლონი, რაც წარმოადგენს ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებების გართულებას, მათ შორის კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი;
-18 წლამდე ასაკი;
-უგონო მდგომარეობა.
სიფრთხილით
-ღებინების რეფლექსის დარღვევა, ასპირაციისადმი ან რეგურგიტაციისადმი მიდრეკილება;
-ცნობიერების დარღვევა;
-დეჰიდრატაცია;
-გულის მძიმე უკმარისობა (III-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციით);
-თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
-ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადებები მძიმე ხარისხის;
-უცნობი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილი;
-არითმიის რისკი (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ან აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები).
ნებისმიერი ჩამოთვლილი დაავადების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატი მოვიპრეპის® მიღებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი მოვიპრეპის® გამოყენების გამოცდილება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შეზღუდულია. პრეპარატი მოვიპრეპის® გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკს (საჭიროა ექიმთან კონსულტაცია).
გამოყენების წესი და დოზები
დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებამდე (მაგალითად, ნაწლავის ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური და სხვა კვლევები) და ოპერაციულ ჩარევამდე საჭიროა ნაწლავის მომზადების მნიშვნელოვანი პროცესის გავლა, რომელიც მოიცავს 3 ეტაპს:
1. კვების სპეციალური რაციონის დაცვა;
2. პრეპარატის მიღების სქემის არჩევა, რაც დამოკიდებულია კვლევის ან ოპერაციის ჩატარების დროზე;
3. ნაწლავის გასუფთავების პროცესის ჩატარება პრეპარატი მოვიპრეპის® დახმარებით.
თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოყვანილია ქვემოთ.
1. კვების სპეციალური რაციონის დაცვა:
კვლევის ან ოპერაციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მნიშვნელოვანია კვების სპეციალური რაციონის დაცვა:
ნებადართულია |
აკრძალულია |
სრული ცილოვანი საკვები: -ფრინველის და საქონლის მოხარშული ხორცი (ძეხვეულის გარდა); -უცხიმო თევზი; -უცხიმო რძე-მჟავა პროდუქტები; -კვერცხი.
ჟელე, შაქარი, თაფლი.
|
სრული მცენარეული საკვები: -ბოსტნეული; -ხილი; -კენკრა; -მწვანილი; -ბურღულეული; -თხილი; -ფაფები; -პური. |
სითხეები: -გამჭვირვალე ბულიონები; -ჩაი რძის გარეშე; -ყავა რძის გარეშე; -კომპოტი კენკრის გარეშე; -წვენი რბილობის გარეშე; -უალკოჰოლო სასმელი საღებავების გარეშე;
-წყალი. |
სითხეები: -საღებავების შემცველი წვენები; -ალკოჰოლი; -გაზირებული სასმელი. ყველა სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის მითითებული ნებადართულის სიაში. |
2. პრეპარატი მოვიპრეპის® მიღების სქემის არჩევა, რაც დამოკიდებულია კვლევის ან ოპერაციის ჩატარების დროზე.
ოპერაციულ ჩარევამდე გამოიყენება პრეპარატი მოვიპრეპის® მიღების ერთეტაპიანი საღამოს სქემა.
დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებამდე, მკურნალ ექიმთან ერთად საჭიროა პრეპარატი მოვიპრეპის® მიღების სასურველი სქემის შემუშავება, რაც დამოკიდებული იქნება პროცედურის ჩატარების დროზე და პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე:
კვლევის ჩატარების დრო |
პრეპარატის მიღების სქემა |
08:00 – 10:00 კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 3 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად. კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 2 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად. კვების რაციონი კვლევის ჩატარების წინა დღეს: საუზმე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად. სადილი და ვახშამი: მხოლოდ ნებადართული გამჭვირვალე სითხეები. |
საღამოს ერთეტაპიანი სქემა*
კვლევის წინა დღეს: 19:00-20:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის პირველი ლიტრი; 21:00-22:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის მეორე ლიტრი; პრეპარატის ყოველი მიღებული ლიტრის შემდეგ საჭიროა 500 მლ ნებადართული სითხის მიღება.
|
10:00- 14:00 კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 3 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 2 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
კვების რაციონი კვლევის ჩატარების წინა დღეს:
საუზმე და მსუბუქი სადილი 13:00-მდე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
ვახშამი: მხოლოდ ნებადართული გამჭვირვალე სითხეები. |
ორეტაპიანი სქემა*
კვლევის წინა დღეს:
20:00-21:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის პირველი ლიტრი.
