დიოქსაფლექსი B12 3მლ #3ა

დიოქსაფლექსი B12 3მლ #3ა

36.94 ლარი
ქვეყანა: სინგაპური
მწარმოებელი: ბაგო ლაბორატორიეს
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 69931
გააზიარე:

დიოქსაფლექსი B12

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12).

თითო ამპულა შეიცავს: ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის საზით) - 2 მგ; ნატრიუმის დიკლოფენაკს - 75 მგ; ჰიდროქსოკობალამინს (ჰიდროქსოკობალამინის სულფატის სახით) - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.

 

გამოყენება

დიოქსაფლექსი B12 წარმოადგენს დიკლოფენაკის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით), ბეტამეთაზონის (გლუკოკორტიკოსტეროდი ანთების საწინააღმდეგო აქტივობით) და ჰიდროქსოკობალამინის ((ვიტამინი B12) ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე კოფერმენტი, რომელსაც გააჩნია ანტინევრიტული მოქმედება და რომელიც ხელს უწყობს დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამოვლენას) კომბინაციას.

დიოქსაფლექსი B12 გამოიყენება ძლიერი ანთებითი და მტკივნეული, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით მიმდინარე პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ:

–         სახსრებისა და არასახსროვანი რევმატული დაავადებები;

–         ფიბრომიალგია;

–         მიალგია (კუნთოვანი ტკივილი), ზურგის ტკივილი, იშიაზი (ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, მენჯ-ბარძაყის არეში), ცერვიკალგია ან ცერვიკობრაქიალგია (კისრის ტკივილი ან კისრისა და მკლავის არეში ტკივილი);

–         პოლირადიკულონეიროპათია (ნევრალგია, რადიკულარული ტკივილი. აღნიშნული ტკივილი წარმოიქმნება ანთების ან ნერვის დაზიანების გამო);

–         ტრავმასთან დაკავშირებული ტკივილი;

–         ტკივილი მყესების დაჭიმვის დროს.

 

უკუჩვენება

მნიშვნელოვანია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. პრეპარატი არ გამოიყენება უფრო მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე საჭიროა ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ.

დიოქსაფლექს B12 არ გამოიყენება შემდეგის დაავადებებისა და მდგომარეობების შემთხვევაში:

–         ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის, ბეტამეთაზონის, ჰიდროქსოკობალამინის (ვიტამინი B12), კობალტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

–         ალერგია ან წარსულში ალერგიული რეაქციების არსებობა ასპირინზე ან სხვა მსგავსი ტიპის ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელი) ან ანთების საწინააღმდეგო  მოქმდების პრეპარატებზე. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით, მწვავე რინიტით (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ან ტუჩების და თვალების არეში შეშუპებით. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ალერგიული.

–         კუჭის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წარსულში დაფიქსირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული შემთხვევა;

–          კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში;

–         თირკმლის ან/და ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

–         სისხლის შედედების დარღვევა ან  სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებებით) მკურნალობა;

–         აქტიური ან ანამნეზში გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (მაგალითად - სტენოკარდია, გულის შეტევა, გულის სისხლძარღვების დახშობა), სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (პარიფერიული არტერიების დაავადება), ცერებრო-ვასკულარული დაავადება (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა) ან/და გადატანილი  ან  გულის სისხლძარღვების შუნტირებას დაქვემდებარებული;

–         ორსულობა (განსაკუთრებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრი);

–         ლაქტაცია (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

–         სისტემური ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სისტემური მიკოზური, აქტიური ტუბერკულოზი) შესაბამისი მკურნალობის გარეშე.

