სოლიდაგორენი 20მლ წვეთები
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების მოკლე დახასიათება
1. სამკურნალო საშუალების დასახელება
სოლიდაგორენი
(SOLIDAGOREN)
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
წვეთების 10 მლ (= 9.5 გ) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ოქროწკეპლას ბალახის (Solidaginis herba), ბატის მარწყვა-ბალახის (Anserinae herba), შვიტას ბალახის (Equiseti herba) (4,2:1,4:1) ნარევის თხევადი ექსტრაქტის (1:1,5-2,1) 7,9 მლ-ს, ექსტრაგენტი: ეთანოლი 50% (მოც/მოც).
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.
3. სამკურნალო ფორმა
პერორალური წვეთები.
4. კლინიკური ინფორმაცია
4.1 თერაპიული ჩვენებები
სოლიდაგორენი ტრადიციულად გამოიყენება:
- საშარდე გზების გამოსარეცხად და თირკმლებში ქვიშის დეპოზიტების შესამცირებლად, ასევე შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის;
- საშარდე გზების ანთებითი დაავადებების მსუბუქი სიმპტომების კომპლექსური მკურნალობის დროს.
პრეპარატი წარმოადგენს ტრადიციულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც რეგისტრირებულია მითითებული ჩვენებებით ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილების საფუძველზე.
4.2 დოზები და გამოყენების წესი
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
20-30 წვეთი სოლიდაგორენი 3-ჯერ დღეში. 30 წვეთი შეესაბამება 1.4 მლ-ს.
სოლიდაგორენი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა: საშარდე გზების გამოსარეცხად მცენარეული პრეპარატები ტრადიციულად გამოიყენება 2-დან 4 კვირამდე პერიოდის განმავლობაში.
ბავშვები . პრეპარატი არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ალერგია ასტრას (Asteraceae) ოჯახის მცენარეებზე, რადგან აღნიშნული ოჯახის მცენარეები გამოიყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ექსტარქის წარმოებისას.
სოლიდაგორენში შემავალი შვიტას ბალახის ექსტრაქტის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
დაავადებები, რომელთა დროსაც რეკომენდებულია სითხის მიღების შემცირება, როგორიცაა გულის ან თირკმლის მძიმე დაავადება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია გულის უკმარისობით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული შეშუპების დიურეზული თერაპიისთვის. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ადამიანებში გამოყენებისას.
4.4 განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობის, სულ მცირე 2 ლიტრი სითხესთან ერთად.
სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს, შარდვის გაძნელებისას, სპაზმური ტკივილის ან შარდში სისხლის არსებობისას, ან სიმპტომების 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 45% მოც/მოც სპირტს. რეკომენდებული დოზის დაცვისას, ყოველი 30 წვეთის მიღებისას ორგანიზმში ხვდება 0.6 გ ალკოჰოლი.
ბავშვები და მოზარდები
გამოიყენება 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
არ არის რეკომენდებული გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები უცნობია.
პრეპარატში ალკოჰოლის არსებობის გამო, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე.
4.6 გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
უსაფრთხოება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში საკმარისად არ არის შესწავლილი. სოლიდაგორენი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
სათანადოდ უნდა იქნას განხილული რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოყენება, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას, რადგან შესაძლო ორსულობა არ არის გამორიცხული.
4.7 ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მანქანებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მქმედებს რეკომენდებული დოზების დაცვის შემთხვევაში.
4.8 გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები.
სიხშირე უცნობია: მსუბუქი დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების (მაგ., გამონაყარი) გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. თუ აღნიშნავთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
4.9 ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
უროლოგიაში გამოყენებული საშუალებები.
ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალება.
სოლიდაგორენის ფარმაკოდინამიკური კვლევები არ ჩატარებულა.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სოლიდაგორენის ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
5.3 კლინიკამდელი უსაფრთხოების კვლევის მონაცემები
სოლიდაგორენის ტოქსიკოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა.
6. ფარმაცევტული ინფორმაცია
6.1 დამხმარე ნივთიერებები
გასუფთავებული წყალი, ეთანოლი 96%.
6.2 შეუთავსებლობა
უცნობია.
6.3 ვარგისობის ვადა
3 წელი.
ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 3 თვე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
6.4 შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არ აუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
გამჭვირვალე ყავისფერი სითხე.
20 მლ, 50 მლ ან 100 მლ წვეთები ფლაკონში საწვეთურით და პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6 განადგურების პირობები
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
7. რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ალპენ ფარმა გმბჰ
შტაინენფელდ 3, 77736 ცელ ამ ჰარმერსბახ, გერმანია
ტელეფონი: +49(0) 7243 200 49 0
8. რეგისტრაციის მოწმობის ნომერი
XXXX
9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
XXXX
10. ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი
2025 წლის აპრილი