კვლევის დღე:
06:00-07:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის მეორე ლიტრი.
პრეპარატის ყოველი მიღებული ლიტრის შემდეგ საჭიროა 500 მლ ნებადართული სითხის მიღება.
|
14:00 – 19:00 კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 3 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
კვების რაციონი კვლევის ჩატარებამდე 2 დღით ადრე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
კვების რაციონი კვლევის ჩატარების წინა დღეს:
საუზმე, სადილი და მსუბუქი ვახშამი 18:00-მდე: ნებადართული პროდუქტების და სითხეების სიის შესაბამისად.
კვლევის დღეს დილიდან: მხოლოდ ნებადართული გამჭვირვალე სითხეები. |
დილის ერთეტაპიანი სქემა*
კვლევის დღე:
08:00-09:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის პირველი ლიტრი;
10:00 – 11:00 მიიღება პრეპარატის ხსნარის მეორე ლიტრი;
პრეპარატის ყოველი მიღებული ლიტრის შემდეგ საჭიროა 500 მლ ნებადართული სითხის მიღება.
|
* საჭიროებისას, ექიმის მიერ შესაძლებელია პრეპარატი მოვიპრეპის® მიღების დროის კორექტირება პაციენტის ყოველდღიური აქტივობის და კლინიკამდე მისასვლელად საჭირო დროის გათვალისწინებით, მითითებული დროის ინტერვალის დაცვით.
3. ნაწლავის გასუფთავების პროცესის ჩატარება პრეპარატი მოვიპრეპის® დახმარებით:
პრეპარატი მოვიპრეპის® შეფუთვა შეიცავს ორ ცალ საშე ა-ს და ორ ცალ საშე ბ-ს, საიდანაც მზადდება შიგნით მისაღები ხსნარი. პაციენტის წონის მიუხედავად, პრეპარატი მოვიპრეპის® საერთო დოზა ნაწლავების ხარისხიანად გასასუფთავებლად შეადგენს პრეპარატის ხსნარის 2 ლიტრს.
1) პრეპარატი მოვიპრეპის® ხსნარის პირველი ლიტრის მომზადება:
ერთი საშე (პაკეტი) ა და ერთი საშე ბ შემცველობა საჭიროა სრულად გაიხსნას ოთახის ტემპერატურის სასმელი არაგაზირებული წყლის მცირე რაოდენობაში, ხსნარის მოცულობა უნდა შეივსოს 1 ლიტრამდე. საჭიროა ხსნარის მორევა.
2) პრეპარატი მოვიპრეპის® ხსნარის მეორე ლიტრის მომზადება:
უნდა მოხდეს პრეპარატის ხსნარის მომზადების 1 პუნქტის (იხ. ზემოთ) ალგორითმის გამეორება, დარჩენილი საშე ა და საშე ბ გამოყენებით.
პრეპარატი მოვიპრეპის® მზა ხსნარის დალევა უნდა მოხდეს 1-2 საათის განმავლობაში, მაგალითად, 1 ჭიქა ყოველ 15-30 წუთში.
მნიშვნელოვანია: პრეპარატი მოვიპრეპის® ხსნარის მიღების დროს აუცილებელი რეკომენდაცია არის სხვა სითხის 1 ლიტრის დამატებით მიღება: არაგაზირებული წყალი, ბულიონი (გამჭვირვალე, გაწურული), ხილის წვენი რბილობის გარეშე, უალკოჰოლო სასმელი, ჩაი რძის გარეშე (შესაძლებელია შაქრით ან თაფლით).
პრეპარატი მოვიპრეპის® ხსნარის გამოყენების დაწყების შემდეგ და დიაგნოსტიკური კვლევის ან ოპერაციული ჩარევის დასრულებამდე, არ უნდა მოხდეს მყარი საკვების მიღება.
ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე პროცედურის ჩატარების შემთხვევაში:
დოზირების ორეტაპიანი, ერთეტაპიანი დილის და ერთეტაპიანი საღამოს სქემების დროს, პრეპარატი მოვიპრეპის® და სხვა სითხეების (ნებადართული სიის შესაბამისად – იხ. ზემოთ) მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 2 საათით ადრე, მაგრამ არაუმეტეს 4 საათით ადრე.
ანესთეზიის გარეშე მიმდინარე პროცედურის ჩატარების შემთხვევაში:
დოზირების ორეტაპიანი სქემის დროს, პრეპარატი მოვიპრეპის® და სხვა სითხეების (ნებადართული სიის შესაბამისად – იხ. ზემოთ) მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 1 საათით ადრე, მაგრამ არაუმეტეს 4 საათით ადრე.
