დექსამეტაზ(დექსტი)4მგ/მლ#10ა

დექსამეტაზ(დექსტი)4მგ/მლ#10ა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 61685
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: დექსამეტაზონი; DE
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო,… გამჭვირვალე ხსნარი;…………
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, 4 მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ეკვივალენტურს;
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ნატრიუმის სულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი, 4 მგ/მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდები. ათქ-კოდი: H02AB02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დექსტი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სინთეზურ გლუკოკორტი- კოსტეროიდულ საშუალებას, რომელსაც გააჩნია სუსტად გამოხატული მინერალკორტიკოიდული ეფექტი. პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შოკის საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და იმუნოდეპრესიული მოქმედებით.
მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე: ამცირებს პლაზმაში ცილის რაოდენობას და სინთეზს, აძლიერებს ცილის კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში, ზრდის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცერიდების სინთეზს, იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებას, ჰიპერქოლესტერინემიას და ჰიპერგლიკემიას, ზრდის გლუკონეოგენეზს ღვიძლში და ამცირებს გლუკოზის უტილიზაციას ქსოვილების მიერ. შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, ვინაიდან Aამცირებს კალციუმის იონების აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას, ასტიმულირებს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას (ძვლის რეზორბციას) და თირკმლებით გამოყოფას. Pპრეპარატი უმნიშვნელოდ მოქმედებს წყალ-ელექტროლიტურ ცვლაზე: პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმის და წყლის შეკავებას ორგანიზმში, ზრდის კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან.
გლუკოკორტიკოიდული აქტივობით 0.5 მგ დექსამეტაზონის შეესაბამება დაახლოებით 3.5 მგ პრედნიზოლონს, 15 მგ ჰიდროკორტიზონს, 17.5 მგ კორტიზონს, ე.ი. პრეპარატი 7-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე პრედნიზოლონი და 35-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე კორტიზონი.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვით ეოზინოფილებსა და პოხიერ უჯრედებში, მემბრანის სტაბილიზაციით, კაპილარების განვლადობის შემცირებით. მოქმედებს ანთებითი პროცესის ყველა ეტაპზე: აინჰიბირებს არაქიდონის მჟავას დონეზე პროსტაგლანდინების სინთეზს, პროანთებითი ციტოკინების სინთეზს, ზრდის უჯრედის მემბრანის მდგრადობას დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ.
ანტიალერგიული ეფექტი განპირობებულია ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის შემცირებით, სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების შეფერხებით, ბაზოფილების, Т- და В-ლიმფოციტების და პოხიერი უჯრედების შემცირებით, ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დათრგუნვით, ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებით ალერგიის მედიატორების მიმართ, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვით, ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლით.
შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიური ეფექტი განპირობებულია არტერიული წნევის მომატებით, კაპილარების განვლადობის შემცირებით, მემბრანოპროტექტორული თვისებებით, ღვიძლის ფერმენტების გააქტიურებით.
იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტების პროლიფერაციის (განსაკუთრებით Т-ლიმფოციტების) და Т– და В–ლიმფოციტების ურთიერთმოქმედების დათრგუნვით,Lციტოკინების (ინტერლეიკინ-1 და ინტერლეიკინ-2, გამა ინტერფერონის) გამოთავისუფლების შეფერხებით ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან, ანტისხეულების წარმოქმნის შემცირებით.
პრეპარატი თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სინთეზს და სეკრეციას, მეორადად თრგუნავს ენდოგენური გლუკოკორტიკოსტეროიდების სინთეზს. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფია.
თრგუნავს შემაერთებელი ქსოვილების რეაქციებს ანთებითი პროცესის დროს და ამცირებს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნის შესაძლებლობას.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პრეპარატი ვენაში შეყვანის შემდეგ მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) სისხლის პლაზმაში აღწევს 5 წთ-ში, კუნთში ინექციის შემდეგ - 1 სთ-ში.
კლინიკური ეფექტი ვენაში შეყვანის შემდეგ მიიღწევა სწრაფად, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ - 8 სთ-ში. პრეპარატის მოქმედების შენარჩუნება ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში: კუნთში შეყვანის შემდეგ 17-28 დღე და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ 3 დღიდან 3 კვირამდე.
განაწილება: პრეპარატის 60-70% უკავშირდება ცილებს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ, ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს. გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი: ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ელიმინაცია: ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т½) პლაზმიდან შეადგენს 2-3 სთ-ს, ქსოვილებიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т½) შეადგენს 24-72 სთ-ს.

ჩვენება:
დექსტი პარენტერულად ინიშნება მწვავე და გადაუდებელი მდგომარეობების დროს ან როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია:
• შოკი, გამოწვეული დამწვრობით, ანაფილაქსიური, ტრავმული, პოსტოპერაციული, კარდიოგენული, ტოქსიკური, ჰემოტრანსფუზიული;
• თავის ტვინის შეშუპება: თავის ტვინის სიმსივნის, ქალა-ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ჩარევის, ტვინში სისხლჩაქცევის, ენცეფალიტის, მენინგიტის, სხივური თერაპიის დროს;
• მძიმე ალერგიული რეაქციები: კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზი, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია, პიროგენული რეაქცია, ალერგიული კონიუნქტივიტი;
• ბრონქული ასთმა (მძიმე ფორმა), ასთმური სტატუსი;
• მწვავე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტის (ცრუ კრუპი) შეტევის კუპირება;
• ენდოკრინული დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, თანდაყოლილი თირკმელზედა ქერქის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკური კრიზი;
• სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები: მწვავე ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, აგრანულოციტოზი;
• მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
• შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები: სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური ვასკულიტი;
• მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლისმიერი კომა;
• სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებები: სპონდილოართრიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, პერიართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი;
• თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში;
• თვალის დაავადებები: მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი;
• ტრანსპლანტაცია.

მიღების წესი და დოზირება:
დექსტი შეჰყავთ კუნთში, ვენაში, სახსარში და პერიარტიკულარულად (რბილ ქსოვილებში). ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ ნელი ნაკადით ან წვეთოვნად ი/ვ ინფუზიის სახით (გამხსნელის სახით გამოიყენება გლუკოზის ხსნარი ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი). დაუშვებელია ერთ შპრიცში ან საინფუზიო ხსნარში დექსამეტაზონის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შერევა.
პრეპარატის ვენაში ან კუნთში შეყვანისას რეკომენდებული საწყისი საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის 0.5-9 მგ-ს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება 4-20 მგ პრეპარატის 3-4 ჯერ შეყვანა.
პარენტერული გამოყენების ხანგრძლივობა ჩვეულებრივD 3-4 დღეს შეადგენს, შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის პერორალური ფორმით შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლა.
ადგილობრივი გამოყენება:
სახსარში შეყვანისას რეკომენდებული ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 0.8-4 მგ-ს. Pპრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე: მსხვილ სახსრებში შეჰყავთ 2-4 მგ, წვრილ სახსრებში _ 0.8-1 მგ. სახსარშიდა ინექციის განმეორება შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. უფრო ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ხრტილის დაზიანება.
პრეპარატის დოზირება სინოვიურ პარკში შესაყვანად შეადგენს 2-3 მგ-ს, მყესის ბუდეში - 0.4-1 მგ-ს, მყესში - 1-2 მგ-ს. რეკომენდებული დოზა რბილი ქსოვილების ინფილტრაციისთვის შეადგენს 2-6 მგ-ს. პრეპარატის ერთდროულად შეყვანა შეიძლება მაქსიმუმ ორ დაზიანებულ არეში.
პრეპარატის დოზები ბავშვებისთვის:
რეკომენდებული დოზა კუნთში შესაყვანად ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობისას) შეადგენს 0.02 მგ/კგ სხეულის მასაზე (0.67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე), რომელიც 3 ინექციაზე იყოფა, ინექცია კეთდება ყოველ მესამე დღეს ან 0.008-0.01 მგ/კგ სხეულის მასაზე (0.2-0.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე) ინექცია კეთდება ყოველდღე. სხვა ჩვენებების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.02-0.1 მგ/კგ სხეულის მასაზე (0.8_5 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე) ყოველ 12-24 სთ-ში.
ბავშვებში ზრდის პერიოდში გლუკოკორტიკოსტეროიდები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების დროს და მკურნალი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით.

