კალცი ლაიფი 200მლ სიროფი
გააზიარე:
კალცი ლაიფი სიროფი 200 მლ
კალციუმის კარბონატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში, არეგულირებს გულისცემას და ამარტივებს კუნთების შეკუმშვას, ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს, იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.
კალცი ლაიფი სიროფი გამოიყენება ოსტეოპოროზისას, მოტეხილობებისა და ტრავმებისას, კბილების მინერალიზაციისას, მენოპაუზისას, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. შეიცავს ბუნებრივ კალციუმს, რომელიც მიიღება ღრმა ზღვის მარგალიტის ხამანცკების ნაჭუჭებიდან .
|
შემადგენლობა : |
დღიური დოზა 5 მლ (1 დოზირებული კოვზი): |
დღიური დოზა 10 მლ (2 დოზირებული კოვზი): |
|
კალციუმი |
250 მგ |
500 მგ |
|
მაგნიუმი |
75 მგ |
150 მგ |
|
თუთია |
2 მგ |
4 მგ |
|
ვიტამინი D |
5 µg (200 ს/ე) |
10 µg (400 ს/ე) |
პროდუქტის ფორმა:
200 მლ სიროფი ფლაკონში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში საზომ კოვზთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება :
ბავშვები (1-2 წელი): 5 მლ 2-ჯერ დღეში;
ბავშვები (3-12 წელი): 10 მლ 2-3-ჯერ დღეში;
მიიღება 1 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
მწარმოებელი :
Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).










