მიკრო ოყნა გლიც.სელ ახალ2.25#6

მიკრო ოყნა გლიც.სელ ახალ2.25#6

10.15 ლარი 8.63 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ლაბორ. ქიმ.ფარმ.სელლა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 66301
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ჩანართი

გლიცეროლი სელლა ახალშობილები 2.25 გ რექტალური ხსნარი,

6 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით 

გლიცეროლი სელლა ბავშვები 4.5 გ რექტალური ხსნარი,

6 ცალი ერთჯერადი დოზის  კონტეინერი გვირილით და ბალბით

გლიცეროლი სელლა მოზრდილები 6.75 გ რექტალური ხსნარი,

6 ცალი  ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით

გლიცეროლი სელლა მოზრდილები 6.75 გ რექტალური ხსნარი,

12 ცალი  ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათო საშუალებები, ოყნები

თერაპიული ჩვენება

შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა

უკუჩვენება

-        ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

-        მუცლის ტკივილი, მწავე ან უცნობი წარმომავლობის,

-        გულისრევა ან ღებინება,

-        ნაწლავური გაუვალობა ან ნაწლავის სტენოზი,

-        უცნობი წარმომავლობის რექტალური სისხლდენა,

-        მწვავე ჰემოროიდული კრიზი ტკივილით და სისხლდენით,

-        მძიმე დეჰიდრატაცია.

უსაფრთხოებისზომებიგამოყენებისას

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღეზე დიდხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის რეცეპტი, ინდივიდუალური შემთხვევის სათანადო შეფასების შემდეგ.

ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობა, დიაგნოზის, მედიკამენტების დანიშვნის და მკურნალობის პერიოდში ზედამხედველობის მიზნით, ყოველთვის უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ.

საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერსისტენტული დიარეა, რაც გამოიწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა ძირითადი კვებითი ფაქტორების დაკარგვას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რასაც შეიძლება მოყვეს გულის და ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით.

საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები) ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

შეკრულობის ეპიზოდების პერიოდში, პირველ რიგში, საჭიროა კვების ხასიათის შეცვლა, დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს უჯრედისს და წყალს.

საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას, დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დღის განმავლობაში განავლის დარბილებისთვის.


ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ურთიერთქმედების სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.


უსაფრთხობისსპეციალურიზომები

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭიროა ნაწლავის მოქმედების უეცარი ცვლილების დროს (სიხშირე და ნაწლავის მოძრაობის ცვლილება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე დიდხანს, ან როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ აქვს ეფექტი.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

ასევე, ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია მიზანშეწონილია ხანდაზმულებისთვის ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის. 


ორსულობადაძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არის ჩატარებული.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ზუსტი უკუჩვენება არ არის, მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა არასასურველმა მოვლენებმა. ამიტომ, რეკომენდებულია პრეპარატზე რეაქციის შემოწმება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.  


ზოგადიინფორმაციაჯანმრთელობაზე

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაბალანსებული დიეტა დიდი რაოდენობით წყლით და უჯრედისით (ქატო, ბოსტნეული და ხილი) ხანგრძლივი დროით აუმჯობესებს შეკრულობის პრობლემას.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ნაწლავის მოქმედება არ ხდება ყოველდღე, მათ აწუხებთ შეკრულობა.
ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ბევრი ინდივიდისთვის ეს მდგომარეობა ნორმალურია. ამის ნაცვლად ჩათვალეთ, რომ შეკრულობას ადგილი აქვს, როდესაც ევაკუაცია მცირდება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით და გამოწვეულია მყარი განავლით.

შეკრულობის რეციდივის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

დოზირება,მიღებისწესი და დრო

სწორი დოზირებაა მინიმალური რაოდენობა ნაწლავის იოლი მოქმედების გამოსაწვევად.
სასურველია მინიმალიური საწყისი დოზის გამოყენება, რომლითაც გამოიწვევა ევაკუაცია.

მოზრდილებიდამოზარდები (12-18 წელი):

მოზრდილებში 6,75 გ-იანი 1 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1 ან 2-ჯერ დღეში.

6-11 წლისასაკისბავშვები:

ბავშვებში 4,5 გ-იანი 1 ცალი  ერთჯერადი დოზის კონტეინერი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.

2-6 წლისასაკისბავშვები:

ახალშობილებში 2,75 გ-იანი 1 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.

