სილენტექსი #30ტ
გააზიარე:
სილენტექსი
SILENTEX
შემადგენლობა
- კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი (Valeriana siccus Extractum) 125 მგ,
- კუნელის მშრალი ექსტრაქტი (Crataegus siccus Extractum) 125მგ,
- ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი (Melissa siccus Extractum) 100 მგ,
- კრაზანას მშრალი ექსტრაქტი (Hypericum siccus Extractum) 100 მგ.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
სილენტექსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავს ეთერზეთს 0,5-2%-მდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას. ნედლეული შეიცავს, აგრეთვე , ვალერიანს და ხატინინს, აქვს კარგად გამოხატული სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი ეფექტი.
კუნელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, კვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს; აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ბარამბო შეიცავს ასკორბინის მჟავას, 0,3%-მდე ეთერზეთებს (ციტრალი, გერანიოლი, ლინალოლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, მიკროელემენტებს. ბარამბოს ეთერზეთები ხსნის ტკივილსა და კრუნჩხვებს, ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს; გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს, ამცირებს გულისცემის სიხშირეს, ტკივილს გულის არეში, აქვეითებს არტერიულ წნევას.
კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს (გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა), ანტოციანებს-5-6%, მთრიმლავ ნივთიერებებს 10-12%, კაროტინს 0,2-0,3%, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, ფისისებრ ნივთიერებებს 17%, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა. კრაზანა წარმოადგენს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას. ძილი ხდება უფრო ღრმა, გაღვიძებისას ბრუნდება ძალების აღდგენის შეგრძნება, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აშორებს შიშის და შფოთვის შეგრძნებას.
ჩვენებები
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი;
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია);
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი);
- კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).
გამოყენებისწესიდადოზირება
სილენტექსი მიიღება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამიდან 15 წუთის შემდეგ.
ძილის დარღვევის, უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტი ძილის წინ 1-2 საათით ადრე დაძინებამდე.
ორსულობისა (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითიმოქმედება
სილენტექსი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
უსაფრთხოებისზომები
სილენტექსი აძლიერებს ტრანკვილიზატორების, საგულე გლიკოზიდების, ალკოჰოლის და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების მოქმედებას.
გამოშვებისფორმა: ტაბლეტი № 30.
შენახვისპირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვისვადა
მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდანგაცემისპირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე. არის საკვები დანამატი
პროდუქციისდასავაჭრომარკისმფლობელიკომპანია
ORNADO MEDICINE, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი
SIA PRIMEA, ლატვია.