ოდაბანი სპრეი ჰიპოალერგიული ჰიდრო სამკურნალო

ოდაბანი სპრეი ჰიპოალერგიული ჰიდრო სამკურნალო

59.80 ლარი
კატეგორია: დეოდორანტი სპრეი
კოდი: 68526
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ოდაბანის ჭარბიოფლიანობის და უსიამოვნო სუნის სამკურნალოსპრეი

შემადგენლობა:

Aluminium Chloride; Dimethicone Copolyol ; Ethanol ‘B’ (DEB)

ჩვენება:

ჭარბი ოფლიანობა სხეულის ნებისმიერ ზონაზე: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, საზარდული, პროთეზირებული კიდურები.

როგორმოქმედებს ოდაბანი:

ოდაბანის გამოყენების შემდეგ ხდება ოფლის გამოყოფის რეგულირება. კვლევის რადიოიზოტოპურმა მეთოდებმა აჩვენა, რომ ოდაბანის აქტიური კომპონენტები არ არღვევს საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას. პრეპარატის მოქმედებას საფუძველად უდევს  ოფლის გამომტან სადინარებზე ორგანული ბარიერის წარმოქმნა, რის შედეგადაც, პრობლემური ზონა რჩება მშრალი, ხოლო ოფლის აუცილებელი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით.

რატომარისოდაბანიუსაფრთხო:

ოდაბანი არის უსაფრთხო პროდუქტი, გაუმჯობესებული სილიკონის ფორმულის საშუალებით - მისი გამოყენების შემდეგ სხეულის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი აპკი  და ალუმინის ქლორიდი არ შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ ოდაბანი აღიარებულია, როგორც  უსაფრთხო საშუალება, ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც.

გამოყენების წესი:

ოდაბანის სპრეი გამოიყენება ღამით, ძილის წინ! ამ დროს ორგანიზმი

მოსვენებულ მდგომარეობაშია და ოფლის გამოყოფა დაყვანილია

მინიმუმამდე, ამიტომ სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს.

ოდაბანის გამოყენებამდე, აუცილებელია შესაბამისი ზონის დაბანა და

კარგად გამშრალება, სრული სიმშრალის მისაღებად შესაძლებელია

თმის საშრობის გამოყენებაც. თითოეულ იღლიაზე საკმარისია  ერთი ან ორი

მიპკურება. მეორე დილით საჭიროა პრობლემური ზონის გრილი წყლით და

საპნით ჩამობანა.

გამოყენების ხანგრძლივობა:

საწყის ეტაპზე, იღლიის ზონაზე  ოდაბანის სპრეი გამოიყენება ყოველ ღამე ერთი კვირა, ხოლო შემდეგ, კვირაში ერთხელ, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.

ხელის ან ფეხის შემთხვევაში, საჭიროა უფრო ხშირი მოხმარება.

რთულ შემთხვევებში სპრეი გამოიყენება ყოველ ღამე შედეგის მიღებამდე, შემდეგ საჭიროა გაიშვიათება. შედეგის მიღებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე დღე ან კვირა.

განსაკუთრებული მითითებები:

• ოდაბანის მოხმარება თუ იწვევს წვას და ქავილს, სპრეის მიპკურებიდან 2 წუთის შემდეგ საჭიროა საბავშვო ტალკის მიფრქვევა.

• არ გამოიყენოთ დღის განმავლობაში!

• სახეზე გამოიყენეთ ბამბის დახმარებით.

• ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.

• არ შეიძლება ოდაბანის სპრეის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!

( გაპარსვიდან უნდა გავიდეს 24 საათი, ხოლო ეპილაციიდან 5 დღე).

• ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის

გამოყენება სასურველია ერთი საათის შემდეგ.

შესაძლებელია გამოყენება:

ბავშვებში 8 წლის ასაკიდან, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში (ექიმის კონსულტაციით)

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:   

ოდაბანის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში დროებით უნდა შეწყდეს ოდაბანის მოხმარება. გაღიზიანების შესამსუბუქებლად შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის ჯგუფის ნებისმიერი მალამოს გამოყენება.

ამოსასხურებლის გაჭედვის შემთხვევაში, საჭიროა ღილაკის მოხსნა და ცხელი წყლით გარეცხვა, ასევე შესაძლებელია ოდაბანის სპრეის გამოყენება ბამბის დახმარებით.

მწარმოებელი ქვეყანა :  დიდი ბრიტანეთი, MDM Healthcare Ltd.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს მედიფარმა-ჯე

მისამართი: მთაწმინდა, ბესიკის ქ. N 2; მობ: (+995) 579-08-01-08; ტელ: (032) 2-10-59-90

www.odaban.ge ; Facebook – odaban.ge / [email protected]