 

გამოყენების ინსტრუქცია

ერთჯერადი დოზის კონტეინერიდან კანულას დამცავი თავსახურის მოსახსნელად მოათავსეთ ცერა და საჩვენებლი თითები რგოლზე, რომელიც მოთავსებულია სილფონზე და მეორე ხელით გადაწიეთ და მოხსენით კონტეინერის კანულას თავსახური.

პროცედურის შესრულების დროს არ დააჭიროთ სილფონს, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება გამოვიდეს გამოყენებამდე.

სწორ ნაწლავში შეყვანამდე შეიძლება სასარგებლო იყოს კანულის დატენიანება კონტეინერში არსებული ხსნარით სილფონზე დაჭერით. კანულის ამოღებისას  სილფონზე უნდა გეჭიროთ თითი. 

თითოეული კონტეინერის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად; პრეპარატის ნებისმიერი დარჩენილი რაოდენობა უნდა განადგურდეს.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში (იხ. უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პრეპარატის ეფექტიანობას აძლიერებს სითხით მდიდარი დიეტა.

 

ჭარბიდოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭარბი დოზირება (საფაღარათო საშუალებების  ბოროტად გამოყენება-გადაჭარბებული დოზების ხშირი ან გახანგრძლივებული გამოყენება) შეიძლება იწვევდეს მუცლის ტკივილს, პერსისტირებულ დიარეას, რაც შემდგომში იწვევს სითხის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიციული ფაქტორების დაკარგვას. საჭიროა ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.

ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინემია.

უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რაც შემდგომში შეიძლება იწვევდეს გულის ან ნერვკუნთოვან დისფუნქციას, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის შემთხვევაში. საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

გლიცეროლი სელლა რექტალური ხსნარის გადაჭარბებული დოზის სწორი ნაწლავიდან მიღების/შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს.


გლიცეროლი სელლა რექტალური ხსნარის გამოყენების შესახებ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

არასასურველიეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლი სელლა რექტალურმა ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა ადამიანში.

რეგისტრირებულია გლიცეროლი სელლა რექტალური ხსნარის ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტები. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცალკეული ჩამოთვლილი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად.


კუჭ-ნაწლავისდაავადებები

იზოლირებული კრამპები ან აბდომინური კოლიკა და დიარეა, სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირად მწვავე შეკრულობისას, ასევე  რექტალური ზონის გაღიზიანება.


ამ შეფუთვის ჩანართში მოცემული ინსტრუქციების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.

თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი მწვავდება, ან შენიშნავთ რომელიმე არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.

 

ვარგისობისვადადაშენახვა

ვარგისობის ვადა: შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია პროდუქტზე.
ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, შენახული შესაბამისი პირობებით.


სიფრთხილე: პრეპარატი არ გამოიყენოთ პროდუქტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.


შენახვისპირობები

პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა მოხდეს პრეპარატის დაცვა ნესტისგან, ასევე შორს სითბოს პირდაპირი წყაროდან.


მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან  ერთად.

არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს.  ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.


პრეპარატიშეინახეთბავშვებისთვისმიუწვდომელადგილას.

 

შემადგენლობა
გლიცეროლი სელლა ახალშობილები 2,25 გ რექტალური ხსნარი - 6 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით.

1 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 2,25 გ

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, გამოხდილი წყალი.

 

გლიცეროლი სელლა ბავშვები 4,5 გ რექტალური ხსნარი - 6 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით.

1 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 4.5 გ

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, გამოხდილი წყალი.

 

გლიცეროლი სელლა მოზრდილები 6,75 გ რექტალური ხსნარი - 6 ან 12 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი გვირილით და ბალბით.

1 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 6,75 გ

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაცევტული ფორმადაშემცველობა

რექტალური ხსნარი -   6 ან 12 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი.

გაცემის წესი:                     

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)

 

მწარმოებელი

ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)

 

შეფუთვის ჩანართის ბოლოგადახედვისთარიღიიტალიისწამლისსააგენტოსმიერ:
2019 წლის აგვისტო

 

05.05.2023 წ., ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია (სელლა;

ლაბ. ჩიმ. ფარმაცეუტიკო სრლ (SELLA LAB. CHIM. FARMACEUTICO srl), ვიჩენცას ქუჩა, 67,  36015 სკიო - ვიჩენცა)

თარგმანი იტალიურიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი: