ნეფროტრანსი 500მგ #100კაფს

ნეფროტრანსი 500მგ #100კაფს

114.90 ლარი 85.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: მედიცე არზნეიმიტელ გერმანია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ბიკარბონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 64037
გააზიარე:


ნეფროტრანსი

კუჭის წვენის რეზისტენტული 100 რბილი კაფსულა
ნეფროტრანსი 500 მგ
კუჭის წვენის რეზისტენტული რბილი კაფსულები ნატრიუმჰიდროგენკარბონატი
შინაგანი მიღებისათვის. გაეცანით შეფუთვის დანართს. გაიცემა მხოლოდ აფთიაქებში. 
კუჭის წვენის რეზისტენტული რბილი კაფსულები შეიცავს 500 მგ ნატრიუმჰიდროგენკარბონატს.
შეიცავს სოიოს ზეთსა და სორბიტოლს.
დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ანოტაციას.

ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული სისხლის მომატებული მჟავიანობის (მეტაბოლური აციდოზი) მკურნალობისათვის და თირკმელების შესუსტებული ფუნქციონირებისას (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა) ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული სისხლის მომატებული მჟავიანობის ხელახლა წარმოშობის შემთხვევაში.


მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის არა ხელმისაწვდომ ადგილას.

ნებართვა # 5424,00.00
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა შიგთავსი დაცული იქნას სინათლის ზემოქმედებისაგან.
PZN – 03511770
გამოიყენება ახალგაზრდებსა და მოზრდილებშ 

რას მოიცავს წინამდებარე ანოტაცია
1. რა არის ნეფროტრანსი და რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ნეფროტრანსის მიღებამდე?
3. როგორ უნდა მიიღოთ ნეფროტრანსი?
4. რა სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენაა შესაძლებელი?

5. როგორ უნდა შეინახოთ ნეფროტრანსი?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ნეფროტრანსი და რისთვის გამოიყენება ის?
ნეფროტრანსი არის მედიკამენტი, რომლის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმჰიდროგენკარბონატი, კუჭის წვენის რეზისტენტული რბილი კაფსულების ფორმით, შინაგანი მიღებისათვის.
ნეფროტრანსი აციდოზის თერაპიის საშუალებაა, მმეტაბოლური აციდოზის კორექციისათვის.
გამოყენების სფერო
ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული სისხლის მომატებული მჟავიანობის (მეტაბოლური აციდოზი) მკურნალობისათვის და თირკმელების შესუსტებული ფუნქციონირებისას (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა) ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული სისხლის მომატებული მჟავიანობის ხელახლა წარმოშობის შემთხვევაში.
მითითება:
7,2 დაბლა სისხლის-პH მაჩვენებლის მქონე პაციენტები საჭიროებენ მომატებული მჟავიანობის (აციდოზის) კორექტირებას ინფუზიის მეშვეობით.
თუ, ორი კვირის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ნეფროტრანსის მიღებამდე? ნეფროტრანსის მიღება დაუშვებელია,
• თუ, თქვენ ალერგიული ხართ ნატრიუმჰიდროგენკარბონატის, სოიოს, მიწის თხილის ან 6 პუნქტში დასახელებული წინამდებარე მედიკამენტის შემადგენელი ნაწილების მიმართ.
• ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული ბაზის გადაჭარბებისას (მეტაბოლური ალკალოზი).
• შემცირებული სისხლის შრატის კალიუმის (ჰიპოკალემია) დროს.
• მომატებული სისხლის შრატის ნატრიუმის (ჰიპერნატრიემია) დროს.
• ნატრიუმით ღარიბი დიეტის დროს.

• 14 წლამდე ბავშვებში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უჩივით შესუსტებულ სუნთქვას (ჰიპოვენტილაცია), კალციუმის დაბალ შემცველობას სისხლში (ჰიპოკალცემია) ან მომატებულ მარილის შემცველობას სისხლში (ჰიპეროსმოლარული მდგომარეობა), ნეფროტრანსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, უპირველეს ყოვლისა კონტროლის ქვერშ უნდა იყოს ნატრიუმის შემცველობა (137 მგ ნატრიუმი = 6 მვალ კაფსულას); მოცემულ შემთხვევაში რეკომენდირებულია მკაცრი უმარილო დიეტა, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული არტერიული წნევის მატება.
ნეფროტრანსის ზემოქმედება დასაწყისში და უპირველეს ყოვლისა მაღალი დოზით მიღებისას უნდა ვაკონტროლოთ მინიმუმ ერთ ან ორკვირიანი შუალედებით (მაგ. პH- გაზომვა, სტანდარტული ბიკარბონატი, ალკალური მარაგი). აგრეთვე პ-ლაზმური ელექტროლიტები, უპირველეს ყოვლისა ნატრიუმი, კალიუმი და კალციუმი უნდა გაკონტროლდეს რეგულარულად. კონტროლის შედეგების შესაბამისად განისაზღვრება შემდგომი დოზირება.
აგრეთვე, ხანგრძლივი მკურნალობისას უნდა განხორციელდეს რეგულარული კონტროლი. კონტროლის შედეგების შესაბამისად უნდა განისაზღვროს შემდგომი დოზირება. სავარაუდოდ მომატებული ალკალების კორექტურა შესაძლებელია დოზის შემცირებით.

ნეფროტრანსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ დამატებით იღებთ, იღებდით ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას. კუჭსა და ნაწლავში პH-მაჩვენებლის მომატებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სუსტი მჟავებისა და ბაზების რეზორბციასა და სეკრეციაზე. აღნიშნული ეხება მაგ. სიმპათომიმეტიკას, ანტიქოლინერგიკას, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ბარბიტურატებს, H2- ანტაგონისტებს, კაპტოპრილს, ხინიდინს. ფუნქციონალური ცვლადი ზემოქმედება შესაძლებელია გლუკო და მინერალური კორტიკოიდებით, ანდროგენებითა და დიურეტიკებით, რომლებიც ამაღლებენ კალიუმის სეკრეციის ფუნქციას. გასათვალისწინებელია მედიკამენტების ხსნადობის შესაძლო ზეგავლენა, რომლის ელიმინაციაც ხდება შარდთან ერთად (მაგ. ციპროფლოქსაცინი).

ნეფროტრანსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებული მედიკამენტის ცვლადი ზემოქმედების შესახებ კვლევები არ განხორციელებულა.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
თუ, თქვენ ფეხმძიმეთ ხართ ან მეძუძური დედა ბრძანდებით, ან თუ ვარაუდობთ, რომ ფეხმძიმედ ხართ ან მიზნად ისახავთ ფეხმძიმობას, მედიკამენტის მიღებამდე რეკომენდაციისათვის მიმართეთ ექიმს ანბ ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღების შედეგები აღნიშნულ სიტუაციაში ცნობილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ინდიკაციისას ნატრიუმჰიდროგენკარბონატის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ნეფროტრანსში) მიღების საწინააღმდეგო დაბრკოლებები ნაჩვენები არ არის, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში ნეფროტრანსის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე.

მოძრაობისა და ავტომობილის მართვის უნარი

ნეფროტრანსი ზეგავლენას არ ახდენს მოძრაობასა და ავტომობილის მართვის უნარზე.

ნეფროტრანსი შეიცავს სორბიტოლს.
თუ, თქვენთვის ცნობილია, რომ განსაზღვრული შაქრის სახეობების მიმართ ალერგიული ხართ, გთხოვთ, ნეფროტრანსი მიიღეთ ექიმთან გასაუბრების საფუძველზე.

3. როგორ უნდა მიიღოთ ნეფროტრანსი?
აღნიშნული მედიკამენტი მიიღეთ ყოველთვის ანოტაციის შესაბამისად, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება განისაზღვრება ნივთიერებათა ცვლაზე დამოკიდებული სისხლის მომატებული მჟავიანობის (მეტაბოლური აციდოზი) სირთულის მიხედვით. თუ, ექიმი არ დაგინიშნავთ სპეციალურ დოზას, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 6 – 9 კაფსულას დღეში, შესაბამისად 3-4,5 გ ნატრიუმჰიდროგენკარბონატს დღეში.

რბილი კაფსულები უნდა გავანაწილოთ დღეზე და მივიღოთ დაუღეჭავად, სავარაუდოდ ცოტაოდენი სითხით, ჭამის დროს. კაფსულების დაღეჭვა ან გახსნა არ შეიძლება, ვინაიდან კაფსულის კუჭის წვენის რეზისტენტული ფუნქცია ირღვევა. გამოყენება ბავშვებსა და ახალგაზრდებში
მონაცემები არ არსებობს.

ნეფროტრანსის დიდი დოზით მიღებისას
მოჭარბებული დოზით მიღების სიმპტომებია კუნთების სისუსტე, მოდუნება და არასწორი სუნთქვა. ესენი სისხლში დაბალი მჟავიანობის (ალკალოზის) მაჩვენებლებია.
ნეფროტრანსის მაღალი დოზით მიღების ეჭვის შემთხვევაში, შეატყობინეთ ექიმს. ის მოცემულ შემთხვევაში მოჭარბებული დოზის რაოდენობის მიხედვით გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.

