ფემინიტი #6ვაგ.სუპოზ.

ფემინიტი #6ვაგ.სუპოზ.

46.77 ლარი
ქვეყანა: არგენტინა
მწარმოებელი: დოქტ. ლაზარ არგენტინა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი+ნეომიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 66995
გააზიარე:

ფემინიტი ®

მეტრონიდაზოლი

მიკონაზოლის ნიტრატი

ნეომიცინის სულფატი

პოლიმიქსინის სულფატი

აზიური ცენტელა

ვაგინალური ოვულები

აღწერა:

ყოველი ვაგინალური ოვულა შეიცავს:

მეტრონიდაზოლი-300,00მგ

მიკონაზოლის ნიტრატი-100,00მგ

ნეომიცინის სულფატი-48,80მგ

აზიური ცენტელა-15,00მგ

პოლიმიქსინ B სულფატი-4,40მგ

არააქტიური ინგრედიენტები ს.რ.-2,37გ

მოქმედების მექანიზმი

ანტიბიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო, ტრიქომონაციდური, ამებიციდური, ლამბლიოზის საწინააღმდეგო;აჩქარებს ვაგინალური ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის აღდგენის პროცესს . ათქ: G01AF20

ჩვენება:

ფემინიტი ® ნაჩვენებია არასპეციფიკური და სპეციფიკური ლოკალური ვაგინიტის მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანიზმებით გამოწვეულ საშოს ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან: ბაქტერიები, სოკოები, ტრიქომონები. დისბაქტერიოზი, საშოს pH-ის ცვლილების გამო. ბაქტერიული ვაგინოზი.

გამოყენების ინსტრუქცია:

ფემინიტი ® ვაგინალური 1 ოვულა დღე-ღამეში, ძილის წინ, 6-10 დღის განმავლობაში. თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს თქვენი ექიმის მიერ. ამოიღეთ ერთი ვაგინალური ოვულა სტრიპიდან. ერთი ვაგინალური ოვულა ღრმად შეიყვანეთ საშოში.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ძუძუთი კვება.

სისხლის დისკრაზია.

ეპილეფსია და სხვა აქტიური ცნს-ის დაავადებები.

გაფრთხილება:

ფემინიტი ® ვაგინალური ოვულები არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. მისმა კომპონენტებმა შესაძლოა დააზიანოს ლატექსისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის პრეზერვატივები ან ვაგინალური დიაფრაგმები.

ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდონ თერაპიის დროს და მისი დასრულებიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. ტრიქომონიაზით დაავადებული პაციენტების სქესობრივი პარტნიორები პარალელურად უნდა მკურნალობდნენ პერორალური მეტრონიდაზოლით. თერაპიის დროს რეკომენდებული არ არის ვაგინალური ლავაჟის, შხაპის ან ტამპონების გამოყენება.

უსაფრთხოების ზომები:

სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას და სისხლის მწვავე დისკრაზიისას.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

მეტრონიდაზოლის შემადგენლობის და ვაგინალური შეწოვის მიხედვით შეიძლება განვითარდეს შემდეგი წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

ალკოჰოლი: დისულფირამის მსგავსი ეფექტი

პერორალური ანტიკოაგულანტები: აღინიშნა ანტიკოაგულაციური ეფექტის მომატება

ფენიტოინი: შესაძლებელია პლაზმაში ფენიტოინის დონის მომატება და მეტრონიდაზოლის დონის შემცირება.

ფენობარბიტალი:აღინიშნა პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის შემცირება.

დისულფირამი: ანტაბუზური ეფექტი

ლითიუმი:პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და ტოქსიკურობის რისკის ზრდა

გვერდითი რეაქციები

ფემინიტის ® ვაგინალური თერაპიის შემდეგ აღწერილი არ არის სერიოზული გვერდითი ეფექტები. ძირითადად, ოვულის მეტრონიდაზოლური კომპონენტის საფუძველზე აღწერილია შემდეგი ეფექტები: ყველაზე ხშირი (სიხშირე >1%): თავის ტკივილი, ქავილი, აბდომინალური ტკივილი, გულისრევა, დისმენორეა, გამონაყარი, ვულვოვაგინალური წვა, დიარეა, მკერდის გამკვრივება, საშვილოსნოდან სისხლდენა. იშვიათი (სიხშირე <1%) ზოგადი:ალერგიული რეაქციები, წელის ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, შებერილობა, გინგივიტი, ღებინება. ცნს-ის მხრივ : დეპრესია, ვერტიგო, უძილობა.

რესპირატორული სისტემის მხრივ: ასთმა, რინიტი. კანისა და დანამატების მხრივ: აკნე, ოფლიანობა, ურტიკარია, უროგენიტალური სისტემის მხრივ : დიზურია, ბაგეების შეშუპება, ლეიკორეა, უხვი მენსტრუაცია, თირკმლის ინფექცია, სალპინგიტი, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექციები, ვაგინიტი.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის ვაგინალური გამოყენებისას მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება. ფემინიტის ® აბსორბციის შედეგად შესაძლებელია შემდეგი სისტემური ეფექტების განვითარება: გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, პირში ლითონის გემო,ატაქსია, თავბრუსხვევა , პარესთეზია, კრუნჩხვები, ლეიკოპენია და მუქი შარდი. მიკონაზოლის ჭარბი დოზირების სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს გაღიზიანება, ანორექსია, თავის ტკივილი და დიარეა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ინახება 15-30°C ტემპერატურაზე.

ეს და ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შეფუთვა:

შეფუთვა შეიცავს 6 და12 ვაგინალურ ოვულას.

ფარმაცევტული პროდუქტი ლიცენზირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

სერტიფიკატის N54.455

მწარმოებელი:

დრ. ლაზარე და სია ს.ა.ქ.ელ

ველეზ სარსფილდის გამზირი 5855

B1606 არი კარაპაქაი

ბუენოს აირესი-არგენტინა

ტექნიკური დირექტორი: დანიელა ა, კასასი, ფარმაცევტი