ვიტოკიდი 30მლ.წვ.
გააზიარე:
ვიტოკიდი წვეთები 30 მლ
აღწერილობა:
ვიტოკიდი-ს წვეთები არის მულტივიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ჩვილებისა და ბავშვების ჯანსაღ ზრდას.
➢ ხელს უწყობს ჯანსაღ ზრდას;
➢ ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას;
➢ ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას;
➢ ხელს უწყობს იმუნურ სისტემას;
ვიტამინი А მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში (იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე სისტემის ინფექციებისაგან). ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას (ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.
ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედის რა კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენლობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მონაწილეობს ნერვული იმპულსის გატარებაში სინაპსებში. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს.
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.
ნიაცინი (ვიტამინი B3-ნიაცინამიდი) ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. B3 ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით ხელს უწყობს ბავშვებში წონის მატებას და ამცირებს დაღლილობას, ინარჩუნებს ენერგიის მეტაბოლიზმს.
ვიტამინი B12-ს გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე.
რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას და ორგანიზმში ჟანგბადის ნორმალურ ტრანსპორტირებას.
თუთია ადამიანის ორგანიზმში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტებში შედის ძირითადად თუთიის მეტალოენზიმის კარბოანჰიდრაზას შემადგენლობაში და ნაკლებადაა სისხლში ალფა-2-მაკროგლობულინთან შეკავშირებული სახით. შედის 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც კატალიზაცია უწევენ დნმ-ის, რნმ-ის და ცილების სინთეზის მნიშვნელოვან ეტაპებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე, დადებითად მოქმედებს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის დროს.
ჩვენებები:
- · ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;
- · ასთენია;
- · კვებითი დარღვევები;
- · ვიტამინების ნაკლებობა;
- · გადატანილი დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
- · ვიტამინების მომატებული მოთხოვნილება, მათ შორის ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში;
- · გრიპის და ანტიბიოტიკო თერაპიის შემდგომი პერიოდი.
|
შემადგენლობა : |
დღიური დოზა ( 1 მლ): |
დღიური დოზა ( 2 მლ): |
|
ვიტამინი A |
300 µg RE (1000 ს/ე) |
600 µg RE (2000 ს/ე) |
|
ვიტამინი D3 |
5 µg (200 ს/ე) |
10 µg (400 ს/ე) |
|
თიამინი (ვიტამინი B1) |
1 მგ |
2 მგ |
|
რობოფლავინი (ვიტამინი B2) |
0.5 მგ |
1 მგ |
|
ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) |
5 მგ NE |
10 მგ NE |
|
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) |
0.6 მგ |
1.2 მგ |
|
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) |
1 µg (მკგ) |
2 µg (მკგ) |
|
რკინა |
2.1 მგ |
4.2 მგ |
|
თუთიის გლუკონატი |
1 მგ |
2 მგ |
შაქრის გარეშე, ხელოვნური საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე.
შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის.
პროდუქტის ფორმა:
30 მლ. შუშის ფლაკონში დოზირებული საწვეთურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მიღების წესი და დოზირება :
0+ წლიდან!
ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 მლ დღეში.
1-6 წლის ბავშვებისთვის, 1.5 მლ დღეში.
6-12 წლის ბავშვებისთვის, 2 მლ დღეში.
მკურნალობის კურსს ადგენს ექიმი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
მწარმოებელი :
Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).










