ლაიფენი #30ტ
გააზიარე:
LIFEN
ლაიფენი
შემადგენლობა:
ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი P (Pinus Maritima) 40 მგ
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:
ლაიფენი არის უნიკალური ბუნებრივი მცენარეული ანთებსაწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია მრავალმხრივი მოქმედებაAახდენს რა NF-KB ფაქტორის აქტივობის დათრგუნვას, თრგუნავს პროსტაგლანდინების და ჰისტამინის გამოთავისუფლებას. Aაზოტის ოქსიდის გამომუშავების ხარჯზე აუმჯობესებს სისხლძარღვოვანი კაპილარების ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. Gგააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ჩვენებები:
ანთებითი პროცესით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
- სასუნთქი სისტემის მხრივ:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, მორეციდივე რესპირტორული დაავადებები, პოლინოზი, ალერგიული რინიტი,
ბრონქული ასთმა, მწეველთა ბრონქიტი;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები:
ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებული
სპონდილოართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, პოლიართრიტი;
- ენდომეტრიოზი, დისმენორეა, პრემენსტრუალური ტკივილი;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- მენიერის დაავადება;
- დიაბეტური რეტინოპათია;
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა.
უკუჩვენება: სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პერორალურად 1 - 2 ტაბლეტი დღეში. ბავშვებში 4- 6 წლიდან 1მგ/კგ წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ც ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: INTERNATIONAL HEALTH SOLUTIONS, დიდი ბრიტანეთი.