კრეზამი 10000 225მგ#10კაფს GMP
გააზიარე:
კრეზამი / KREZAM
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pancreatine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 225 მგ კაფსულა №10 ბლისტერზე
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
კრეზამი 10000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 225 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ............................................ 10000 ს.ე. (Ph. Eur.)
ამილაზა .......................................... 8000 ს.ე. (Ph. Eur.)
პროტეაზა ....................................... 600 ს.ე. (Ph. Eur.)
კრეზამი 25000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ............................................ 25000 ს.ე. (Ph. Eur.)
ამილაზა .......................................... 18000 ს.ე. (Ph. Eur.)
პროტეაზა ....................................... 1500 ს.ე. (Ph. Eur.)
კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მინიმიკროსფეროების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფერმენტული პრეპარატი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
პრეპარატის შემადგენელი ფერმენტები - ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ აბსორბციას.
კრეზამის კაფსულა სწრაფად იხსნება კუჭში, გამოთავისუფლდება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მინიმიკროსფეროები, ერევიან ნაწლავის შიგთავსს და თანაბრად გადანაწილდებიან მასში. მინიმიკროსფეროების წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ირღვევა მათი ნაწლავში ხსნადი გარსი, ხდება ლიპოლიზური, ამინოლოზური და პროტეოლიზური აქტივობის მქონე ფერმენტების გამოთავისუფლება, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, სახამებლისა და ლიპიდების დეზინტეგრაციას.
ლიპაზა ჰიდროლიზის გზით შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, ამილაზა - ნახშირწყლებს დექსტრინად და შაქრად, პროტეაზა - ცილებს.
ჩვენება
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
- მუკოვისციდოზი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- პანკრეატექტომია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
- სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
- ასაკოვანი პაციენტები.
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
- ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
- კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
- ტოტალური გასტრექტომია;
- დუოდენო- და გასტროსტაზი;
- ბილიარული ობსტრუქცია;
- ქოლესტაზური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი გამოიყენება ასევე:
- საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
- მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
- მექანიკური სიყვითლე;
- ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
- ნაწლავის გაუვალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
კრეზამის კაფსულები და/ან მინიმიკროსფეროები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მკურნალობენ პანკრეატინის დიდი დოზით. უსაფრთხოების მიზნით, მსხვილი ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილების გამო, პაციენტებში მუკოვისციდოზით რეკომენდებულია მუცლის ღრუს ყველა გამოვლენილი სიმპტომის ან ცვლილების კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დღე-ღამეში იღებს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე მეტ დოზას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ჰიპერურიკურია და ჰიპერურიკემია.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ფერმენტული პრეპარატებისა და რკინისა ან ფოლის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა შეწოვა.
ჰისტამინის H2 რეცეპტორის ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება პანკრეატინის ეფექტურობა.
პრეპარატი ზრდის პარაამინოსალიცილის მჟავას, სულფონამიდებისა და ანტიბიოტიკების აბსორბციას.
დოზირება და მიღების წესი
კრეზამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.
ერთ მიღებაზე, კრეზამი 10000 ან კრეზამი 25000-ის 1 კაფსულაზე მეტი მიღების აუცილებლობისას, რეკომენდებულია 1 კაფსულა დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.
კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე. დაუშვებელია მინიმიკროსფეროების საკვებთან ან ისეთ სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მიკროსფეროების გარსის დარღვევა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენის მოქმედებისგან.
თხევად საკვებთან ან სითხესთან შერეული მინიმიკროსფეროების ნარევი შენახვას არ ექვემდებარება და უნდა გამოიყენეონ მომზადებისთანავე.
ამავე დროს აუცილებელია მუდმივად საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, განსაკუთრებით სითხის ჭარბად დაკარგვის შემთხვევაში. არასაკმარისი სითხის მიღება შესაძლებელია ყაბზობის (შეკრულობის) მიზეზი გახდეს.
თუ ჭამის წინ ან ჭამის დროს პაციენტს დაავიწყდა კრეზამის დოზის მიღება, დასაშვებია მისი მიღება ჭამის დამთავრებისთანავე. კაფსულების უფრო გვიანი მიღება არ არის მიზანშეწონილი.
კრეზამის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზის მიღებისას არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის დანიშვნა.
მუკოვისციდოზი:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სხეულის წონის მიხედვით.
საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას აქტივობაზე გადაანგარიშებით - 1000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს, ხოლო 4 წლის ზემოთ - 500 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს.
მისაღები დოზის რეგულირება ხდება დაავადების სიმპტომების გამოხატულების, სტეატორეის კონტროლით და სწორი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებით.
პაციენტების უმეტესობისათვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
ვინაიდან კრეზამი 10000-ის კაფსულების შიგთავსის გაყოფა სიძნელესთან არის დაკავშირებული, რეკომენდებულია აღნიშნული დოზით მკურნალობა დაიწყოს ბავშვებში სხეულის წონით არანაკლებ 10კგ.
ვინაიდან კრეზამი 25000-ის კაფსულების შიგთავსის გაყოფა სიძნელესთან არის დაკავშირებული, რეკომენდებულია აღნიშნული დოზით მკურნალობა დაიწყოს ბავშვებში სხეულის წონით არანაკლებ 25კგ.
დოზირება სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა:
დოზირება ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით – საჭმლის მონელების უკმარისობის და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ძირითად კვებასთან (სადილი, საუზმე, ვახშამი) ერთად პრეპარატის მისაღები დოზა მერყეობს 20000-დან 75000-მდე ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით, ხოლო მსუბუქი კვების შემთხვევაში – 5000 - 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით.
ჩვეულებრივ პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10000 - 25000 ს.ე. (Ph. Eur..) ლიპაზა ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა სტეატორეის შემცირებისა და კარგი კვებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
ჩვეულებრივ, პაციენტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს არანაკლებ 20000-50000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, პერიანალური არის გაღიზიანება.
პანკრეატინის დიდი დოზით ხანგრძლივად მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25°Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კრეზამი 25000 და კრეზამი 10000 - შეფუთვაში 10 კაფსულა; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).