გვერდითი მოვლენები:
დექსტის ხანმოკლე მიღებისას გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არ აღინიშნება. სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება ხანგრძლივი თერაპიის, დოზების და ინექციების სიხშირის გაზრდის დროს.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები:
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, სექსუალური განვითარების შეფერხება ბავშვებში;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, წყლულოვანი ეზოფაგიტი, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, სლოკინი, მადის მომატება ან დაქვეითება;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეგუბებითი სინდრომით (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სიმპტომები _ უფრო ხშირად ბავშვებში, დოზის სწრაფი შემცირებისას), კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოია, ეიფორია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობის განვითარება, ჰიპოკალემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ცვლილებები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზი. ავადმყოფებს მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით აღენიშნებათ ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯა;
ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: ზრდის და გაძვალების პროცესების შენელება ბავშვებში (ნაადრევი დახურვა ეპიფიზარული ზრდის ზონების), ოსტეოპოროზი (იშვიათად - ძვლების სპონტანური მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი), მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია;
მხედველობის სისტემის მხრივ: მხედველობის უეცარი დაკარგვა (თავის, კისრის, ცხვირის ნიჟარების არეში პრეპარატის პარენტერულად შეყვანისას, შესაძლებელია კრისტალების დალექვა თვალის სისხლძარღვებში), გლაუკომა, კატარაქტა, თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარება, რქოვანას ტროფიკული ცვლილებები, ეგზოფთალმი;
წყალ-ელექტროლიტული ბალანსის მხრივ: ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი, ჰიპოკალცემია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის შედეგად), სხეულის მასის მომატება, მომატებული ოფლიანობა;
ღვიძლის მხრივ: იშვიათად _ ღვიძლის ფერმენტების მომატება;
კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, პეტექიები, ექხიმოზები, Hჰიპო- და ჰიპერპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, სტრიები, მიდრეკილება პიოდერმიების და კანდიდოზების განვითარებისკენ;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი;
სხვა: ინფექციების განვითარება და გამწვავება (განსაკუთრებით იმუნოდეპრესანტების, ვაქცინაციის და ანტიბიოტიკების ფონზე), მოხსნის სინდრომი, ლეიკოციტურია;
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, დაბუჟება, ტკივილი, ინექციის ადგილას ჰიპერემია, იშვიათად ხანგრძლივი გამოყენებისას (კუნთში შეყვანისას) შესაძლებელია განვითარდეს სტრიები, კანის და კანქვეშა უჯრედისის ატროფია;
სახსარშიდა შეყვანისას: ტკივილის გაძლიერება სახსარში.
პრეპარატის ვენაში მაღალი დოზით სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს გენერალიზებული ანაფილაქსია _ სახის კანის ჰიპერემია, არარეგულარული პულსი, გამოხატული ტაქიკარდია, კრუნჩხვები.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
დექსტის ხანმოკლე გამოყენებისას ერთადერთი უკუჩვენებაა მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გამოყენება შემდეგი მდგომარეობის დროს:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, გამოხატული ოსტეოპოროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილება, იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი, III_IV ხარისხის სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, სახსრების და სახსრების ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფექციური დაზიანებები, ტუბერკულოზი, თვალის ვირუსული (ჰერპესი), სოკოვანი, ჩირქოვანი ინფექციების მწვავე ფორმა (სპეციფიკური თერაპიის არარსებობის დროს), გლაუკომა, მწვავე ფსიქოზი და ფსიქონევროზი, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. ვაქცინაციის წინა და შემდგომი პერიოდი (8 კვირით ადრე და 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ), ლიმფადენიტი ბცჟ აცრის შემდეგ, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.¥
კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით.
