ოფთავიჟენი #30ტ

კოდი: 62660
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოფთავიჟენი 30 ტაბლეტი

შემადგენლობა:ერთი ტაბლეტი შეიცავს:

√ მოცვის ექსტრაქტი (Anthocyanosides 25% ) 100მგ. √ ბიოფლავონოიდები 50მგ. √ ბეტა-კაროტინი 3მგ. √ ლუთეინი 5მგ. √ ზეაქსანტინი 1მგ.

დამხმარენივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის მარილი, პოლივინილპიროლიდონი K30, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი (შემომგარსავი).

ფარმაკოლოგიურითვისებებიდამოქმედებისმექანიზმიმოცვის ექსტრაქტი მდიდარია C, P და B ჯგუფის ვიტამინებით და კაროტინით, ის ასევე შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ანტოციანიდინებს. ანტოციანიდინები ხელს უწყობს ბადურის რეგენერაციას და მონაწილეობს ბადურის ფოტოსენსიტიური პიგმენტის როდოფსინის სინთეზში, აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე, ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს, ამცირებს თვალის გადაღლას ხანგრძლივი მუშაობისას. მოცვი იცავს უჯრედის მემბრანას ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისგან, ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ბადურა გარსში, ხელს უშლის თრომბწარმოქმნას. ბიოფლავონოიდები ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ბადურა გარსში, ხელს უშლის თრომბწარმოქმნას, ამცირებს სისხლჩაქცევებსა და იშემიის ზონას. ბიოფლავონოიდები აუმჯობესებს ბადურისა და მხედველობის ნერვის ტროფიკას, იცავს ბადურა გარსს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ელასტიურობას და აუმჯობესებს სისხლის მიდინებას თვალის ბადურაში. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის წინამორბედია, აუმჯობესებს ღამის მხედველობას, მონაწილეობს ფოტოსენსიტიური ნივთიერების როდოფსინის მოლეკულების სინთეზში და აუმჯობესებს ფერების აღქმას. ლუთეინი და ზეაქსანტინი  კაროტინოიდებია რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ; ისინი იცავენ ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ხელს უშლიან მაკულის დეგენერაციას (უხშირესი მიზეზი მოხუცებულთა სიბრმავის) და კატარაქტის განვითარებას. ოფთავიჟენი კომბინირებული პრეპარატია რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს ორგანიზმში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას. ოფთავიჟენი ხელს უწყობს ბადურის რეგენერაციას, მონაწილეობს ბადურის პიგმენტის როდოფსინის სინთეზში, აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე,ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს, ამცირებს თვალის გადაღლას ხანგრძლივი მუშაობისას. ოფთავიჟენი იცავს უჯრედის მემბრანას ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისგან, ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იცავს ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

ჩვენება:

* დიაბეტური რეტინოპათია

* კატარაქტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

* თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგია (ქორიორეტინალური იშემია)

* შეძენილი ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე)

* მიოპია

* თვალის გადაღლა (კომპიუტერთან დიდხანს ჯდომისას)

* ბადურისა და ბროლის დეგენარაციული ცვლილებები

* ბადურისა და ყვითელი ხალის დისტროფია

უკუჩვენება: ბავშვები 3 წლამდე. სხვა რაიმე უკუჩვენება არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადათ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

დოზირებადამიღებისწესი:

ბავშვები: 3-დან 6-წლამდე  დღეში ერთი ტაბლეტი.

მოზარდები: ერთი-ორი ტაბლეტი დღეში.

ოფთავიჟენი მიიღება ჭამის წინ.

გვერდითიმოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობადაშენახვისწესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუგამოიყენებთპრეპარატსვარგისიანობისვადისამოწურვისშემდეგ !

გამოშვებისფორმა: ტაბლეტი № 30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდანგაცემისწესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი