მედოლაპრამი 10მგ #28ტ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მედოლაპრამი
სავაჭო დასახელება
მედოლაპრამი, Medolapram
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ესციტალოპრამი, Escitalopram
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.
შემადგენლობა
აპკიანიგარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურინივთიერება: ესციტალოპრამი (ესციტალოპრამის ოქსალატის სახით) 10 მგ ან 20 მგ.
დამხმარენივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7003 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80).
პრეპარატის ათქ კოდი N06AB10
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედებისმექანიზმი
ესციტალოპრამი არის სეროტონინის (5-HT) უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი, მაღალი აფინურობით შეკავშირების პირველადი ადგილისადმი. ესციტალოპრამი ასევე უკავშირდება ცილა-ტრანსპორტერის შეკავშირების ალოსტერიულ ადგილს 1000-ჯერ უფრო დაბალი აფინურობით.
ესციტალოპრამს არ გააჩნია ან აქვს დაბალი აფინურობა რიგი რეცეპტორებისადმი, 5-HT1A და 5-HT2 რეცეპტორების, დოფამინური D1 და D2 რეცეპტორების, α1-, α2- და β- ადრენორეცეპტორების, ჰისტამინური H1-რეცეპტორების, მ-ქოლინორეცეპტორების, ბენზოდიაზეპინური და ოპიოიდური რეცეპტორების ჩათვლით.
5-HT-ის უკუმიტაცების ინჰიბირება მოქმედების ერთადერთი სავარაუდო მექანიზმია, რომლითაც აიხსნება ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიური და კლინიკური ეფექტები.
ესციტალოპრამი არის რაცემატის (ციტალოპრამის) S-ენანტიომერი და ინდივიდუალური ენანტიომერი თერაპიული ეფექტურობით. ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ R-ენანტიომერი არ არის არააქტიური, მაგრამ აფერხებს სეროტონინის დაგროვებას და S-ენანტიომერის ამასთან დაკავშირებულ ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
ფარმაკოდინამიკურიეფექტები
ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც ტარდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებზე, QTc ინტერვალის მნიშვნელობის ცვლილებამ იზოხაზთან მიმართებაში (კორექცია Fridericia ფორმულის მიხედვით) შეადგინა 4,3 მილიწამი (90% ნდობის ინტერვალი: 2,2; 6,4) 10 მგ დღე-ღამეში დოზისას და 10,7 მილიწამი (90% ნდობის ინტერალი: 8,6; 12,8) 30 მგ დღე-ღამეში სუპრათერაპიული დოზისას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
აბსორბცია პრაქტიკულად სრულია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (Tmax საშუალო მნიშვნელობა) შეადგენს 4 საათს მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ.
ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ესციტალოპრამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%.
განაწილება
განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (Vd,β/F) პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 12-26 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 80%-ზე ნაკლებს ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტებისათვის.
ბიოტრანსფორმაცია
ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. ალტერნატიულად, შესაძლებელია აზოტის დაჟანგვა N-ოქსიდის მეტაბოლიტამდე. საწყისი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, დემეთილირებული და დიდემეთილირებული მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაციები, ჩვეულებრივ, შეადგენს ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და <5%, შესაბამისად. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტად განპირობებულია ძირითადად CYP2C19. შესაძლებელია CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების გარკვეული მონაწილეობა.
გამოყოფა
β-ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½ β) მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 30 საათს, ხოლო პლაზმური კლირენსი პერორალური მიღების შემდეგ (Cloral) შეადგენს დაახლოებით 0,6 ლ/წთ. ძირითად მეტაბოლიტებს აქვს მნიშვნელოვნად ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი. ვარაუდობენ, რომ ესციტალოპრამი და ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა როგორც ღვიძლით (მეტაბოლური გზა), ასევე თირკმელებით, ამასთან, დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით.
წრფივობა
ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა წრფივია. წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1 კვირის შემდეგ. საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 50 ნმოლი/ლ (20-125 ნმოლი/ლ) მიიღწევა დღე-ღამეში 10 მგ დოზის დროს.
