ნოლგრიპი ჯუნიორი 60მლ სიროფი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნოლგრიპი ჯუნიორი
NOLGRIPP Junior
სიროფი
შემადგენლობა
ყოველი 5 მლ შეიცავს:
პარაცეტამოლი ბფ 125 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ბფ 5 მგ ქლორფენირამინის მალეატი ბფ 1 მგ საღებავი: კარმოიზინი
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:
ანალგეზიური, ანტიპირეტული, ანტიჰისტამინური საშუალება, დეკონგესტანტი
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნოლგრიპი ჯუნიორი სიროფი არის სამი სამედიცინო ინგრედიენტის იდეალური კომბინაცია სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც ასოცირებულია გაციებასთან, გრიპთან, ხველებასთან, ცხელებასთან, გაციებასთან ასოცირებულ კატართან, სურდოს და ზემო რესპირატორული ტრაქტის სხვა ინფექციებთან.
ნოლგრიპი ჯუნიორი სიროფში პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედება, ცხელების, თავის ტკივილის შესამცირებლად და ტკივილის მოსახსნელად. პარაცეტამოლი არის უპირატესად ცენტრალური მოქმედების, გავლენას არ ახდენს თრომბოციტების აგრეგაციაზე და წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას (ენზიმი, რომელიც ჩართულია პროსტაგლანდინების სინთეზში) შექცევად ინჰიბიტორს. ანტიპირეტული მოქმედება განპირობებულია ენდოგენური პიროგენების მოქმედების ბლოკირებით ჰიპოთალამურ თბორეგულაციის ცენტრზე, შესაძლოა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის დეკონგესტანტი, გამოიყენება შეგუბების ან ცხვირის გაგუდვის დროებითი მოხსნისთვის, რომელიც გამოწვეულია თივის ცხელებით ან სხვა ალერგიით, გაციებით ან გრიპით. ქლორფენირამინი არის ანტიჰისტამინი. აბლოკირებს ბუნებრივი ქიმიური ჰისტამინის ეფექტებს ორგანიზმში. ქლორფენირამინი ახდენს ცემინების, ქავილის, ცრემლდენის და სურდოს პრევენციას და ალერგიის და თივის ცხელების პრევენციას.
ფარმაკოკინეტიკა
ნოლგრიპი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ორალური მიღებიდან დაახლოებით 10-60 წუთის შემდეგ. პარაცეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 1-3 საათს შორის. ქლორფენირამინის მალეატი სწრაფად შეიწოვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 1 - 4 საათში. გადის პლაცენტას და აღმოჩენილია ლაქტატში. ძირითადად გამოიყოფა შარდით, მეტაბოლიტების სახით. ნოლგრიპი ჯუნიორი სიროფში ფენილეფრინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში და ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში
ჩვენება:
ნოლგრიპი ჯუნიორი სიროფი ძალიან ეფექტურია მაღალი ტემპერატურის დასაქვეითებლად ცხელების, გაციების და გრიპის, ალერგიული რინიტის, ცხვირის
შეგუბების, სურდოს, დანამატი ღრუების და თავის ტკივილის დროს და ტკივილის მოსახსნელად, რომელიც ასოცირებულია ამ გავრცელებულ დაავადებებთან.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა სიროფის კომპონენტების მიმართ; პაციენტები, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს და აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება.
ექიმის რჩევის გარეშე რეკომენდებული არ არის ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
გვერდითი ეფექტები:
პარაცეტამოლის გვერდითი ეფექტები იშვიათია და ჩვეულებრივ გააჩნია ზომიერი ხასიათი. თუმცა აღწერილია ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიც არის თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. კანის გამონაყარი და ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები ვითარდება იშვიათად. ფენილეფრინის შესაძლო გვერდითი რეაქციები მოიცავს ნევროზულობას, უძილობას, მოუსვენრობას, თავის ტკივილს, გულისრევას და კუჭის გაღიზიანებას. ქლორფენირამინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ძილიანობა. სხვა გვერდითი ეფექტები იშვიათია და ჩვეულებრივ გამოწვეულია პრეპარატის ანტიქოლინერგული ეფექტებით. გასტროინტესტინური გაღიზიანების მინიმალიზაცია შეიძლება პრეპარატის ან თხევად საკვებთან ან სასმელთან ერთად მიღებისას.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება. საჭიროა სიფრთხილე ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას. ანტიჰისტამინური მოქმედების გამო (ქლორფენირამინის მალეატი) ალკოჰოლური სასმელების ან სედაციური საშუალებების (განსაკუთრებით ბარბიტურატები) გამოყენება, რომლებიც ზრდიან ანტიჰისტამინური მედიკამენტების სედაციურ მომქედებას, არ შეიძლება. მკურნალობის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ცნს- ის სტიმულაცია, განსაკუთრებით ბავშვებში. აქედან გამომდინარე არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. მოერიდეთ ავტომობილის მართვას და მექანიზმების გამოყენებას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება:
7-12 წელი – 10 მლ 3-4-ჯერ დღეში 2-6 წელი – 5 მლ 3-4-ჯერ დღეში
6 თვე-2 წელი - 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებით.
მიღების მეთოდი
სიროფი მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის.
ურთიერთქმედება
ნოლგრიპმა შეიძლება იმოქმედოს ფენობარბიტალზე, ვარფარინზე, ფენოთიაზინზე, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებზენ ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე, არაპირდაპირი ან კომბინირებული მოქმედების სიმპათომიმეტურ აგენტებზე, მასტიმულირებელ ან საძილე საშუალებებზე, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებზე, ქინოლონებზე და სხვ.
შეფუთვა:
სიროფი ხელმისაწვდომია 60 მლ გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოთლის სახით, რომელიც დახურულია პოლიპროპილენის თავსახურით, ეტიკეტირებულია, გააჩნია საზომი ჭიქა (15 მლ) და ერთი ასეთი ბოთლი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვა:
ინახება გრილ ადგილზე, დაიცავით სინათლისგან. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა:
წარმოების თარიღიდან 36 თვე.
გაცემის წესი (რეცეპტით თუ ურეცეპტოდ)
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Marion Biotech Pvt. Ltd.
B-49, Sector-67, NOIDA- 201301, (UP) India