ცეელ T 2მლ #1ა
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
Zeel® T
ცელ ® T
( Zeel ® T )
საინექციო ხსნარი კუნთში, კანქვეშ,
კანში, ვენაში, (პარავერტებრალური) ინექციისთვის
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა :
1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს:
Cartilago suis D6 2 მგ
Funiculus umbilicalis suis D6 2 მგ
Embryo suis D6 2 მგ
Placenta suis D6 2 მგ
Solanum dulcamara D3 10 მგ
Symphytum officinale D6 10 მგ
Nadidum D8 2 მგ
Coenzymum A D8 2 მგ
Sanguinaria canadensis D4 3 მგ
Natrium diethyloxalaceticum D8 2 მგ
Acidum alpha-liponicum D8 2 მგ
Toxicodendron quercifolium D2 10 მგ
Arnica montana D4 200 მგ
Sulfur D6 3,6 მგ
შემავსებლები :
საინექციო წყალი 1,747,4 მგ
ნატრიუმის ქლორიდი 17,6 მგ
ჩვენება :
ართროზი (კერძოდ გონართროზი); პოლიართროზი, სპონდილოართროზი,
მხარ-ბეჭის პერიართრიტი.
უკუჩვენება :
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, მ.შ. შხამიანი სუროს (Rhus toxicodendron) და რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების (Arnica) მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილება და
უსაფრთხოების ზომები :
შენიშვნა: თუ ჩივილები არ ქრება, ან უარესდება, მაგ.: სახსრების სიწითლე, გასიება ან სიმხურვალის შეგრძნება, ან სიმპტომები გახანგრძლივება, უნდა მიმართოთ ექიმს. ამ პროდუქციის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი რაოდენობის დოკუმენტირებული მონაცემების არ არსებობის გამო, მისი მოხმარება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის.
ორსულობა და ლაქტაცია :
ამ მედიკამენტში არსებულმა ჰომეოპათიურმა შემადგენელმა კომპონენტებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს. ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს პრეპარატის ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტი :
ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. ცალკელ შემთხვევებში მოხსენებული იყო კანის გარდამავალი ალერგიული რეაქციის შესახებ.
წამალთშორისი ურთიერთქმედება :
არ არის ცნობილი.
დოზირება და მიღების წესი :
ზოგადად, კვირაში ორჯერ 1 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში ან საჭიროების შემთხვევაში, პარავერტებრალურად. დიდი სახსრების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, შესაძლებელია 2 ამპულის გამოყენება. 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები.
შეფუთვა :
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 10 ამპულა 2.0 მლ-ანი.
ვარგისიანობის ვადა :
5 წელი
შენახვა :
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი :
Biologische Heilmittel Heel GmbH
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
დრ-რეკევეგის ქ. 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი :
III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დისტრიბიუტორი :
შპს ბიომედიკა (Biomedica)
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 38,
0186 თბილისი, საქართველო
შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია
გამოიჩინეთ სიფრთხილე, ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია. არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. ნებისმიერი დარჩენილი შემცველობა უნდა განადგურდეს.