სახსარშიდა შეყვანა: პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით გამოწვეული), სახსარშიდა ძვლის მოტეხილობა, ინფექციური ანთებითი პროცესი სახსარში, გამოხატული ოსტეოპოროზი, სახსრის გამოხატული დესტრუქცია და დეფორმაცია, ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი, წინა ორი შეყვანის არაეფექტური (ხანმოკლე) მოქმედება.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან ძლიერდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი; ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან მცირდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, იზრდება მოთხოვნილება ინსულინზე; არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან იზრდება კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენების განვითარების სიხშირე; ანტიკოაგულანტებთან ერთად შესაძლებელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო მოქმედების შესუსტება; დიურეზულ საშუალებებთან გამოყენებისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტული ბალანსის დარღვევის გაძლიერება; რიფამპიცინთან, ფენიტოინთან, ბარბიტურატებთან შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შემცირება. ერთდროული გამოყენება პრეპარატის და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზების ან ÷ β2- ადრენორეცეპტორების აგონისტები ზრდის ჰიპოკალემიის განვითარების რისკს. ამფოტერიცინი В და კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ერთდროული დანიშვნა მ-ქოლინობლოკატორებთან და ნიტრატებთან იწვევს თვალშიდა წნევის მომატებას. პრეპარატი ზრდის პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს. ერგოკალციფეროლი და პარატჰორმონი აფერხებენ გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეულ ოსთეოპათიის განვითარებას. Pპრეპარატი ამცირებს D ვიტამინის მოქმედებას კალციუმის შეწოვაზე ნაწლავების სანათურში.
არ შეიძლება პრეპარატის რიტოდრინთან ერთად გამოყენება მშობიარობის დროს, რადგან აღნიშნულმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მშობიარის ფილტვების შეშუპება და სიკვდილი. პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც იწვევს მოქმედების გაძლიერებას და გვერდითი ეფექტების სიხშირის მომატებას.
დექსამეტაზონის მეტოკლოპრამიდთან, დიფენჰიდრამინთან, პროქლორპერაზინთან, ონდანსეტრონთან ან გრანისეტრონთან ერთდროული დანიშვნა ეფექტურია ღებინების და გულისრევის პროფილაქტიკისთვის, რომლებიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით (ცისპლატინის, ციკლოფოსფამიდის, მეტოტრექსატის, ფტორურაცილის გამოყენებით).
შესაძლებელია დექსტის სხვა ინტრავენურ პრეპარატებთან შეუთავსებლობა, რის გამოც რეკომენდებულია მისი დამოუკიდებლად შეყვანა.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება და იცენკო-კუშინგის სინდრომის განვითარება (როგორც წესი ჭარბი დოზირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ).
მკურნალობა: დოზის შემცირება ან დროებით პრეპარატის მოხსნა. საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ნაყოფის ზრდის პროცესის დარღვევა, ხოლო ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას – ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ატროფია, რაც ახალშობილებში ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებას მოითხოვს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე დივერტიკულიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, თირკმლების უკმარისობის, ოსტეოპოროზის, მიასთენიის, მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, ფსიქიკური დაავადებების და ჰიპოალბუმინემიის დროს. ჰიპოთირეოზის და აგრეთვე ღვიძლის ციროზის დროს დექსტის მოქმედება ძლიერდება. Dპრეპარატის გამოყენებამ რქოვანას ჰერპესით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას პერფორაცია.
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია მათი განვითარების და ზრდის ტემპის კონტროლი.
ბავშვებში, რომლებიც მკურნალობის პერიოდში კონტაქტში იყვნენ წითელათი ან ჩუტყვავილათი დაავადებულ პირებთან, პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება სპეციფიკური იმუნოგლობულინი. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ცოცხალი ვირუსული ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარება. დექსტის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ოკულისტის მეთვალყურეობა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, არტერიული წნევის და პერიფერიული სისხლის კონტროლი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონტროლი და თერაპიის კორექცია საჭიროების შემთხვევაში. დიურეზულ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას Aაუცილებელია წყალ-ელექტროლიტული ბალანსის კონტროლი. Hჰიპოკალემიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კალიუმის პრეპარატების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება მინერალკორტიკოიდებთან ერთად. ინფექციური დაავადებების და ტუბერკულოზის დროს პრეპარატი ინიშნება ანტიბიოტიკებთან და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ქირურგიული ჩარევის ან მოტეხილობის შემდეგ, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის კორძის წარმოქმნის პროცესი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

შეფუთვა:
1 მლ საინექციო ხსნარი ნარინჯისფერ, გამჭვირვალე მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება 10-30º C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის
შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge