ფერზიმ ჯუნიორი #10ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფერზიმ ჯუნიორი
ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავური ფლორის მარეგულირებელი საშუალება.
შემადგენლობა: ყოველი ფლაკონი შეიცავს: 12 სახეობის 7 მილიარდ ბაქტერიას: L.rhamnosus, L.acidophilus, L.plantarum, L.casei, L.helveticus, L.bulgaricus, B. Bifidum, B.infantus, B.adelecsentis, Lactococus lactis, Streptococcus thermaphilus, Propionobacterium shermani.
ვიტამინებს და მიკროელემენტებს: B1, B2, B3, B5, B6, B12, C, E, Ca, Mg, Fe, Mn, Zn, ინულინი, ბაობაბი, აკაცია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას. გააჩნია ანტიპირეტული, ნაღველმდენი, ანთებისსაწინა - აღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. სწრაფად და ეფექტურად აღადგენს წყლის ბალანსს ბავშვის ორგანიზმში. პრობიოტიკების ანუ “მეგობარი ბაქტერიების” არსებობა აუცილებელია საჭმლის მონელებისა და ვიტამინების შეწოვისათვის. თუმცა მათი არსებობისათვის მნიშვნელოვანია ორგანიზმში პრებიოტიკების ანუ “მეგობარი ბაქტერიების გამაძლიერებელი” ბაქტერიების არსებობა”. პრებიოტიკები: ინულინი-გარდა იმისა, რომ ქმნის საკვებ ნიადაგს ბაქტერიებისათვის, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას და ეფექტურია შეკრულობის დროს. ბაობაბი-ბაობაბის ნაყოფის ქერქის ექსტრაქტისაგან ამზადებენ: გაციების საწინააღმდეგო, ცხელების საწინააღმდეგო, დიზინტერიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ასთმის სამკურნალო საშუალებებს.იგი მდიდარია C და B ჯგუფის ვიტამინებით. აკაცია-მისი ქერქი გამოირჩევა თაფლოვნობით, მდიდარია Ca, Fe, Mg, Mn, Zn. მას იყენებენ ანტიპირეტულ, ამოსახველებელ საშუალებას. იგი ეფექტურია ჰიპერაცედოზის დროს.
ჩვენება:
• დიარეა
• დისბაქტერიოზი
• ნაწლავური ინფექციები
• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
მიღების წესი და დოზირება:
• 0-3 წლამდე: 12 ფლაკონი დღეში.
• 3-10 წლამდე: 1 ფლაკონი დღეში.
• მოზრდილები: 2 ფლაკონი დღეში.
მიღება სასურველია დილით, უზმოზე.
უსაფრთხოების ზომები: გვერდითი ეფექტები დაფიქსირებული არ არის.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: უკუნაჩვენები არ არის.
გამოშვების ფორმა: 8 მლ ფლაკონი
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი ურეცეპტო
მწარმოებელი: Specchiasol. S.P.A, იტალია