 

გაფრთხილება

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების შემთხვევაში:

–         აქტიური ან წარსულში საყლაპავი მილის, კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან/და პერფორაცია, რაც გამოიხატებოდა მუცლის არეში მწვავე ან მდგრადი ტკივილით ან/და განავლის შავი შეფერვით ან შესაძლოა იყო მსგავსი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. გართულებების გამოვლენის რისკი მეტად მაღალია ასაკოვან ან დასუსტებულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით კუჭის დამცავ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში;

–         აქტიური ან წარსულში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად, როგორიცაა  გულის უკმარისობა, არითმია, სტენოკარდია, ინსულტი) ან შესაბამისი რისკ-ფაქტორების (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, სისხლის მომარაგების დარღვევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება) არსებობა. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან დოკლოფენაკის შემცველი პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია გულის შეტევის (ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მომარაგების დარღვევის (ინსულტი) განვითარებასთან, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან მკურნალობის გახანგრძლივება. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით ან/და მაღალი არტერიული წნევით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა ტკივილი გულმკრედის არეში, სუნთქვის გაძნელება, საუბრის ან მოძრაობის გაძნელება;

–         თირკმლის უკმარისობა;

–         ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება/პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებები;

–         ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით (ასპირინის ჩათვლით), ორალური ანტიკოაგულანტებით ან ანტიაგრეგანტული საშუალებებით, სხვა პრეპარატებით მკურნალობა, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები);

–         ღვიძლის უკმარისობა, სისხლდენა ან სისხლის დაავადებები ღვიძლის პორფირიის ჩათვლით (მეტაბოლური დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის);

–         აქტიური ან წარსულში გადატანილი ტუბერკულოზი;

–         დიაბეტი;

–         ოსტეოპოროზი;

–         ჰიპოთირეოიდიზმი;

–         მიასთენია გრავისი;

–         მაღალი არტერიული წნევა;

–         არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი ან გადატანილი ნაწლავის რეზექცია;

–         აქტიური ან წარსულში არსებული მწვავე ფსიქოზური დაავადებები (როგორც პაციენტს, ასევე ახლო ნათესავებს) როგორიცაა დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა ან ფსიქოზი;

–         თვალის ანთებითი დაავადება (თვალის მარტივი ჰერპესი) ან გლაუკომა;

–         პოდაგრა (სახსრებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვებით გამოწვეული დაავადება, სახსრების ტკივილით და ანთებით მიმდინარე);

–         ერითრემია (ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ერითროციტების ჭარბი რაოდენობით);

–         ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის ატროფია).

 

ზემოთ აღნიშნული რომელიმე მდგომარეობის შემთხვევაში აუცილებელია, დიოქსაფლექსი B12-ით მკურნალობის დაწყებამდე  აცნობოთ ექიმს.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

ზოგი პრეპარატი ურთიერთქმედებს დიოქსაფლექს B12-თან. ასეთ შემთხვევებში ექიმი გადაწყვეტს, თუ საჭიროა პრეპარატის დოზის შეცვლა ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

დიოქსაფლექს B12-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახანს მიგიღიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:

–         დიკლოფენაკის ჯგუფის სხვა პრეპარატები, მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი ან ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული სხვა საშუალებები;

–         კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, რაც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს;

–         ორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის). ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის შედედების უნარის კონტროლი დიოქსაფლექს B12-ით მკურნალობის დაწყებისას ან დასრულებისას;

–         სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალო საშუალებები);

–         ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული დარღვევის ან სხვა მენტალური დარღვევების სამკურნალო საშუალებები);

–         გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი, დიგოქსინი ან ვერაპამილი; ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი;

–         მეთოტრექსატი (რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი);

–         ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის, მერკაპტოპურინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის დროს), 5-ფტორურაცილი (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

–         შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები); ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი;

–         შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები);

–         ანტიკონვულსანტები, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენიტოინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ). ფენიტოინით მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში ფენიტოინის დონის კონტროლი;

–         მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები. ჰიდრალაზინი ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფაქტორის (აგფ) ინჰიბიტორები;

–         ტრიმეტოპრიმის შემცველი ანტიბაქტერიული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე სისტემის ინფექციების ან სხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);

–         ქლორამფენიკოლი, ქინოლონები, ცეფტრიაქსონი, ნეომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები), ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება), იზონიაზიდი, პარაამინოსალიცილის მჟავა, ამინოსალიცილატები (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები) ან პენიცილამინი;

–         მიზოპროსტოლის შემცველი პრეპარატები (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები);

–         ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის);

–         პენტაზოცინი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);

–         ორალური კონტრაცეპტივები;

–         ანტიქოლისტერაზული საშუალებები, როგორიცაა რივასტიგმინი, გალანტამინი, დონეპეზილი, ნეოსტიგმინი.