დოზირების ერთეტაპიანი დილის და ერთეტაპიანი საღამოს სქემების დროს, პრეპარატი მოვიპრეპის® მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 2 საათით ადრე, მაგრამ არაუმეტეს 4 საათით ადრე, ხოლო სხვა სითხეების (ნებადართული სიის შესაბამისად – იხ. ზემოთ) მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 1 საათით ადრე, მაგრამ არაუმეტეს 4 საათით ადრე.
დიაგნოსტიკური კვლევის ან ოპერაციული ჩარევის მზაობის კრიტერიუმი არის თხევადი გამჭვირვალე ან თითქმის გამჭვირვალე, ოდნავ შეფერილი განავალი.
პრეპარატი მოვიპრეპის® ხსნარის სახლში მიღებისას უნდა გათვალისწინდეს დროის ინტერვალი, რომელიც საჭიროა პროცედურის ჩატარების მიზნით კლინიკამდე მისასვლელად.
ხშირი თხევადი განავალი ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატი მოვიპრეპის® თითოეული ლიტრის მიღების დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში, და, როგორც წესი, სრულდება 1-2 საათის შემდეგ. პრეპარატის მიღების პერიოდში დეფეკაციის სიხშირე შესაძლებელია გაიზარდოს 12-15-მდე.
პრეპარატი მოვიპრეპის® მიღებამდე აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე სამკურნალო პრეპარატს.
გამოყენების თავისებურებები პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას კალიუმის შემცველობის კონტროლით, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს 14,2 მმოლ კალიუმს ხსნარის 1 ლ-ზე.
ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოქმედება
დიარეა არის მოსალოდნელი ეფექტი ნაწლავების მომზადებისას. პროცედურისთვის ნაწლავის მომზადების დროს, პრეპარატის მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე, არასასურველი ეფექტები ვლინდებიან პაციენტების უმრავლესობაში.
კონკრეტულ სიტუაციებში გარკვეული სხვაობის მიუხედავად, მაკროგოლ-შემცველი პრეპარატებისთვის ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, გაღიზიანება ანუსის არეში და ძილის დარღვევა. დიარეის და/ან ღებინების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს დეჰიდრატაცია.
მაკროგოლის შემცველი სხვა პროდუქტების მიღების მსგავსად, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ქავილის, დისპნოეს, ქვინკეს შეშუპების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
არასასურველი ეფექტები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად:
ძალიან ხშირი: >1/10
ხშირი: >1/100, <1/10
არახშირი: >1/1000, <1/100
იშვიათი: >1/10000, <1/1000
ძალიან იშვიათი: <1/10000
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების, დისპნოეს და კანის გამონაყარის ჩათვლით (იხ. ქვემოთ).
ფსიქიკის მხრივ დარღვევები:
ხშირი: ძილის დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
სიხშირე უცნობია: მძიმე ჰიპონატრიემიასთან დაკავშირებული კრუნჩხვები.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან:
სიხშირე უცნობია: დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური დარღვევები, სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირების ჩათვლით, ჰიპერკალციემია და ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია და ქლორიდების დონის ცვლილება სისხლში.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: არტერიული წნევის ხანმოკლე მატება, არითმია, გახშირებული გულისცემა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ძალიან ხშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, მუცლის შებერილობა, გაღიზიანება ანუსის მიდამოში.
ხშირი: ღებინება, დისპეფსია.
არახშირი: გართულებული ყლაპვა.
სიხშირე უცნობია: მეტეორიზმი, ღებინების შეგრძნება.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:
არახშირი: ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრა ნორმიდან.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: კანის ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ქავილის, გამონაყარის და კანის სიწითლის ჩათვლით.
საერთო დარღვევები:
ძალიან ხშირი: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის ტემპერატურის მატება.
ხშირი: ციება, წყურვილი, შიმშილი.
არახშირი: დისკომფორტი.
ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გართულებისას ან ისეთი არასასურველი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: მძიმე დიარეა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
მკურნალობა: ჩვეულებრივ, საკმარისია სითხის დიდი რაოდენობის მიღება, უპირატესად ხილის წვენი. საჭიროებისას – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად საინფუზიო ხსნარების ვენაში შეყვანა.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი მოვიპრეპის® მიღებით გამოწვეულმა დიარეამ შესაძლებელია დაარღვიოს ერთდროულად გამოყენებული სხვა პრეპარატების აბსორბცია. სამკურნალო პრეპარატები, რომელთა შიგნით მიღება ხდება პრეპარატის საფაღარათე მოქმედების დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში (მაგალითად, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები), შესაძლებელია გამოიყონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები
ხანდაზმულ პაციენტებში, დასუსტებულ ან გამოფიტულ პაციენტებში სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით, პაციენტებში, ასპირაციისადმი ან რეგურგიტაციისადმი მიდრეკილებით, ცნობიერების დარღვევით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრეპარატის შეყვანა ხდება ნაზოგასტრალური ზონდით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობით.