ნეფროტრანსის დოზის დავიწყების შემთხვევაში
ერთი დოზის გამორჩენის შემთხვევაში, მიიღეთ ორმაგი დოზა.

ნეფროტრანსის მიღების შეწყვეტის შემხთხვევაში შეატყობინეთ ექიმს.

მედიკამენტის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენაა შესაძლებელი?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, წინამდებარე მედიკამენტსდაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა შემთხვევაში არ გამოვლინდება. გვერდითი მოვლენების შესახებ ხშირი გამოვლინება აღინიშნა შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირად: 10-დან 1 პაციენტზე მეტი ხშირად: 1 – 10 პაციენტი 100-დან
საშუალოდ: 1 – 10 პაციენტი 1.000-დან
იშვიათად: 1 – 10 პაციენტი 10.000-დან
ძალიან იშვიათად: 10.000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი

უცნობია: არსებული მონაცემების თანახმად, გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.

ძალიან იშვიათად
ნეფროტრანსში შემავალი სოიოს ზეთი ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციას.

სხვა სახის გვერდითი მოვლენები (გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის) შესაძლებელია წარმოიშვას გასტროინტესტინალური სიმპტომები, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი. ნეფროტრანსის ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, შესაძლებელია თირკმელებში წარმოიშვას კალციუმის ან მაგნეზიის ფოსფატის კენჭები.

დოზის გადაჭარბება კუნთოვანი აღგზნებადობაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას მომატებული კალციუმით (ჰიპოკალცემიური ტეტანია). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არსებული დეფექტებისას, მაგ. ფაღარათი, შესაძლოა გაძლიერდეს აღნიშნული დეფექტები.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ, თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იგივენაირად მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ ისეთი სახის გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ანოტაციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოთ უშუალოდ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილებას, კურტ-გეორგ-კიზინგერის ხეივანი 3, გერმანია 53175 ბონი, ვებ-გვერდი: ჰტტპ://წწწ.ბფარმ.დე. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ, მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ უნდა შეინახოთ ნეფროტრანსი?
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე დატანილი „გამოყენების ვადის“ გასვლის შემდგომ, მედიკამენტის გამოყენება დაუშვებეკლია. ვადის ამოწურვის თარიღია მოცემული თვის ბოლო დღე. არ შეინახოთ 250ჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა შიგთავსი დაცული იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს ნეფროტრანსი
• ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა: ნატრიუმჰიდროგენკარბონატი.
• კუჭის წვენის რეზისტენტული კაფსულა შეიცავს 500 მგ ნატრიუმჰიდროგენკარბონატს.
• სხვა შემადგენელი ნაწილებია: ყვითელი ცვილი, ჰიდრირებული სოიოს ზეთი (Pჰ. Eურ.), ნაწილობრივ ჰიდრირებული სოიოს ზეთი (DAB), რაფინირებული რაფსის ზეთი, (3-სნ-ფოსფატიდილი) ხოლინი სოიოს მარცვლებიდან, რკინა (II, III)-ოქსიდი (E 172), ტიტანდიოქსიდი (E 171), გლიცეროლი 85%, ჟელატინი, სორბიტოლი (Pჰ. Eურ.), სორბიტანი, მანნითოლი (ღჰ. Eურ.), მაღალი პოლიოლი, მარილმჟავა 25%, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, მეთაკრილის მჟავები-ეთილაკრილატი-კოპოლიმერი (1:1) (Pჰ. Eურ.), პოლისორბატი 80, ნატრიუმდოდეცილსულფატი, პროპილენგლიკოლი, გლიცეროლმონოსტრიტი, გაფილტრული წყალი.
გთხოვთ, პუნქტში - „2. რა უნდა გავითვალისწინოთ ნეფროტრანსის მიღებამდე“, გაეცანით ინფორმაციას სოიოს, მიწის თხილისა და სორბიტოლის, აგრეთვე ნატრიუმის შემცველობის შესახებ.

მწარმოებელი : 

შპს და კომპანია „MEDICE Arzneimittel Pütter“ კულოვეგ 37, 58638 იზერლონი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (68 აფთიაქი)

რეგიონი (80 აფთიაქი)

ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-09-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-09-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-09-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-09-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-09-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-09-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-09-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-09-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-09-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-09-01