დორადო 200მლ ხსნარი
გააზიარე:
დორადო® - Dorado®
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს: საერთო ომეგა-3 –1000 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 360 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 240 მგ., L-არგინინი- 100მგ., L კარნიტინი- 50მგ., თუთიის ოქსიდი- 10მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ., ვიტამინი A- 150მკგ., ვიტამინი D- 5მკგ., ვიტამინი ჩ- 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბანანის ნატურალური არომატიზატორი, დამტკბარი მანტიტოლით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად. L-არგინინი ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს არტერიულ წნევას. L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტემინების მსგავსი ნივთიერებაა, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ ამტანობას. თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ. E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს. ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. დორადო® აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. დორადო® უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები:
- - ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
- - ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
- - ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია
- - მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
- - ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია
- - თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
- - რევმატოლოგიური დაავადებები
- - ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)
- - ტუბერკულოზი
- - იმუნიტეტის დაქვეითება
- - რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი
დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 4 წლამდე: 2,5 მლ. 1-ჯერ დღეში; 4-9 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 9-14 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 14 წელი და ზემოთ: 15 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი ბანანის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.
მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye
საკვები დანამატი.