ბაქტავიტი 0.5მგ/მლ 10მლ თვ/წვ.
გააზიარე:
პროდუქტის შემაჯამებელი და ხასიათებ ა
1. სამკურნალო საშუალების დასახელება
ბაქტავიტი 0.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1 მლ შეიცავს 0,500 მგ პიკლოქსიდინის დიჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
თვალის წვეთები, ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, ნაწილაკებისგან პრაქტიკულად თავისუფალი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენებები
თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციების ანტისეპტიკური მკურნალობა.
4.2 დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება
ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში) დღეში ორ-ექვსჯერ.
გამოყენებისმეთოდი
ოკულარული გამოყენებისთვის.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
4.4 სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
თუ თერაპიის დროს მხედველობა დაირღვა ან სიმპტომები გაუარესდა, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ამის შემდეგ, მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მედიკამენტები უნდა დაინიშნოს მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალით.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. გამოიყენეთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის რომ ეს აუცილებელია.
4.7 ზემოქმედება ავტომობილის მართვ აზე და მექანიზმებთან მუშაობ აზე
თუ ჩაწვეთების შემდეგგ ვლინდება მხედველობის დაბინდვა, ავტომობილის მართვამდე და მექანიზმების გამოყენებამდე, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.
4.8 არასასურველი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი მიუღებლობის რეაქციები (გაღიზიანება ან სენსიტიზაცია).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
4.9 ჭარბი დოზირება
ბაქტავიტი 0.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ჭარბი დოზის, თვალიდან გამორეცხვა შეიძლება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური; ანტიინფექციური საშუალებები
ათქ კოდი: S01AX16
პიკლოქსიდინი არის ფართო სპექტრის ანტისეპტიკური, ბაქტერიოსტატიკური საშუალება.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების სია
გაუწყლოებული გლუკოზა
პოლისორბატი 80
გასუფთავებული წყალი
6.2 შეუთავსებლობა
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
6.3 ვარგისობის ვადა
გაუხსნელი: 2 წელი.
პირველი გახსნის შემდეგ: 4 კვირა.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
6.5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
პროდუქტი შეფუთულია მინიმუმ 10,7 გ გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოთლში 10 მლ ნომინალური მოცულობით, გამჭვირვალე საწვეთურით და უსაფრთხოების რგოლით აღჭურვილი თეთრი ხრახნიანი თავსახურით. თითოეული ეტიკეტირებული ბოთლი და ჩანართი მოთავსებულია დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში.
ბოთლის ეტიკეტზე და ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფზე დატანილია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა.
6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მართვისთვის
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.
6.7 ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
სააკაძის დაღმართი 8, ოფისი 7ა, თბილისი 0160
საქართველო
8. რეგისტრაციის ნომერი(ები)
9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
10. ტექსტის გადასინჯვის თარიღი
2024 წლის სექტემბერი