პრეპარატი მოვიპრეპის® მზა ხსნარი არ ანაცვლებს სითხის რეგულარულ მიღებას, ამიტომ, საჭიროა სითხის საკმარისი დონის შენარჩუნება ორგანიზმში.
დასუსტებულ, გამოფიტულ პაციენტებში, პაციენტებში სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით, თირკმელების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევებით, არითმიით და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის რისკით, საწყის დონეზე და მკურნალობის შემდეგ საჭიროა ელექტროლიტების დონის განსაზღვრის, თირკმელების ფუნქციის შეფასების და ეკგ კვლევის ჩატარების საჭიროების განხილვა.
იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილია სერიოზული არითმია, წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით, რაც ასოცირებულია ნაწლავების მოსამზადებელი იონური ოსმოსური საფაღარათე საშუალებების გამოყენებასთან. მითითებული მოვლენები უპირატესად ვლინდებიან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიოლოგიური რისკ-ფაქტორები და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.
პაციენტებში ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, რომელიც მოწმობს არითმიაზე ან წყალ/ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაზე (მაგალითად, შეშუპება, ქოშინი, მომატებული დაღლა, გულის უკმარისობა), საჭიროა ელექტროლიტების დონის განსაზღვრა სისხლის შრატში, ეკგ ჩატარება და ყველა გამოვლენილი გადახრის ადექვატური მკურნალობა.
თუ პაციენტს უვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის გამოხატული მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი ან სხვა ნებისმიერი ისეთი რეაქცია, რომელიც აფერხებს პრეპარატის შემდგომ გამოყენებას, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შენელება ან დროებით შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ისეთი პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს 56,2 მმოლ აბსორბირებად ნატრიუმს ხსნარის 1 ლ-ზე.
პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან პაციენტებში, რომლებიც იცავენ კალიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს 14,2 მმოლ კალიუმს ხსნარის 1 ლ-ზე.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
სამედიცინო მანიპულაციებისათვის პრეპარატი მოვიპრეპით® მოსამზადებელი კურსის პერიოდში რეკომენდებულია თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისგან (იხ. ნაწილი ,,გვერდითი მოქმედება”).
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი.
პრეპარატის 111,896 გ ლამინირებულ ა საშეში.
პრეპარატის 10,600 გ ლამინირებულ ბ საშეში.
თითო საშე ა და საშე ბ პოლიეთილენის პაკეტში. ორი პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
აღდგენილი ხსნარი ინახება არაუმეტეს 8ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
აღდგენილი ხსნარი - 24 საათი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ნორჯინ ბ.ვ.,
ჰოგეჰილვეგ 7, 1101СА ამსტერდამი ზო, ნიდერლანდები
Norgine B.V.,
Hogehilweg 7, 1101CA Amsterdam ZO, The Netherlands
მწარმოებელი
ნორჯინ ლიმიტედ,
ნიუ როუდ, ტირ-ი-ბერტ, ჰენგოუდ, მიდ გლამორგან, СF82 8შჟ, დიდი ბრიტანეთი
Norgine Limited,
New Road, Tir-Y-Berth, Hengoed, Mid Glamorgan, CF82 8SJ, United Kingdom
მომხმარებლების პრეტენზია იგზავნება მისამართზე:
ოოო ,,ტაკედა ფარმასიუტიკალს”
119048 მოსკოვი, უსაჩოვის ქ., ს. 2, შ. 1
ტელეფონი +7 (495) 933 55 11, ფაქსი: +7 (495) 502 16 25
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
მისამართი ინტერნეტში:www.takeda.com.ru
MOVIPREP და მოვიპრეპი წარმოადგენენ კომპანია ნორჯინის ჯგუფის დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.
კომპანია “ტაკედას” პრეპარატების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის მიზნით ნებისმიერი ინფორმაცია არასასურველი რეაქციის შესახებ და პრეტენზიები პროდუქციის ხარისხის შესახებ აუცილებელია შეატყობინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 3, ტელ.: 239 93 82/84, ელ. ფოსტა [email protected]