ტენოტენი საბავშვო#40ტ საწუწნი

ტენოტენი საბავშვო#40ტ საწუწნი

19.55 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტვინის სპეციფიური პროტეინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 65818
გააზიარე:

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ტენოტენი საბავშვო

სავაჭრო სახელწოდება

ტენოტენი საბავშვო

წამლის ფორმა

ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა (1 ტაბლეტის)

აქტიური ნივთიერება:

თავის ტვინის სპეციფიური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები

S-100 – 0,003 გ*.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

*დაიტანება ლაქტოზის მონოჰიდრატზე წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმის არაუმეტეს 10-16 ნგ/გ შემცველობით.

აღწერილობა

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაზოლით და ნაჭდევით, თეთრდან თითქმის თეთრ ფერამდე.

ბრტყელ მხარეზე ნაზოლით დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა TENOTEN KID.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პრეპარატი ავლენს დამამშვიდებელ, შფოთვის საწინააღმდეგო (ანქსიოლიტურ) მოქმედებას, ისე რომ არ იწვევს არასასურველ ჰიპნოგენურ და მიორელაქსანტურ ეფექტებს. აუმჯობესებს ფსიქოემოციური დატვირთვების გადატანას. გააჩნია სტრესს-პროტექტორული, ნოოტროპული, ანტიამნესტიური, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ნეიროპროტექტული, ანტიასთენიური, ანტიდეპრესიული მოქმედება.

ინტოქსიკაციის პირობებში, ჰიპოქსიის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შემდგომი მდგომარეობის დროს ახდენს ნეიროპროტექტურ მოქმედებას, ზღუდავს დაზიანების ზონას, ახდენს შესწავლის და მეხსიერების პროცესის ნორმალიზებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

აინჰიბირებს ლიპიდების პეროქსიდირების პროცესებს.

ახდენს შ-100 ცილის ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც ახორციელებს ტვინში სინაფსური (ინფორმაციული) და მეტაბოლური პროცესების გაერთიანებას. ახდენს გაზმ-მიმეტურ და ნეიროტროფულ მოქმედებას, ზრდის სტრეს-მალიმიტირებელ სისტემათა აქტივობას, ხელს უწყობს ნეირონული პლასტიკურობის პროცესების აღდგენას.

ფარმაკოკინეტიკა

ანალიზის თანამედროვე ფიზიკოქიმიური მეთოდების მგრძნობელობა (გაზურ-სითხოვანი ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფია, გაზური ქრომატო-მასპექტრომეტრია) არ იძლევა საშუალებას შეაფასოს პრეპარატ ტენოტენ საბავშვოს აქტიური ნივთიერების შემცველობა ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში. პრეპარატის სპეციფიკური შემადგენლობის გამო (იხ. ნაწილი „შემადგენლობა“), რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.

გამოყენების ჩვენება

ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს მომატებული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, ქცევის და ყურადღების დარღვევა, ვეგეტატური აშლილობები.

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ტენოტენი საბავშვოს გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი. პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას უნდა გათვალისწინდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.

გამოყენების წესი და დოზები

მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე – 1 ან 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე – არა კვების დროს). საჭიროებსიას შესაძლებელია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში.

ნევროზულიდანევროზისმსგავსიაშლილობები. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, მკურნალობის კურსი 1-3 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლოა გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1-2 თვის შემდეგ.

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მიიღება 2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, მკურნალობის კურსი 1-3 თვე.

მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმის.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატების რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გავლენა სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვის უნარზე

არ გამოვლენილა პრეპარატ ტენოტენი საბავშვოს უარყოფითი გავლენა სატრანსპორტო საშუალების და სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისპეფსია პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების გამო.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთზემოქმედების შემთხვევები დღემდე გამოვლენილი არ ყოფილა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობით.

პრეპარატ ტენოტენი საბავშვოს გამააქტივირებელი თვისებების გამო, მისი ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.

გამოშვების ფორმა

ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის გარსის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში კონტურული უჯრედული შეფუთვა უნდა შეინახოს მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულ მუყაოს კოლოფში.

თუ ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა რაიმე დეფექტი, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა/ მომხმარებელთაგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“;

რუსეთი, 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი შესახ. სახლი 9.

ტელ/ფაქსი: +7 (495) 684-43-33.

„ცხელი ხაზის“ ტელეფონები: +7 (495) 681-09-30, +7 (495) 681-93-00.

E-mail: [email protected]

სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი

რუსეთი, 454139, ქ. ჩელიაბინსკი, ბუგურუსლანსკაიას ქ., სახლი 54

წარმოების განვითარებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“ ი.იუ. კრასნოვა