ხანდაზმული ასაკისპაციენტები(> 65 წელი)
ესციტალოპრამი, როგორც ჩანს, უფრო ნელა გამოიყოფა ხანდაზმულ პაციენტებში, ვიდრე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ესციტალოპრამის კონცენტრაცია სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, რომელიც გამოითვლება „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ (AUC) არსებული ფართობის დახმარებით, ხანდაზმულ პაციენტებში დაახლოებით 50%-ით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლისდაქვეითებული ფუნქცია
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით (A და B კლასი ჩაილდ-პიუს სკალით) ესციტალოპრამის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ეფექტი კი იყო დაახლოებით 60%-ით მეტი, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში.
თირკმელებისდაქვეითებული ფუნქცია
რაცემიული ციტალოპრამის გამოყენებისას თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნება ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი და ეფექტის უმნიშვნელო ზრდა (კრეატინინის კლირენსი (CLCR) შეადგენდა 10-53 მლ/წთ). მეტაბოლიტების კონცენტრაციები პლაზმაში არ შესწავლილა, მაგრამ ისინი შეიძლება გაიზარდოს.
პოლიმორფიზმი
დადგენილი იქნა, რომ CYP2C19 „ნელ“ მეტაბოლიზატორებს გააჩნიათ ესციტალოპრამის ორჯერ უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, „სწრაფ“ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. CYP2D6 „ნელ“ მეტაბოლიზატორებში სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
გამოყენების ჩვენებები
- დიდი დეპრესიული ეპიზოდები;
- პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე;
- სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია);
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირებისრეჟიმი
ესციტალოპრამის გამოყენების უსაფრთხოება დღე-ღამეში >20 მგ დოზით დადგენილი არ არის.
დიდიდეპრესიულიეპიზოდები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 20 მგ. ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მიღებული ეფექტის გასამყარებლად.
პანიკურიაშლილობააგორაფობიითანმისგარეშე
რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომი გაზრდით 10 მგ-მდე დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 20 მგ.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ. თერაპია გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალურიშფოთვითიაშლილობა (სოციალურიფობია)
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. სიმპტომების შემსუბუქება ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, დოზა შეიძლება შემცირდეს 5 მგ-მდე დღე-ღამეში ან გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღე-ღამეში.
ვინაიდან სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობის მინიმალური რეკომენდებული ხანგრძლივობაა 12 კვირა. რესპონდენტთა გრძელვადიანი მკურნალობა იყო შესწავლილი 6 თვის განმავლობაში და შეიძლება განხილული იქნას რეციდივის თავიდან აცილებისათვის, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. რეგულარულად უნდა შეფასდეს მკურნალობის უპირატესობა.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის გარკვეული აშლილობის მკაფიოდ განსაზღვრული დიაგნოზირებადი სახეობა, რომელიც არ უნდა აგვერიოს ზედმეტ სიმორცხვეში. ფარმაკოთერაპია ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მნიშვნელოვნად მოქმედებს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობაზე.
არ შეფასებულა ასეთი მკურნალობის უპირატესობა კოგნიტურ-ქცევითთერაპიასთან შედარებით. ფარმაკოთერაპია ზოგადი თერაპიული სტრატეგიის ნაწილია.
გენერალიზებულიშფოთვითიაშლილობა
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 20 მგ.
რესპონდენტთა გრძელვადიანი მკურნალობა შესწავლილი იქნა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, დოზით 20 მგ დღე-ღამეში. რეგულარულად უნდა შეფასდეს მკურნალობის და გამოყენებული დოზის უპირატესობები.
ობსესიურ-კომპულსიურიაშლილობა
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 20 მგ.
რადგანაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის ქრონიკული დაავადება, მკურნალობა საკმარისად ხანგრძლივი უნდა იყოს, სიმპტომების მთლიანად გაქრობის უზრუნველსაყოფად.
რეგულარულად უნდა შეფასდეს მკურნალობის და გამოყენებული დოზის უპირატესობა.
ხანდაზმულიპაციენტები (˃ 65 წლის)
საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღე-ღამეში.
ესციტალოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია
არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის დროს. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (CLCR <30 მლ/წთ).
ღვიძლისდაქვეითებული ფუნქცია
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით, რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღე-ღამეში. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა და დოზის სათანადოდ ტიტრაცია.
CYP2C19-ის „ნელი“ მეტაბოლიზატორები
პაციენტებში CYP2C19 იზოფერმენტის დაბალი აქტივობით (CYP2C19 „ნელი“ მეტაბოლიზატორები) რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღე-ღამეში.
მოხსნისსიმპტომებიმკურნალობისშეწყვეტისას
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის უეცარი მოხსნა. მკურნალობის შეწყვეტისას პრეპარატის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში, მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის შესამცირებლად. თუ დოზის შემცირების შემდეგ ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეინიშნება აუტანელი სიმპტომები, შეიძლება განვიხილოთ ადრე დანიშნული დოზით მიღების განახლების შესაძლებლობა. მომავალში ექიმმა შეიძლება გააგრძელოს პრეპარატის დოზის შემცირება, მაგრამ უფრო თანდათანობით.
გამოყენებისწესი
მედოლაპრამი ინიშნება პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მონოამინოქსიდაზას (მაო) არასელექტიური შეუქცევადი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო (შფოთვითი აგზნებით, ტრემორით, ჰიპერთერმიით და ა.შ.);
- უკუნაჩვენებია MAO A შექცევადი ინჰიბიტორების (მაგალითად, მოკლობემიდი) ერთდროული გამოყენება ან MAO არასელექტიური შექცევადი ინჰიბიტორისა (ლინეზოლიდი), სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო;
- ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომი;
- სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ყველაზე ხშირად აღინიშნება მკურნალობის პირველ ან მეორე კვირას და შემდეგ ხდება, როგორც წესი, ნაკლებად ინტენსიური და უფრო იშვიათად აღინიშნება თერაპიის გაგრძელებისას.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების კლასის (SSRI) პრეპარატების გამოყენებისას და ესციტალოპრამის გამოყენებისას. ინფორმაცია წარმოდგენილია პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პოსტრეგისტრაციული მონაცემების და სპონტანური შეტყობინებების საფუძველზე.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
სისხლისდალიმფურისისტემისმხრივ: სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია.
იმუნურისისტემისმხრივ: იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინულისისტემისმხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია.
ნივთიერებათა ცვლისდაკვებისმხრივ: ხშირად - მადის დაქვეითება, მადის მომატება, სხეულის წონის მომატება; არახშირად - წონის კლება; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია1.
ფსიქიკის დარღვევები:ხშირად - შფოთვა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია (ქალებში); არახშირად - ბრუქსიზმი, აჟიტაცია, ნერვოზულობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების არევა; იშვიათად - აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები; სიხშირე უცნობია - მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა2.
ნერვულისისტემისმხრივ:ძალიან ხშირად - თავის ტკივილი; ხშირად - უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი; არახშირად - გემოს დარღვევა, ძილის დარღვევა, გონების დაკარგვა; იშვიათად - სეროტონინის სინდრომი; სიხშირე უცნობია - დისკინეზია, მოძრაობის დარღვევები, კრუნჩხვითი შეტევები, ფსიქომოტორული აგზნება/აკატიზია1.
მხედველობისორგანოსმხრივ: არახშირად - მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა.
სმენისორგანოს დაწონასწორობის მხრივ: იშვიათად - ტინიტუსი.
გულისმხრივ: არახშირად - ტაქიკარდია; იშვიათად - ბრადიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებით, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
სისხლძარღვებისმხრივ: სიხშირე უცნობია - ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
სასუნთქისისტემის, გულმკერდისორგანოების, შუასაყრისმხრივ: ხშირად - სინუსიტი, მთქნარება; არახშირად - ეპისტაქსისი.
კუჭ-ნაწლავისტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად - დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე; არახშირად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (რექტალური სისხლდენის ჩათვლით).
ღვიძლისადასანაღვლეგზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევა.
კანისადაკანქვეშაქსოვილებისმხრივ: ხშირად - მომატებული ოფლიანობა; არახშირად - ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი; სიხშირე უცნობია - ეკქიმოზი, ანგიონევროზული შეშუპება.
ჩონჩხ-კუნთოვანიდაშემაერთებელიქსოვილისმხრივ: ხშირად - ართრალგია, მიალგია; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი.
თირკმელებისდასაშარდეგზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.
სასქესოორგანოებისადასარძევეჯირკვლისმხრივ:ხშირად - ეაკულაციის დარღვევა და იმპოტენცია (მამაკაცებში); არახშირად - მეტრორაგია და მენორაგია (ქალებში); სიხშირე უცნობია - გალაქტორეა, პრიაპიზმი (მამაკაცებში), მშობიარობის შემდგომი სისხლდენა *.
ზოგადიდარღვევებიდადარღვევები, განპირობებული გამოყენების წესით:ხშირად - დაღლილობა, ჰიპერთერმია; არახშირად - შეშუპება.
1 არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა SSRI-ის გამოყენებისას.
2 სუიციდური აზრების და სუიციდური ქცევის შემთხვევები აღინიშნებოდა ესციტალოპრამით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტისთანავე.
* ეს გამოვლინება დარეგისტრირებულია სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების/სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI/SNRI) თერაპიული კლასისთვის.
QTინტერვალისგახანგრძლივება
QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები და პარკუჭოვანი არითმიები, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, დარეგისტრირებული იყო ესციტალოპრამის გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან ანამნეზში გახანგრძლივებული QT ინტერვალით ან გულის სხვა დაავადებებით.
კლასისეფექტები
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ძირითადად 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, აღინიშნებოდა ძვლების მოტეხილობების რისკის ზრდა SSRI-ის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებისას. ამ რისკის გაჩენის მექანიზმი უცნობია.
მოხსნისსიმპტომებიმკურნალობისშეწყვეტისას
SSRI/SNRI-ებით მკურნალობის შეწყვეტას, განსაკუთრებით მკვეთრად, ხშირად თან ახლავს მოხსნის სიმპტომების გამოვლენა. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესთეზიის და ელექტრული დენის დარტყმის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და ინტენსიური სიზმრები), აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაცია, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა, მხედველობის დარღვევები. ეს სიმპტომები, როგორც წესი, არის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის სიმძიმის და სწრაფად გადის, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება გამოვლინდეს უფრო მწვავე ფორმით და/ან უფრო ხანგრძლივად. რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობით მოხსნა დოზის შემცირების გზით.
შეტყობინებები საეჭვოარასასურველირეაქციებისშესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც მიეკუთვნება SSRI-ის თერაპიულ ჯგუფს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები.
SSRI/SNRI შეუძლიათ გაზარდონ მშობიარობის შემდგომი სისხლდენების რისკი.
ბავშვებიდა 18წლამდე მოზარდები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. კლინიკურ კვლევებში ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ სუიციდური ქცევა (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (აგრესიული ქცევის ჭარბობა, კონფრონტაციისადმი მიდრეკილება და გაღიზიანება) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. თუ კლინიკური შეფასების საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ანტიდეპრესანტებით თერაპიის დაწყების შესახებ, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სათანადო კონტროლის ქვეშ სუიციდური სიმპტომების გამოვლენის საგანზე. გარდა ამისა, არ არსებობს უსაფრთხოების გრძელვადიანი მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში, რომლებიც ეხება ზრდას, მომწიფებას და კოგნიტურ და ქცევით განვითარებას.
შფოთვისპარადოქსულისიმპტომები
ზოგიერთ პაციენტში პანიკური აშლილობით, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შფოთვის სიმპტომების გაძლიერება. მსგავსი პარადოქსული რეაქცია ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის აღნიშვნის ალბათობის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.
