ვენოლასტი 100მლ გელი
გააზიარე:
ვენოლასტიგელი
შემადგენლობა
მიმოზა - 6%
გინკო ბილობა - 5 %
წითელი ყურძენი - 5 %
მენთოლი – 2,15 %
ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) - 4 %
აზიური ცენტელა - 4 %
კიპარისი - 3 %
წითელი მოცვი - 0.3 %
რუტინი - 2 %
დიოსმინი - 0,1 %
ჰესპერიდინი 0,1 %
მოქმედება
მიმოზა - გააჩნია ანტისეპტიკური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულებისა და ნახეთქების შეხორცებას, ხელს უწყობს კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფერხებს კანის დაბერების პროცესს.
გინკო ბილობა - ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით. იგი ზრდის სისხლძარღვის კედლების ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს ანთებით გამოწვეულ სიწითლესა და შეშუპებას.
წითელი ყურძენი - მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე შეიცავს ტანინსა და სხვა ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნია ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
მენთოლი - მოქმედებს კანის უჯრედებზე როგორც მატონიზებელი, ქავილისა და გამონაყრის საწინააღმდეგო საშუალება, გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება.
ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) - შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც წარმოადგენს ანტიკოაგულანტს და გამოიყენება თრომბოზების სამკურნალოდ. ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
აზიური ცენტელა - მასში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ხასიათდება ვენოპროტექტორული ეფექტით. ცენტელას შემადგენლობაში შემავალი ნაერთები ამცირებს შეშუპებას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს რეგენერაციას და აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას.
კიპარისი - ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და მატონიზებელი თვისებებით. კიპარისის ზეთი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰემოროის, პოდაგრის, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
წითელი მოცვი - წარმოადგენს ანტიმიკრობულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.
რუტინი(ვიტამინი P) -ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების შემცირებას.
დიოსმინს - ახასიათებს ვენების მატონიზებელი ეფექტი, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჰესპერიდინი - წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავონოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული ეფექტით. ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.
ჩვენებები
ქვემო კიდეურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რბილი ქსოვილების პოსტტრავმული დაზიანება (ღრძობა, დაჭიმულობა, დეჟეჟილობა).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
არ დაიტანოთ პრეპარატი ღია ჭრილობაზე, სიმსივნურ წარმონაქმნებზე (ხალი, პოლიპი, პაპილომა).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გარეგანი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება
დაიტანეთ დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3 ჯერ, კარგად შეიზილეთ ისე, რომ არ მოხვდეს ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე.
გამოშვების ფორმა
ვენოლასტი 100 მლ გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია
“NOVATOR PHARMA”, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: “GRICAR CHEMICAL” S.R.L via san juzeppe, 18/20 - Brugherio (MI) - იტალია.