სოდა ბუფერი 42მგ/მლ 100მლ ფლ

სოდა ბუფერი 42მგ/მლ 100მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ბიკარბონატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 64579
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

გამოყენების ინსტრუქცია

სოდა-ბუფერი

(SODA-BUFER)

 შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი;

1 მლ ხსნარი შეიცავს 42 მგ ნატრიუმის ჰიდროკარბონატს;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნახშირბადის დიოქსიდი, საინექციო

წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

იონური შემადგენლობა 1 ლ პრეპარატზე: ნატრიუმის იონი - 0,5 მოლი, ჰიდროკარბონატის

იონი - 0,5 მოლი. თეორიული ოსმოლარობა - 1000 მოსმ/ლ. pH 7,0-8,5.

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ხსნარები ინტრავენური შეყვანისათვის.ნატრიუმის ბიკარბონატი.

ათქ კოდი: B05X A02.

 ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

სისხლის ტუტე მდგომარეობის აღმდგენი და მეტაბოლური აციდოზის მაკორექტირებელი საშუალება. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის დისოციაციისას გამოთავისუფლდება ბიკარბონატული ანიონი, ის იკავშირებს წყალბადის იონებს ნახშირმჟავას წარმოქმნით, რომელიც შემდეგ იშლება წყლად და ნახშირმჟავას აირად, რაც გამოიყოფა სუნთქვის დროს. ხსნარი, რომელიც დაყვანილია pH 7.3-7.8 მაჩვენებლამდე, ახდენს ნახტომისებრ გატუტიანების პრევენციას და უზრუნველყოფს აციდოზის თანაბარ კორექციას სისხლის ტუტე რეზერვების ერთდროული გაზრდისას. პრეპარატი ასევე ზრდის ორგანიზმიდან ნატრიუმის იონების და ქლორის გამოყოფას, ზრდის ოსმოსურ დიურეზს, ახდენს შარდის გატუტიანებას და შარდგამომყოფ სისტემაში შარდმჟავას ნალექის წარმოქმნის პრევენციას.

ბიკარბონატული ანიონი არ აღწევს უჯრედის შიგნით.

ფარმაკოკინეტიკა.

არ არის შესწავლილი.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

არაკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი სხვადასხვა ეტიოლოგიისინტოქსიკაციებისას, პოსტოპერაციული პერიოდის რთული მიმდინარეობა, გავრცელებული და/ან ღრმა დამწვრობები, შოკი, დიაბეტური კომა,ხანგრძლივი დიარეა, უწყვეტი ღებინება, მწვავე მასიური სისხლდენა, ღვიძლის დათირკმელების რთული დაზიანება, ხანგრძლივი ცხელება, რთული ჰიპოქსიაახალშობილებში. აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს სისხლის pH-ის შემცირება 7.2-ზედაბლა.

უკუჩვენებები.

მეტაბოლური ან რესპირატორული ალკალოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

შესაძლოა გააძლიეროს რეზერპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. 

გამოყენების თავისებურებები.

აუცილებელია სისხლის pH-ის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი. გულის ან თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა და შეშუპებები. აციდოზის ძალიან სწრაფი გაწონასწორების შემთხვევაში, კერძოდ, ფილტვების ვენტილაციის დარღვევისას, CO2-ის სწრაფმა გამოთავისუფლებამ შესაძლოა გააძლიეროს ცერებრალური აციდოზი. სოდა-ბუფერის მცირე რაოდენობები, რომელიც შეიყვანება სხვა საინფუზიო ხსნარებთან ერთად, რომლებსაც ახასიათებთ მჟავე pH, მოქმედებენ როგორც მანეიტრალირებელი აგენტები და ახდენენ პოსტინფუზიური ფლებიტების გამოვლენის პრევენციას (გლუკოზას სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები, რინგერის ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, ციპროფლოქსაცინი და ზოგიერთი სხვა ფტორქინოლონები).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ნატრიუმის ბიკარბონატი მავნე ზემოქმედებას ნაყოფზე, პრეპარტის ორსულ ქალებში დანიშვნისას, ასევე ახდენს თუ არა პრეპარატი ზეგავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამიტომ ამ პრეპარატის დანიშვნა ორსულებში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლების დროს.

რაქციის სიჩქარეზე გავლენა ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

ვინაიდან პრეპარატი გამოიყენება სტაციონარულ პირობებში, ამიტომ არ მოიპოვება მონაცემები მსგავსი ზეგავლენის შესახებ.

გამოყენების წესი და დოზირება.

ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში ვენაში წვეთოვანი შეყვანის გზით, 1.5 მმოლ/კგ საათში სიჩქარით (3 მლ 4.2% სოდა-ბუფერი /კგ საათში).

ახალშობილებში შეიყვანება  1-2 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე დოზით, ერთჯერ, მჟავა-ტუტოვანი და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კონტროლის ქვეშ.

მეტაბოლური აციდოზის კორექციისას დოზირება განისაზღვრება მჟავების და ტუტეების ბალანსის დარღვევის დონის გათვალისწინებით. დოზა დაიანგარიშება სისხლში აირების მაჩვენებლების მიხედვით შემდეგი ფორმულით:

0.5 მმოლ ბუფერიზებული ნატრიუმის ჰიდროკარბონატის მოცულობა 4.2% მლ-ში = ბაზის დეფიციტი (- BE) X სხეულის წონის კგ-ზე X 0.3 X 2

(0.3 ფაქტორი შეესაბამება არაუჯრედული სითხის წილს საერთო სითხესთან შედარებით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა მოზრდილებში - 300 მლ (სხეულის ჭარბი წონისას - 400 მლ) დღე-ღამეში; ბავშვებში-სხეულის წონის შესაბამისად 100-დან 200მლ-მდე.

 ბავშვები.გამოყენება შეძლება დაბადებიდან.

 ჭარბი დოზირება.

პრეპარატის ბუფერული თვისებების გამო, დოზის გადაჭარბებისას ალკალოზის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ალკალოზის, ჰიპერნატრიემიის და ჰიპეროსმიის, ტეტანური კრუნჩხვის განვითარება. ალკალოზის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას (კრუნჩხვა, მათ შორის ტეტანიის გამოვლენით, აღგზნება, სისხლის შრატში კალიუმისა და კალციუმის დონის შემცირება და ნატრიუმის დონის მომატება, pH დონის მომატება) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. აუცილებლობის შემთხვევაი შეიყვანება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარი. ტეტანიის განვითარების საშიშროების შემთხვევაში მოზრდილებში შეიყვანება 1-3 გ კალციუმის გლუკონატი.

 გვერდითი რეაქციები.

გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, მოუსვენრობა. არტერიული ჰიპერტენზია.

 ვარგისობის ვადა.2 წელი.

 შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

 შეუთავსებლობა.

სოდა-ბუფერის ხსნარში არ შეიძლება შემდეგი ნივთიერებების გახსნა: მჟავა ნივთიერებების (ასკორბინის, ნიკოტინის და სხვა მჟავები), ალკალოიდები (ატროპინი, აპომორფინი, კოფეინი, თეობრომინი, პაპავერინი), საგულე გლიკოზიდები, კალციუმის, მაგნიუმის და მძიმე მეტალების მარილები (რკინის, სპილენძის, თუთიის), რადგან ხდება ნალექის წარმოქმნა ან ორგანული შენაერთების ჰიდროლიზი. არ შეიძლება ფოსფატების შემცველ ხსნარებთან შერევა.

 შეფუთვა.

20 მლ, 100 მლ ან 200 მლ შუშის ბოთლებში.

 გაცემის წესი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 მწარმოებელი.

შ.პ.ს „იურია-ფარმი“

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის მისამართი.

უკრაინა, 18030, ქ. ჩერკასი,  კობზარსკის ქ. 108, ტელ.: (044) 281-01-01.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)