კრუნჩხვითი შეტევები
საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა კრუნჩხვითი შეტევების პირველადი განვითარების შემთხვევაში ან მათი სიხშირის ზრდის შემთხვევაში (პაციენტებში მანამდე დიაგნოზირებული ეპილეფსიით). SSRI არ უნდა იქნას გამოყენებული არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი შეტევების დროს საჭიროა სათანადო მონიტორინგი.
მანია
SSRI სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მანია/ჰიპომანია. მანიაკალური მდგომარეობის განვითარებისას, SSRI-ის მიღება უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SSRI-ით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.
სუიციდი/სუიციდური აზრებიანკლინიკურიგაუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების გაჩენის, თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მომატებულ რისკთან (სუიციდური მოვლენები). ეს რისკი ნარჩუნდება გამოხატული რემისიის დადგომამდე. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ შეინიშნოს თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტხანს, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო კონტროლის ქვეშ მათი მდგომარეობის გაუმჯობესების დადგომამდე. გამოყენების ზოგადი კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია სუიციდის რისკის გაზრდა.
სხვა ფსიქიკური მდგომარეობები, რომელთა სამკურნალოდ ინიშნება მედოლაპრამი, შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს სუიციდური მოვლენების განვითარების მომატებულ რისკთან. გარდა ამისა, ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს დიდი დეპრესიული აშლილობის კომორბიდული. სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა იქნას დაცული იგივე სიფრთხილის ზომები, როგორც დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ანამნეზში სუიციდური მოვლენების მქონე პაციენტებს, ან პაციენტებს გამოხატული სუიციდური აზრებით მკურნალობის დაწყებამდე, აქვთ სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობის უფრო დიდი რისკი და საჭიროებენ სათანადო კონტროლს მკურნალობის დროს. ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ანტიდეპრესანტების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტების მიღებისას არსებობს სუიციდური ქცევის გამოვლენის მომატებული რისკი, პლაცებოს მიღებასთან შედარებით 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში. პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა, კერძოდ თვითმკვლელობის მაღალი რისკის მქონე პაციენტების, უნდა ტარდებოდეს სათანადო კონტროლის ქვეშ, განსაკუთრებით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და დოზის შეცვლისას.
პაციენტები (და პაციენტების მომვლელი პირები) გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ კლინიკური გაუარესების, სუიციდური ქცევის ან აზრების, ასევე ქცევაში უჩვეულო ცვლილებების ნებისმიერი გამოვლინების კონტროლის საჭიროებისა და ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ.
აკათიზია /ფსიქომოტორულიაგზნება
SSRI/SNRI-ების გამოყენება ასოცირდება აკათიზიის განვითარებასთან, რომელსაც ახასიათებს სუბიექტურად უსიამოვნო ან დამთრგუნველი მოუსვენრობა და მუდმივი მოძრაობის საჭიროება, რაც ხშირად შერწყმულია წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობასთან. ეს ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების მქონე პაციენტებში დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გაუარესება.
ჰიპონატრიემია
ჰიპონატრიემია, რომელიც შესაძლოა დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევასთან, იშვიათად გვხვდება SSRI-ის მიღების ფონზე და ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში, რომლებიც შედიან ჰიპონატრიემიის განვითარების რისკის ჯგუფში, როგორიცაა ხანდაზმული ასაკის პაციენტები ან პაციენტები ღვიძლის ციროზით, ან SSRI-ის ერთდროულად გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია.
ჰემორაგია
SSRI-ის მიღებისას იყო შეტყობინებები კანზე სისხლჩაქცევების განვითარების შემთხვევების შესახებ (ეკქიმოზი და პურპურა). სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ SSRI-ს, განსაკუთრებით პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, სისხლის შედედებაზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოზურები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმეტესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) ერთად გამოყენებისას და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენისადმი მიდრეკილება.
ECT (ელექტროკონვულსიურითერაპია)
SSRI-ების და ECT-ის ერთდროული გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის და ECT ერთად გამოყენებისას.
სეროტონინისსინდრომი
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სეროტონინერგული მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად დანიშვნისას, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.
იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ SSRI-ს ერთდროულად სეროტონინერგულ სამკურნალო საშუალებებთან. ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აგზნება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია, შეიძლება მიუთითებდეს სეროტონინის სინდრომის განვითარებაზე.
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს SSRI-ის და სეროტონინერგული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება და დაწყებული იქნას სიმპტომური მკურნალობა.
კრაზანა
SSRI-ის და მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების სიხშირის ზრდა.
მოხსნისსიმპტომებიმკურნალობისშეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტას, განსაკუთრებით მკვეთრად შეწყვეტას, ხშირად თან ახლავს მოხსნის სიმპტომები. კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციები მკურნალობის შეწყვეტისას აღინიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 25%-ში, რომლებიც იღებდნენ ესციტალოპრამს, და პაციენტების 15%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
მოხსნის სიმპტომების აღნიშვნის რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, თერაპიის ხანგრძლივობის, დოზის და დოზის შემცირების სიჩქარის ჩათვლით. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესთეზიის და ელექტრული დენის დარტყმის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და ინტენსიური სიზმრები), აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაცია, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა, მხედველობის დარღვევები. ეს სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მწვავე ფორმით.
მოხსნის სიმპტომები, ჩვეულებრივ, აღინიშნება პირველ დღეებში პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები ასეთი სიმპტომების შესახებ პაციენტებში დოზის შემთხვევით გამოტოვებისას.
როგორც წესი, ეს სიმპტომები დროებითია და ქრება ორი კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება შენარჩუნდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე ან მეტი).
ამრიგად, მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია ესციტალოპრამის დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია პაციენტის საჭიროებებზე.
გულის იშემიური დაავადება
გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ სიფრთხილის დაცვაა რეკომენდებული პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით.
QTინტერვალისგახანგრძლივება
ნაჩვენებია, რომ ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები და პარკუჭოვანი არითმიები, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, დაფიქსირებული იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივებით ან გულის სხვა დაავადებებით.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში გამოხატული ბრადიკარდიით ან იმ პაციენტებში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან აქვთ გულის არაკომპენსირებული უკმარისობა.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიების რისკს და უნდა მოხდეს მათი კორექტირება ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებამდე.
პაციენტებში გულის სტაბილური დაავადებით, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ეკგ.
თუ ესციტალოპრამით მკურნალობის დროს ადგილი აქვს გულის არითმიის ნიშნებს, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაკეთდეს ეკგ.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
SSRI-ებმა, ესციტალოპრამის ჩათვლით, შეიძლება გავლენა მოახდინოს გუგის ზომაზე, მიდრიაზის გამოწვევით. ამ მიდრიაზულმა ეფექტმა შეიძლება დაავიწროვოს თვალის კუთხე, რაც იწვევს თვალშიგა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ მიდრეკილება. ამიტომაც, პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით ან გლაუკომით ანამნეზში.
სქესობრივი დისფუნქცია
SSRI/SNRI-ებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები. იყო შეტყობინებები ხანგრძლივი სქესობრივი დისფუნქციის შემთხვევების შესახებ, რომელთა სიმპტომები ნარჩუნდებოდა, SSRI/SNRI-ების მოხსნის მიუხედავად.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
მიუხედავად იმისა, რომ ესციტალოპრამი არ მოქმედებს ინტელექტუალურ ფუნქციებსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე, ნებისმიერმა ფსიქოტროპულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსჯელობის ან სხვა უნარების დაქვეითება. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის დარღვევის პოტენციური რისკის შესახებ.
ფერტილობა, გამოყენებაორსულობისადალაქტაციისდროს
ორსულობა
არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ესციტალოპრამის გამოყენების შესახებ.
დაკვირვებების მონაცემები მიუთითებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მომატებულ რისკზე (<2-ჯერ) დაბადებამდე ერთი თვით ადრე SSRI/SNRI-ების გამოყენების შემდეგ.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ ეს არ არის უკიდურესად აუცილებელი, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის გართულებების პოტენციურ რისკს.
უნდა მოხდეს ახალშობილებზე დაკვირვება დედის მიერ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის შედარებით გვიან ვადებზე, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დროს უნდა ვერიდოთ პრეპარატის გამოყენების უეცარ შეწყვეტას.
დედის მიერ ორსულობის გვიან ვადებში SSRI/SNRI-ების გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირაციული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვითი შეტევები, სხეულის არასტაბილური ტემპერატურა, კვების სირთულეები, პირღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვიულობა, გაღიზიანებადობა, აპათია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. ეს სიმპტომები შეიძლება განპირობებული იყოს როგორც სეროტონინერგული მოქმედებით, ასევე მოხსნის სინდრომის განვითარებით. უმეტეს შემთხვევაში, გართულებები აღინიშნება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობს, რომ SSRI-ის გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ვადებში, შეიძლება გაზარდოს პერსისტიული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (PPHN). დაფიქსირებულმა რისკმა შეადგინა დაახლოებით 5 შემთხვევა 1000 ორსულობაზე. საერთო პოპულაციაში აღინიშნება PPHN-ის 1-2 შემთხვევა 1000 ორსულობაზე.
ლაქტაცია
მოსალოდნელია, რომ ესციტალოპრამი ორგანიზმიდან გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის ხარისხზე. ადამიანებში ზოგიერთი SSRI-ის გამოყენებისას იყო შეტყობინებები სპერმის ხარისხზე შექცევადი ზემოქმედების შესახებ. დღემდე არ აღნიშნულა ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალო საშუალებებთან
ფარმაკოდინამიკურიურთიერთქმედებები
უკუნაჩვენებიკომბინაციები
მაო-სარასელექტიურიშეუქცევადიინჰიბიტორები
იყო შეტყობინებები სერიოზული არასასურველი რეაქციების შემთხვევების შესახებ პაციენტებში SSRI-ის მაო-ს არასელექტიურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას და პაციენტებში, რომლებმაც ახლახანს შეწყვიტეს SSRI-ით მკურნალობა და დაიწყეს მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორებით. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს განუვითარდათ სეროტონინის სინდრომი.
მედოლაპრამი უკუნაჩვენებია მაო-ს არასელექტიურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია MAO-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს არასელექტიური შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე.
მაო A-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება მაო A-ს ინჰიბიტორთან მოკლობემიდთან. თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენება აუცილებელია, მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი რეკომენდებული დოზებით, აგრეთვე გაძლიერებული იქნას კლინიკური მონიტორინგი.
მაო-ს შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)
ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი მაო-ს შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორია და არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს. თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენება აუცილებელია, მკურნალობა უნდა დაიწყოს შესაძლო მინიმალური დოზებით და ასევე გაძლიერდეს სათანადო კლინიკური მონიტორინგი.
მაო B-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორი (სელეგილინი)
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას მაო B-ს შეუქცევად ინჰიბიტორთან სელეგილინთან.
სელეგილინი დღე-ღამეში 10 მგ-მდე დოზით იყო უსაფრთხო რაცემიურ ციტალოპრამთან ერთად გამოყენებისას.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, არ ჩატარებულა. ვერ გამოირიცხება ესციტალოპრამის და ამ სამკურნალო საშუალებების ადიტიური ეფექტი. ამიტომ, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს: IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენურად, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგალითად, ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).
კომბინაციები, რომლებიცსაჭიროებს სიფრთხილისზომების დაცვას გამოყენებისას
სეროტონინერგულისამკურნალო საშუალებები
კომბინირებულმა გამოყენებამ სეროტონინერგულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს
SSRI-ებს შეუძლია შეამციროს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს (მაგალითად, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, SSRI), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები და ბუტიროფენონები), მეფლოხინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).
ლითიუმი, ტრიპტოფანი
SSRI-ების ერთდროული გამოყენებისას ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგანაც იყო შეტყობინებები მოქმედების გაძლიერების შემთხვევების შესახებ.
კრაზანა
SSRI-ების და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების სიხშირის ზრდა.
ჰემორაგია
ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დარღვევა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა სისხლის შედედების ფაქტორების სათანადო კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ან შეწყვეტის შემდეგ.
აასს-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენისადმი მიდრეკილება.
ალკოჰოლი
ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის არანაირი ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. მაგრამ, როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება ალკოჰოლთან.
ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიისგამომწვევისამკურნალო საშუალებები
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან, ვინაიდან ასეთი მდგომარეობების განვითარებისას იზრდება ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკი.
ფარმაკოკინეტიკურიურთიერთქმედებები
სხვასამკურნალო საშუალებებისზემოქმედებაესციტალოპრამისფარმაკოკინეტიკაზე
ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP2C19 იზოფერმენტის მონაწილეობით. მეტაბოლიზმში ნაკლები ხარისხით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტებს. ძირითადი მეტაბოლიტის, დემეთილირებული ესციტალოპრამის (S-DCT) მეტაბოლიზმი, როგორც ჩანს, ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6 იზოფერმენტის მიერ.
ესციტალოპრამისა და ომეპრაზოლის (CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) დოზით 30 მგ დღე-ღამეში ერთდროულად გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 50%-ით) ზრდას.
ესციტალოპრამისა და ციმეტიდინის (ზომიერად აქტიური ზოგადი ინჰიბიტორი) დოზით 400 მგ ორჯერ დღე-ღამეში ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 70%) ზრდას. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ციმეტიდინთან ესციტალოპრამის ერთდროული დანიშვნისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ამრიგად, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის და CYP2C19 ინჰიბიტორების (მაგალითად, ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინის ერთდროული დანიშვნისას. შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება არასასურველი რეაქციების მონიტორინგის საფუძველზე, CYP2C19 ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას.
ესციტალოპრამის ზემოქმედებასხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ესციტალოპრამი არის CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამის ერთდროულად გამოიყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით და ვიწრო თერაპიული ინდექსი აქვთ, როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი, მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენების შემთხვევაში), ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით, მაგალითად ანტიდეპრესანტებთან, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი, ან ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ორივე შემთხვევაში იწვევდა CYP2D6-ის ამ ორი სუბსტრატის კონცენტრაციის ორჯერად ზრდას პლაზმაში.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ესციტალოპრამს ასევე შეუძლია CYP2C19 იზოფერმენტის უნიშვნელო ინჰიბირება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც CYP2C19-ით მეტაბოლიზდება.
ჭარბიდოზირება
ტოქსიკურობა
ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია, უმეტეს შემთხვევებში აღინიშნებოდა სხვა პრეპარატების დოზის გადაჭარბება. უმეტეს შემთხვევებში აღინიშნებოდა ჭარბი დოზირების მსუბუქი სიმპტომები ან სიმპტომების არარსებობა. იშვიათად იყო შეტყობინებები ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების შესახებ ლეტალური დასასრულით; უმეტესი შემთხვევა დაკავშირებული იყო სხვა პრეპარატების ჭარბ დოზირებასთან.
ესციტალოპრამის გამოყენებას 400-800 მგ დოზით არ ახლდა რაიმე სერიოზული სიმპტომების აღნიშვნა.
სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც აღინიშნება ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების დროს, მოიცავს სიმპტომებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, ტრემორი, აჟიტაცია, სეროტონინის სინდრომის იშვიათი შემთხვევები, კრუნჩხვითი შეტევები, კომა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია) და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. საჭიროა სასუნთქი გზების ნორმალური გამტარობის, ფილტვების ადეკვატური ოქსიგენაციის და ვენტილაციის უზრუნველყოფა. უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი. კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ. რეკომენდებულია გულისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების მუშაობის მაჩვენებლების კონტროლი და სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია ეკგ-ის მონიტორინგი პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიით, რომლებიც ერთდროულად იყენებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებს, ან პაციენტებში შეცვლილი მეტაბოლიზმით, მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 14 ტაბლეტი ბლისტერში.
1, 2, 4 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).