 

დიოქსაფლექს B12-ის ურთიერთქმედება საკვებთან ან ალკოჰოლთან

დიოქსაფლექს B12-ით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პრეპარატის ტოქსიკურობა.

 

ხანდაზმული პაციენტები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (ასაპ) გამოწვეული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების ალბათობა ხანდაზმულ პაციენტებში მეტია, ვიდრე ზრდასრულებში. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას. დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. მკურნალობა რეკომენდებულია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ფერტილობა

დიკლოფენაკის მსგავსი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს დაორსულების პროცესი, ამიტომ, თუ გეგმავთ ორსულობას, დიოქსაფლექს B12-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფერტილობის პრობლემების არსებობისას საჭიროა განხილულ იქნას პრეპარატით მკურნალობის პროცესის შეწყვეტა.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ასევე, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ვინაიდან პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან/ორსულობის შეწყვეტასთან, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია, თუ დედისათვის პრეპარატისაგან მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად არ აჭარბებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.

დიოქსაფლექს B12-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიიღოთ დიოქსაფლექს B12, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პრეპარატის მიღება მეძუძურისთვის აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებისას ზოგ პაციენტში მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

 

დიოქსაფლექსი B12-ის გამოყენების წესი

დიოქსაფლექს B12 მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

საშუალო რეკომენდებული დოზები

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში ღრმა ინექციის სახით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინექციები კეთდება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა შემდგომში გაგრძელდეს პერორალურად.

 

გამოყენება ბავშვებში

დიოქსაფლექსი B12 არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:

–         ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;

–         შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;

–         შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად;

–         ინექცია შეიყვანეთ ნელა;

–         ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.

 

დოზის გადაჭარბება

იმ შემთხვევაში, თუ დიოქსაფლექსი B12 მიიღეთ ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

 

დოზის გამოტოვება

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დიოქსაფლექსი B12-ის მიღება, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით დღის განმავლობაში დოზის გაორმაგება დაუშვებელია.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში დიოქსაფლექს B12-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს:

–         სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ტუჩების, ენის, ხორხის ან ზოგადად სხეულის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება ან გონების დაბინდვა. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან);

–         გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის დაზიანება (ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა, სისხლდენა) პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, თვალის არეში, სასქესო ორგანოებზე. შეწყვიტეთ დიოქსაფლექსს B12-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 10000-დან);

–         კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, კანის ქავილი და სიყვითლე, თვალების სკლერის ყვითლად შეფერვა, გამონაყარი კანზე); აღნიშნული მოვლენების შესახებ შეატყობინეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო იყოს სიფრთხილე და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან);

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად ვლინდება დიკლოფენაკის გამოყენებისას

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია ან გულძმარვა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), გამონაყარი კანზე.

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ძირითადად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ

ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია), არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, კუშინგის სინდრომი (მთვარისებრი სახე, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ზურგის არეში), შაქრიანი დიაბეტის ფარული სიმპტომები და ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების საჭიროების ზრდა, შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავების გამო), სისხლში ელექტროლიტების დისბალანსი (ნატრიუმის შეკავება, კალიუმის გამოდევნა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი), ეიფორია, განწყობის ცვლილებები, დეპრესია, პიროვნული თვისებების ცვლილებები, უძილობა, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება თვალის ნერვის შეშუპებით (როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის შემდგომ), თავის ტკივილი, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), ეგზოფტალმი (თვალის ერთი ან ორივე კაკლის წინ წამოწევა), მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ძლიერი მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის შიდა გარსის ანთება), სლოკინი, ალერგიული დერმატიტი, შეშუპება, კანის გათხელება და მგრძნობელობის მომატება, კანზე პეტექიები და ეკქიმოზები (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), ერითემა (კანის სიწითლე), მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (ტკივილი კუნთებში), კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი (ძვლებში კალციუმის ნაკლებობა), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების გახლეჩვა, ზრდის შეფერხება პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად აღინიშნება ვიტამინ B12-ის გამოყენებისას

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა. დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა; გულისრევა, შარდის წითლად შეფერვა.

ხშირად: ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან) რაოდენობის შემცირება; შესაძლო ერითრემიის ნიშნების მასკირება. ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით, ანგიოედემა/კვინკეს შეშუპება (კანის ლორწოვანი გარსის და ქსოვილების სწრაფი შეშუპება), ჭინჭრის ციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი კანზე (უპირატესად აკნეს მსგავსი), კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა (მზის სხივებზე კანის მომატებული მგრძნობელობა). აგზნებადობა, თავბრუსხვევა; თავის ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა. თვალების გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება. სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება (დაკავშირებული იყო ჰიდროქსოკობალამინის პარენტერალურ გზით მიღებასთან პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით).

სისხლის მოწოლის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება და პერიფერიული ვასკულარული თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰიდროქსოკობალამინის ინფუზიური თერაპიის დროს.

ხშირად: ინექციის ადგილობრივი რეაქციები; მტკივნეულობა ინექციის ადგილას, იშვიათად ინფუზიის დროს.

 

დიოქსაფლექსი B12-ის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ შეინახოთ მაცივარში.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

შეფუთვა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 3 ან 6 ამპულა.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა  ფორმა #3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

კალე 4 #1429 (B1904CIA).

ტელ: +54 221 425 9550/54. ლა პლატა. ბუენოს აირესი. არგენტინა.

სათავო ოფისი: ბერნარდო დე ირიგოიენი # 248 (C1072AAF).

ტელ: +54 11 4344 2000/19, ბუენოს აირესი. არგენტინა.

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (146 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-05-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-05-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-05-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-05-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-05-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-05-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-05-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-05-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-05-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-05-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 3000-01-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-05-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-06-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-05-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-05-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-05-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-05-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-05-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-05-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-05-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-06-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-05-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-05-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-05-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-05-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-05-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-05-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-05-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-05-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-05-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-06-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-06-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-05-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-05-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-06-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-05-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-06-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-06-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-05-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-05-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-05-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-05-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-06-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-06-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-05-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-05-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-05-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-05-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-05-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-05-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-05-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-05-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-05-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-05-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-05-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-05-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-05-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-05-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-06-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-05-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-05-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-05-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-05-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-05-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-05-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-05-01
ავერსი 117
გლდანის №8 ს. ა. დ.
ვადა: 2026-05-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-05-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-05-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-05-01

რეგიონი (200 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-06-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-05-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-05-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-05-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-05-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-06-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-05-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-05-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-06-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-05-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-06-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-05-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-05-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-05-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-05-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-06-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-05-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-05-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-05-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-06-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-05-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-05-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-05-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-06-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-06-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-05-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-06-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-05-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-05-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-05-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-05-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-05-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-05-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-06-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-06-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-05-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-05-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-05-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-05-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-05-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-05-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-05-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-05-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-05-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-05-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-05-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-05-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-05-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-05-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-05-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-05-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-05-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-05-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-05-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-05-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-05-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-05-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-05-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-05-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-05-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-05-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-05-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-05-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-05-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-05-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-05-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-05-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-05-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-05-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-05-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-05-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-05-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-05-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-06-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-05-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-05-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-05-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-05-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-05-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-06-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-05-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-05-01